მ ა ნ დ ი ლ ი ორშაბათი, 2025-06-23, 7:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ჩანახატები
მარიანათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 1:39 AM | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 2:27 AM | შეტყობინება # 2
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 53
სტატუსი: Offline
* * *

ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს...
ასე მგონია ასეთი სიყვარული არავის შეუძლია... დავიძინებ - მიყვარხარ! გავიღვიძებ - მიყვარხარ! ჩემთან ხარ - მიყვარხარ!
და თუ შორსა ხარ, მაშინ ყველაზე მეტად მიყვარხარ!

მე სიყვარულზე უფრო დიდი სიყვარული მიბოძა ღმერთმა. შენგან მივდივარ - მენატრები, თვალს მოგაშორებ - მენატრები, როცა გიყურებ, მაშინ ყველაზე მეტად მენატრები... მონატრებაზე უფრო დიდმა მონატრებამ შენად მაქცია.
ჩემი სიყვარული დედამიწაზე დაიბადა და გაიზარდა. როცა ახალ დაბადებულ ბავშვს ვეფერები - შენ გეფერები! როდესაც შინ თითის წვერებზე დავდივარ, მაშინ შორეულ ბინაში შენს ძილს ვუფრთხილდები.

მადლობაზე უფრო დიდი მადლობაა ჩემთვის შენი არსებობა. რომ ხარ ესაა მთავარი. მე დაგელოდები, სიცოცხლის ბოლომდე დაგელოდები... არა, არა სიცოცხლის იქითაც თუკი შეიძლება ლოდინი, მე იქითაც დაგელოდები. ჰო, ასე მგონია ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს... მე ხომ ასეთი სიყვარული არ შემიძლია...
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !!!


 
მარიანათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 2:28 AM | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მიყვარს...
მიყვარს წვიმა, მასში შეიძლება ცრემლები დამალო...
მიყვარს სიცოცხლე... მეორე ასეთი არ მექნება...
მიყვარს ახლობელი ადამიანები, მთელი მათი პლიუს-მინუსებით, ისინი მუდამ გვერდით არიან...
მიყვარს საკუთარი თავი.. მხოლოდ მე ვიცი, სწორად როგორ უნდა მიყვარდეს საკუთარი თავი...
მიყვარს თვალებში ყურება... ისინი არ იტყუებიან...
მიყვარს საკუთარი თავი ისეთი,როგორიც ვარ, რადგან სხვანაირი ვერასოდეს ვიქნები...
მიყვარს თავის წარმოჩინება იმაზე ძლიერად, ვიდრე სინამდვილეში ვარ...
მიყვარს კაპრიზები, მაგრამ არასოდეს ვაჭარბებ...
მძულს...
მძულს დრო... მისი გაჩერება შეუძლებელია...
მძულს ტყუილი... ის დიდი ტკივილს მაყენებს...
მძულს ცრემლები... ისინი სისუსტეს ამჟღავნებენ...
მძულს, როცა კითხვაზე კითხვით გპასუხობენ...
მძულს სიყალბე, რადგან მას ყოველთვის ვხედავ...
მძულს სიცილი, როცა მტკივა... მაგრამ ასე უფრო იოლია ცხოვრება...
მძულს სიცარიელე... მისი მოცილება ძალიან ძნელია...
მძულს სიტყვა " არ ვიცი"... რადგან მძულს გაურკვეველობა...


 
სინიორათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 2:30 AM | შეტყობინება # 4
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 53
სტატუსი: Offline
* * *

მზე და მთვარე ერთი დედის ძუძუმტენი ყოფილან თურმე ოდესღაც.
ქალსა და ვაჟს ერთმანეთი შეყვარებოდათ, დაუტუქსავს ორივე მშობლებს. ქალი მზედ შექმნა, ყმაწვილი მთვარედ. ცეცხლად ქცეულან და აჭრილან ცაში ორივე.
ათასეული წლები გასულა, როგორვ თვალის დაფახულება ერთი... დაეძებენო იმის შემდეგ შეყვარებულნი ერთმანეთს დღემდის.
მზეც და მთვარეც სიყვარული ყოფილა თურმე. და ეს ასეა, ვისაც ოდესმე სიყვარული გამოუცდია, მას უგემია თავად სიკვდილი.
და თუ ღმერთია სადმე ამ ქვეყანად, სიყვარულია ალბათ ის ღმერთიც...


