მ ა ნ დ ი ლ ი ორშაბათი, 2025-06-23, 4:21 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ჩანახატები
მარიანათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 1:39 AM | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
მარიანათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 3:36 AM | შეტყობინება # 31
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *
სევდიანი ამინდია, ცოტა ჟინჟლავს... ალბათ ძლიერი წვიმა წამოვა... მე კი ვდგევარ ჩემს ფანჯარასთან და შევყურებ ცას, რომელიც საწვიმრად ემზადება...
რომ იცოდე როგორ მიმძიმს უშენობა, როგორ მენატრები... თითქოს რაღაცის გეშინია მარტო რომ ხარ. ასე გგონია, შენთვის არავის სცალია, შენი დარდი არავის აწუხებს... შენ ალბათ არასოდეს გამოგიცდია მარტოობა. არც გისურვებ: ამაზე საშინელება არაფერია!
მაგრამ თითქოს რაღაცის იმედი მაქვს, თითქოს მჯერა, რომ მოხვალ, ჩემთან იქნები...

ეეჰ, ვერც კი შევნიშნე როდის წამოვიდა ეს კოკისპირული წვიმა...
ჩამობნელდა. მე კი ვდგევარ ფანჯარასთან და გავყურებ გზას, რომელზედაც წვიმის მსხვილი წვეთები ეცემა და ქრება, ქრება ისე, როგორც ტკბილი სიზმარი, როგორც ჩემი ფიქრები...
მაგრამ მე მაინც გელოდები. მჯერა შენი!
წვიმს...
ჩემი გული შენზე ფიქრებმა დაასევდიანა. ფიქრებმა, რომლებიც იავნანას მიმღერიან ყოველ საღამოს და მზის სხივებივით მესალმებიან ყოველ დილას. ჩემი ოთახის ფანჯრის მინაზე წვიმის წვეთები საუცხოო ფიგურებს ხატავენ. ვცდილობ ამ ფიგურებში გზა გავიკვლიო, გზა, რომელიც შენამდე მომიყვანს, ჩემო სიყვარულო, მაგრამ ამაოდ... გზად ვიღაც თუ რაღაც გადამეღობება და... ახლა სხვა წვეთი ჩამოიღვრება მინაზე და ის სულ სხვა გზით მიმაქროლებს. მივდივარ ასე უსასრულოდ, მოვყვები შენსკენ მომავალ ბილიკებს და...

სახეს ცრემლები მისველებს...
გარეთ წვიმს...
რა სევდის მომგვრელია ეს წვიმა...


 
დარინათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 3:38 AM | შეტყობინება # 32
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
მე შენ გღალატობ საყვარელო!

ჩემო ყველაზე საყვარელო ადამიანო დედამიწაზე, სასწაული მოხდა და მე აღარ ვეჭვიანობ...
შებრუნდი ზურგით და იძინე რამდენი ხანიც გინდა, თავის ტკივილის სიმულირებაც აღარ გჭირდება,
ჩემთვის მაინც სულერთია...

აღარ მაინტერესებს შენი მეგობარი ქალების მრავალფეროვნება, აღარც ინტერნეთში შენი ანკეტების ძებნაა ჩემი ცხოვრების აზრი,
ვიცი არ დამიჯერებ, მაგრამ ჩვენ იდეალური ურთიერთობა გვექნება ამიერიდან...
მე შენ გიღალატე და სიამოვნებით გიღალატებ კიდევ...

ჩვენი შეხვედრები ეპიზოდური ხასიათისაა და აბსოლუტურად არ მაინტერესებს როგორ ატარებს ის დანარჩენ დროს უჩემოდ, თუმცა, არც შენი თავისუფალი დრო აღარ მაღელვებს, რომელიც ასევე უფრო და უფრო ეპიზოდური ხდება...
ეხლა მე ვიცი, რომ ასეთი წამების გამო შეიძლება სიყვარული და ჩვენი ურთიერთობა დათმო... და თუ შენც, ისევე როგორც მე, ასეთი შეხვედრებისგან ბედნიერების თუნდაც პაწაწინა მარცვალს ღებულობ, მაშინ ღმერთმა შეგარგოს...
მე ხელს არ შეგიშლი...

არაფერს ვითხოვ შენგან, მხოლოდ ესე შევძლებდი შენს გაგებას, მაგრამ მაინც მე არ ვითხოვ შენგან არც მოთმინებას და არც გაგებას სამაგიეროდ, მე ეს არ მჭირდება, ისედაც ბედნიერი ვარ...
ეხლა შემიძლია მთელი ცხოვრება ვიყო შენთან და გვქონდეს იდეალური ურთიერთობა, ნერვების და ჩხუბის გარეშე, როგორც შენ ყოველთვის გინდოდა, შენ ასეთი ხარ, მატყუარა და მოღალატე და მე შენ მიგიღე და მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ...
და როდესაც ცეცხლი ჩაქრება და ჩვენი შეხვედრები დასრულდება მე აღარ გავხდები ისევ ის ცარიელი, მტირალა, და უპასუხო თოჯინა...


 
მარიანათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 4:06 AM | შეტყობინება # 33
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
დარინათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 4:07 AM | შეტყობინება # 34
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
ისევ ღამემ შემიფარა...

ისევ ღამემ შემიფარა მე და ჩემი ცრემლები.
ნუღარ მიხსენებ, შენთვის მკვდარი ვარ.
თუკი ჩემი ცრემლი გულს გტკენს, მაშინ წვიმად გადავიქცევი და დავიღვრები...