 
მარიანათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 2:31 AM | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
თუ გამაოცებ დაგიწერ რამეს...

არ მინდა გაოცება რომ შენთვის დავწერო, არც თავგანწირვა მჭირდება შენი რომ მიყვარდე მოთმინებით, მხოლოდ სითბო მსურს საკვებად, მხოლოდ შენი გვერდით ყოფნის შეგრძნება... და მოდის ოცნება თავისთავად, მოდის რბილი ტალღები გრძნობის, შეხების, სურვილების....
ნუ გამაოცებ, მხოლოდ იფიქრე ჩემზე... მე მოვალ ყოველთვის როცა დამიძახებ უცვლელი მარადისობისგან განაწამები და თბილი ფერებით მოვხატავ შენს სულს, გვერდით ვიქნები როცა მარტოობა დააპირებს შენს ერთგულებას და მე გავაორგულებ, ვიყვირებ როცა შენ არ გექნება ყვირილის ძალა ცრემლის მგუდავი ბურთით ხმადახშულს... ოღონდ იფიქრე ჩემზე, მიგრძენი, რომ მე ძალა არ მომაკლდეს უშენობით... რა გითხრა მეტი... შენთვის ვცხოვრობ და მაინც შენით განაოცები გთხოვ – ძალა არ გამომაცალო...


 
რუპანარითარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 2:34 AM | შეტყობინება # 6
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
ჯილდოები: 3
რეპუტაცია: 21
სტატუსი: Offline
* * *

როცა იგრძნობ, რომ გეტირება, დამიძახე. ვერ შეგპირდები რომ გაგაცინებ, მაგრამ მეც ვიტირებ შენთან ერთად.
თუ ერთ დღეს გაქცევა მოგინდება, ნუ შეგეშინდება ჩემი დაძახების. ვერც იმას შეგპირდები, რომ შეგაჩერებ, მაგრამ შენთან ერთად მეც გავიქცევი.
როცა არ გექნება სურვილი ვინმეს მოუსმინო, დამიძახე, გპირდები რომ შენთვის იქვე გავჩნდები და იმასაც გპირდები, რომ ვიქნები ძალიან ჩუმად.
და თუ ერთ დღეს დამიძახებ, მაგრამ პასუხს ვერ გაიგონებ, უმალ წამოდი ჩემს სანახავად, იქნებ როგორ მჭირდები მაშინ...


 
მარიანათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 2:36 AM | შეტყობინება # 7
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული, ახალგაზრდას თუ მოხუცს. შეიძლება დღეს შენ უკანასკნელად ხედავ მათ ვინც ძალიან გიყვარს. ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა და მერე ნამდვილად დაგწყდება გული, რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისათვის, მოფერებისათვის, კოცნისათვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი.
გვერდიდან არ მოიშორო ისინი ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა: "ვწუხვარ", "მაპატიე", "გეთაყვა", "გმადლობთ" და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა რაც იცით...
შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო. შესთხოვე უფალს რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად. აჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის...
...თუ დღეს ამას არ გააკეთებ, ხვალინდელი დღე ისეთივე იქნება როგორიც იყო გუშინდელი, და თუ ამას არასოდეს გააკეთებ, არც მაგით დაშავდება რამე. დაიწყე შენი ოცნებების ახდენა, ეხლა...


 
რუპანარითარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 2:38 AM | შეტყობინება # 8
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
ჯილდოები: 3
რეპუტაცია: 21
სტატუსი: Offline
* * *

ფრთები რო მქონდეს, წაგიყვანდი ისეთ სამყაროში სადაც მხოლოდ სიყვარული და რომანტიკაა.
სადაც ამქვეყნიური გრძნობების დასასრულია და დასაწყისია ზესაკაცობრიო გრძნობების.
ჩემი ხმა რო გესმოდეს ამ წუთს და ამ წამს, გეტყოდი, თუ რა ძვირფასი ხარ ჩემთვის, და დაგანახებდი თუ რა დიდია პატარა გული რომელსაც შეუძლია მთელი მსოფლიოს გრძნობებს შორის ყველაზე დიდი და ნაზი გრძნობა დაიტიოს და გააოგნოს ყველა...
რომ შემეძლოს გეტყოდი თუ როგორ ნაზია ეს ჩემი გრძნობა რომელსაც სიყვარული ქვია.
ნაზად მოვიდოდი და ყურში ჩაგჩურჩულებდი თუ როგორ მიყვარხარ...
რომ შემეძლოს შენს გვერდით ყოფნა განგაცდევინებდი იმ წუთებს რომელიც არავის არ განუცდია ამ ქვეყანაზე არავისთან...

* * *

გიყვარდეს, არ ნიშნავს ერთმანეთს თვალებში უყუროთ - გიყვარდეს, ნიშნავს იყურებოდეთ მხოლოდ ერთი მიმართულებით!


 
მარიანათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 2:42 AM | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

დრო კრიალოსანზე ჩამოიმარცვლა, პეშვებით ნაგროვებ ხსოვნის ნამცეცებს დროდადრო ამზეურებს ფიქრი...
არ მახსოვს, როდის გაჩნდა ტკივილი, აღარც ის მახსოვს, როდის გადნა სულში ყინული და მერე ცრემლად ჩამოიღვენთა.
ისევ იმ სარკმელს გავყურებ დღესაც, რომელიც ახლა აღარ არსებობს, უფრო სწორად, მარტოობით ამოქოლეს და დაავიწყდათ, როდის ენთო იქ სანთელი უკანასკნელი...

ჰო, რას ვამბობდი?... მომაბეზრა თავი ტკივილმა, საიდან გაჩნდა ფიქრი იმაზე, ვინც დღეს ასე დაიგვიანა, ან როდის მოვიდა ჩემთან მარტოობით სულდაკაწრული, როგორ დამაყრდნო თავი მხარზე და დაღლილი ფიქრი ჩამოასვენა...
მერე თანაბრად ვიყოფდით სევდას, შემდეგ ზღაპარი გამვიგონე და დავიჯერე, რომ არსებობს ბედნიერება და მოლოდინის დღესასწაული...
სულის სიმაღლე გამოვიგონე, სრულყოფილება ვაქანდაკე არაფრისაგან, მერე კი, როცა სული ჩავუდგი, მივხვდი, თუ როგორ დავცილდი საწყისს, ვერ შევეგუე ხორცადქცეული ღმერთის ხილვას და შემეშინდა სიცარიელის...
ძალიან დიდხანს ვუბერე სული ჩაღვენთილ კოცონს და როცა უკან მოვიხედე, სიმარტოვე დარაჯობდა ჩემი სულის ჩარაზულ კარებს...
ახლაც მარტო ვარ, დარდი მივსებს ცარიელ დღეებს. ხანდახან ხსოვნა ამტკივდება და ვაგროვებ გაფანტულ ფიქრებს ცხადად თუ სიზმრად.
ხანდახან სულის სარკმელსაც ვაღებ... დარდს ვამზეურებ...
კრიალოსანზე ჩამოვმარცვლე ჩემი წარსული.
აქ, ამ ქუჩაზე აღარ მოვა სხვა გაზაფხული და ის სარკმელი, რომელშიც ახლა აღარავინ არ იხედება, დაგმანულია ტკივილის ფარდით.


 
დარინათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 2:45 AM | შეტყობინება # 10
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
* * *

შეჩერდი!
შეჩერდი, ხელი მომეცი და დაიფიცე!
დაიფიცე, რომ თუ გადმოვხტები-დამიჭერ,
თუ გავბრაზდები-მომეფერები,
თუ ვიტირებ, თვალებში მაკოცებ,
დაიფიცე, რომ გაიღიმებ და დამელაპარაკები, როცა შენი გაგონება მომინდება.
დაიფიცე, რომ ძილის წინ მაკოცებ.
დაიფიცე, რომ დილით არასდროს გამაღვიძებ.
დაიფიცე, რომ მიყიდი ფერად ფანქრებს, ყოველდღე რომ ვხატო ჩვენი სიყვარული.
დაიფიცე, რომ სიცხე თუ მექნება, გამიხსნი ჩემს საყვარელ კომპოტს, დამიჯდები სასთუმალთან და გეჭირება ჩემი ხელი, სანამ არ ჩამეძინება.
დაიფიცე, რომ ხანდახან მაინც შენი ხელით მაჭმევ.
დაიფიცე, რომ მანახებ ოკეანეს და ერთად ვუყურებთ მზის ჩასვლას.
დაიფიცე, რომ ერთხელ მაინც ვიცეკვებთ წვიმაში და ავაჭყაპუნებთ ფეხებს გუბეებში.
და ხანდახან, ღამე რომ გაგეღვიძება, დაითვლი, წუთში რამდენჯერ ფეთქავს ჩემი გული.
დაიფიცე, რა!

მე ეს მაგიჟებს, დაფიცება...


 
მარიანათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 2:46 AM | შეტყობინება # 11
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ჩემი ქმარი ამბობს, რომ მე ერთი პატარა, ჭირვეული ბავშვი ვარ და რომ დროა გავიზარდო, თორემ საბავშვო ბაღში მიმაბრძანებს.
ჩემი ქმარი ამბობს, რომ ყვავილები ძალიან მიყვარს, ამიტომ, რადგან ტყეში რომ წამაბრძანოს დავეკარგები, სახლში მოაქვს ყვავილები და მერე ყველა ოთახში იღვრება სურნელებად.
ჩემი ქმარი ამბობს, რომ ვღალატობ, როცა ხატვას ვიწყებ, მაგრამ საოცრად დიდებული ( ასე ამბობს) ნახატები გამომდის და ღირს ამად. სულელი...
ჩემი ქმარი ამბობს, რომ ჩემზე მდიდარია, რადგან მე ვყავარ და მისთვის არაფერს ნიშნავს აგარაკები მთაში და ზღვაზე, ორი მანქანა ( ერთი ჩემი), კარიერა და ეს სასახლეც ქალაქის საუკეთესო უბანში. მე ვარ ყველა განძზე უკეთესი და ამ ყველაფრის ჯადოსნური და კეთილი ფერია, მაცოცხლებელი...
არადა, ერთხელ ერთი შეყვარებული მყავდა, და ხუმრობით, (ნახევრად) ვუთხარი, აუდის ჯიპი Q7 მიყიდე – მეთქი, სულ რაღაც $71 ათასი ღირს – თქო. მითხრა, კი გიყიდი, შენს თავს ვფიცავარ, მაგრამ, მერე სახლი აღარ გვექნება არასდროსო. საშინლად ვუყვარდი... დავშორდით...
ჩემი ქმარი ამბობს, რომ არასოდეს, არასოდეს დაავიწყდება ჩვენი გაცნობის დღე, როგორ დამინახა, როგორ გაუშტერდა თვალები, ხელები, ფეხები და როგორ მიხვდა ერთ წამში, რომ მე ვიყავი ქალი, რომელიც მისი ცოლი გახდებოდა...
ჩემი ქმარი ამბობს, რომ მართალია, მისი ცოლი ყვება, თხამ თქვაო, კაცის ჭკუა ეკალ - ბარდზე მივაყოლეო, კაცისო? კაცისას რას მივაყოლებდი, რაც არა აქვსო?! კაცები მაინც უუჭკვიანესები არიან. და იმ თხის არსებობასაც ვერაფრით დავამტკიცებ...

ჩემი ქმარი ამბობს, რომ თვალდახუჭული მენდობა. მაგრამ არ იცის, რომ ჩემს პერანგს კიდევ ერთი ღილი ეხსნება და ასე უფრო დიდი დეკოლტე აქვს. არც ის იცის, რომ შავი კაბის დამოკლება შემიძლია უბრალოდ თეძოს ნაცვლად წელზე ატანით. მენდობა და რა ქნას?!
ჩემი ქმარი ამბობს, რომ ათასი ნაოჭიც რომ გამიჩნდეს, მაინც სიგიჟემდე ვეყვარები. არ იცის, რომ ყოველ ზაფხულს ნაოჭებისგან დამცავ ნიღბებს ვიკეთებ და რომ ჩემი სახის კრემის შემადგენლობაში სპეციალური მიმიკური და ასაკობრივი ნაოჭებისგან დამცავი ნივთიერება შედის. არც ის იცის, რომ მასაც გაუჩნდება ათასი ნაოჭი და იქნებ, მეტიც.
ჩემი ქმარი ამბობს, რომ ამ ზაფხულში ჯერ მთაში დავისვენებთ, მერე ზღვაზე, საზღვარგარეთ და პარიზშიც წავალთ, თაფლობის თვის გასახსენებლად.
ჩემი ქმარი...

მე მინდა ჩემი ქმარი ამბობდეს, რომ ბევრი, ბევრი შვილი გავაჩინოთ და დავარქვათ დამიანე, ანდრეა, ეფემია, ემა, დეა, ხატია და კიდევ ბევრი და მერე მათ კვირაობით ტაძარში წაიყვანს და აზიარებს.
მინდა ამბობდეს, რომ შეიძლება ამ ზამთარში ცოტა გაგვიჭირდეს, და ხომ არ ჯობს, სოფელში წავიდეთ, იქ შეშა იქნება ბევრი და ბუხარში დიდი ცეცხლი ავანთოთ – ხოლმე.
მინდა ამბობდეს, რომ მოხუცები ძალიან სასცილოები ვიქნებით და ალბათ ცოტათი აბეზრებიც...
მე მინდა ჩემი ქმარი ამბობდეს, რომ არაფერია დედამიწის ზურგზე მთის მდინარეზე ცივი და ქალის ტუჩებზე ცხელი.
მე მინდა ჩემი ქმარი ყოველ დილით ლოცულობდეს და მერე ესაუბრებოდეს შვილებს, ჯერ არ გაჩენილებს თუნდაც...
მე მინდა, ჩემი ქმარი ხუმრობდეს: "გინდა გურული ქალი მოგიყვანია ცოლად და გინდა ჭინჭარს ჩახუტებიხარ... შიშველიო".
მე მინდა ჩემი ქმარი თვრებოდეს ნამდვილი თრობით და არ მღალატობდეს, და ნაბახუსევზე დილით ერთ ჭიქა ცივ, კამკამა წყალს მთხოვდეს.
მე მინდა ჩემი ქმარი ავად გახდეს და მე ვუვლიდე.
მე მინდა ჩემს ქმარს შემოდგომაზე და გაზაფხულზე ტყეში დავყავდე, ყვითელ ფოთლებს ან მინდვრის ყვავილებს თმაში მაბნევდეს და წითელი კაბის საკინძეს მიწვალებდეს...
მე მინდა ჩემი ქმარი ჩემი იყოს, და იცოდეს, რომ ჩემი ყველა ნახატი, ყველა სიტყვა, ყველა მოძრაობა და სუნთქვა მას ეძღვნება, მე მინდა ვიცოდე, რომ მე მისი ვარ...
მე მინდა ჩემმა ქმარმა იცოდეს, რომ მე ყოველთვის სახლში დაველოდები მის დაბრუნებას სამსახურიდან და არასოდეს წაიღოს გასაღები.
მე მინდა, ჩემი...
ჩემი ქმარი მალე დაბრუნდება სამსახურიდან, უნდა მოვემზადო, ალბათ ისევ სადმე რესტორანში ვივახშმებთ და საუცხოო ფორმაში უნდა ვიყო...

p.s. ჰო, მართლა, ჩემი ქმარი ამბობს, რომ ოცნებას ადამიანი არ მოუკლავს ჯერ...


 
დარინათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 3:04 AM | შეტყობინება # 12
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
* * *

ცხოვრება - შანსია, არ გაუშვა იგი!
ცხოვრება - სილამაზეა აღიქვი იგი,
ცხოვრება - ოცნებაა განახორციელე იგი,
ცხოვრება - მოვალეობაა, აღასრულე იგი,
ცხოვრება - თამაშია, ითამაშე!
ცხოვრება - საიდუმლოა, ამოხსენი იგი!
ცხოვრება - ტრაგედიაა, გაუძელი მას
ცხოვრება - თავგადასავალია, გამოსცადე იგი,
ცხოვრება - ცხოვრებაა, იხსენი იგი.
ცხოვრება - ბედნიერებაა, თავად შექმენი იგი,
ცხოვრება - ღირს! ნუ გაანადგურებ შენს ცხოვრებას...


 
სინიორათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 3:07 AM | შეტყობინება # 13
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 53
სტატუსი: Offline
* * *

ეს ნიჭი არაა... ეს სიყვარულია, გულიდან გადმობეჭდილი...
სულიდან გადმოხატული და ტვინიდან ამოწერილი....
ეს, ჩემი სულია, სიყვარულის დუელში გამოწვეული.
ეს ლექსი არაა...სიტყვებია, გულიდან ამოხეული.
ეს ნიჭი არაა დამიჯერე, გულია - გადარეული..
მონატრებაა შეშლილი და გზააბნეული.
არა, მე არ ვარ ყველასაგან გამორჩეული....
ეს ჩემი სულია, სიყვარულის დუელში გამოწვეული...


 
მარიანათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 3:11 AM | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ყოველთვის ასე ხდება, დიდი და შენდამი უეცარი სიყვარულის შემდეგ შენ მე მიმატოვებ...
მიმატოვებ ისე, როგორც მინდვრის ცისფერი ყვავილები შეიძლება მიატოვოს ქალმა, როდესაც მაისის თეთრ, უმშვენიერეს ვარდებს დაინახავს. იმიტომ, რომ მინდვრის ცისფერი ყვავილების და მაისის თეთრი ვარდების თაიგული არასოდეს იქნება ერთად ლამაზი...

...მე არაფერს გისაყვედურებ, მხოლოდ მეყვარები, რაღაც არაამქვეყნიური, სევდანარევი სიყვარულით...

მერე შენ წახვალ... წახვალ და იქნები კაცი ბედნიერი, მამა და გეყოლება ერთი, ორი ან სამი შვილი...
მერე და რა მალე ბერდებიან ბედნიერი ადამიანები, გეყვარება ცოლი, ეყვარები მასაც, მაგრამ არა ისე, როგორც მე, რადგან ბედნიერებს არ შეუძლიათ გულისტკივილით შეყვარება...

გავა დრო და მე დაგესიზმრები... ლამაზი, უჩვეულო თმებით, ჩემი ბავშვური თვალებით...
გაგეღვიძება და გაგახსენდება ის სულელი გოგონა, რომელიც ისედაც ლამაზი იყო მაისის თეთრი ვარდების გარეშე.

შენ დამიძახებ...
მე აუცილებლად მოვალ, მაგრამ მაშინ აღარ მექნება ლამაზი თმები, აღარც თვალები მექნება ლამაზი, რატომ? ცრემლი ხომ ფერს უცვლის მათ...
დამინახავ და დაგენანება ის ლამაზი გოგონა, რომელიც რამდენიმე წელი, რამდენიმე თვე ან სულაც რამდენიმე დღე გიყვარდა.


 
რუპანარითარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 3:13 AM | შეტყობინება # 15
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
ჯილდოები: 3
რეპუტაცია: 21
სტატუსი: Offline
* * *

წვიმა და ჩვენ ორნი... სველი თმა, ხელები, ტუჩები და ცრემლით სავსე სევდიანი თვალები....
ვსველდები და საოცრად მეშინია, რომ წვიმა გადაიღებს და შენ მიმატოვებ...
- აუ, რა ბავშვი ხარ! - მეუბნები და წვიმას ხელით იჭერ.
"ბავშვი ვარ?" - ვიმეორებ გულში, - "ბავშვი ვარ თუ შენ გინდა ბავშვად მხედავდე?" - ხარბად გაცქერდები, შენს უძირო თვალებში მინდა ამოვიკითხო პასუხი...
წვიმს... ცრემლი შეერია წვიმას..
უცებ გამოფხიზლდი, ჩემი თავი ხელებში მოიქციე, თვალებში ჩამხედე და მკითხე: - გიყვარვარ? - და ისე რომ პასუხს არ დაელოდე, განაგრძე, - მე მიყვარხარ! - ან კი რა საჭიროა სიტყვები, ჩემს თვალებში ხომ მხოლოდ შენი თვალები ირეკლება?! - მე უშენოდ არ შემიძლია!- ძლივს ამოვღერღე და ვიგრძენი როგორ გავთავისუფლდი...
შენ არაფერი გითქვამს, მაგრად ჩამიკარი გულში და გავირინდეთ...
მდუმარებას წვიმის გაბმული სიმღერა აკრთობდა...
ისევ ჩამოდის ცრემლი და ვგრძნობ, რომ ეს უკვე სიხარულის ცრემლია, რადგან არ ვიცი რა ვუყო ამხელა ბედნიერებას!..

წვიმის წვეთი უფლის მირონია, ფოთოლშრიალა ხეები ჩვენი მაყრიონი, ჩემი და შენი...


 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:

Copyright MyCorp © 2025Make a free website with uCoz