უაზრო სიტყვები სიყვარულზე,
მივდივარ, შენც წახვალ ალბათ...
მაშინ რისთვის იყო საჭირო ეს ყველაფერი, გულის გასაგლეჯად?
არ გასკდა, ვერაფერმა გახეთქა, ამდენი ტკივილისგან ელასტიური გახდა.

მხოლოდ სულში კი ღამეა, წვიმს გადაუღებლად, მკვდარი ვარ, გაყინული...
მარტო ვარ უშენოდ, მარტო ვარ შენთან ერთადაც...
რატომ არ შეიძლება ცრემლებში დახრჩობა?
მეფიქრები, მაგრამ ფიქრებს ეშინიათ და კვლავ უკან მიბრუნდებიან.

ბედნიერია პეპელა, ცეცხლი უყვარს, მთელი თავისი არსებით მიილტვის მისკენ, მიზანს აღწევს და ბედნიერებისგან კვდება მის მკლავებში.

ეს მე დაგკარგე, შენ კი არა, შენ ჩემი არასოდეს ყოფილხარ!
დაიკარგა ჩვენი სულიერი კავშირი, ვეღარ გგრძნობ ჩემს გვერდით, აი, ეხლაც მხოლოდ ღამე, მთვარე და ვარსკვლავებია.

იქნებ ვინმემ ისიც მითხრას საკუთარ ილუზიებში ცხოვრობო.
მაგრამ ვინ მეტყვის როგორ უნდა ვიცხოვრო? ვინ მიყვარდეს და ვინ მძულდეს?
ვინ მეტყვის, საკუთარი თავის გარდა ვისი მჯეროდეს?

შენი მჯეროდა, მაგრამ რა მივიღე პასუხად? არა, ტყუილი არა, უარესი - სიცარიელე...
წამები, წუთები, საათები, დღეები, თვეები, წლები,
მთელი ცხოვრება - ყველაფერი დაცარიელდა.
რითი შევავსო ეს სიცარიელე? ჩვენს გზაზე სიყვარულიდან ერთგულებამდე?

როგორ ვიცხოვრო უშენოდ? როგორ ვიცხოვრო შენს გვერდით?
როგორც შემიძლია გიფრთხილდები ჩემს გულში, გეფერები...
მაგრამ ჩემი სიყვარული გულზე დიდია, მაინც მოერია და გაგლიჯა შიგნიდან.
მტკივა...

შენ მე წვიმასავით გადამიარე და წახვედი...
სულში კი გადაუღებლად წვიმს...
ისევ ღამემ შემიფარა...


 
მარიანათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 4:11 AM | შეტყობინება # 35
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
სული ტიროდა...

სული ტიროდა, მის უსასრულობაში იღვრებოდა წვიმისფერი ცრემლი.
სული ტიროდა, ცრემლები კი უცნაურ სიმღერას მღეროდნენ, რომელიც არავის ესმოდა...
სული ტიროდა, მიტოვებული სინაზე კი ცხელ წვეთებად წვეთავდა გაყინული სულის ლოლოებიდან.
სული ტიროდა...
და მხოლოდ წვიმა ხედავდა მის ცრემლს. ყოველთვის წვიმას იწყებდა, როდესაც ის ტიროდა. ის მალავდა მის ცრემლებს, ეფერებოდა და წვიმის წვეთებად აქცევდა...
და არავინ იცოდა თუ როგორი მწველი შეიძლება იყოს წვიმის წვეთი...
სული ტიროდა...
ეს სულის ცრემლები იყო... წვიმის ცრემლები...

სული ტიროდა მაშინაც კი,როდესაც ღიმილი შემთხვევით მიეპარებოდა თბილი მზის სხივივით და მხოლოდ წვიმა ამჩნევდა ამას.
მზის სხივები უხმობდნენ მას, ეთამაშებოდნენ სველ წამწამებზე დამდგარ გუბეებში, თან ეძახდნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, სულდამწვარი და გულდაწყვეტილი ის კვლავაც ბორძიკით თავდაღმა ჩამოდიოდა თავისი ცხოვრების ეკლიან კიბეზე.

სული ტიროდა...
აგრძელებდა ცხოვრებას ორ ცეცხლს შუა – გულისა და გონების. იქ, სადაც გაუთავებელი ცრემლი და დაუსრულებელი ლოდინი ელოდა.
და ის ტიროდა...
ტიროდა და ელოდა...
ელოდა, რომ ოდესღაც იქ დაბრუნდებოდა, სადაც დარჩენა ვერ შესძლო...


 
დარინათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 4:13 AM | შეტყობინება # 36
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
შენი ცრემლი...

იმ წამს დავიბადე, როცა დარდმა და ტკივილმა გული მოგიკლა...
ნელნელა, აუჩქარებლად და მშვიდად დაბლა ჩამოვცურდი შენს ნაზ თეთრ კანზე, დავეკიდე ხამხამა ტოტზე და დავეცი შენს უცნაურ და თბილ თვალებთან...

ყველაფერს ვხედავდი რაც შენს თავს ხდებოდა და კიდევ უფრო მეტს ვხვდებოდი, როცა თვალებს ხუჭავდი და გარეთ აღარ მიშვებდი...

მერე ჩამოვსრიალდი შენს ოდნავ წაწვეტებულ თხელ ცხვირზე და ცოტათი დავიბენი კიდეც, სანამ იმაზე ვფიქრობდი საით გამეგრძელებინა ჩემი გზა, თავი ვეღარ შევიკავე და ტუჩზე დავეცი...

არავის მოვწონვარ...
როგორც კი შეიგრძენი ჩემი სიმწარე და სიმლაშე, შენც ერთი ხელის მოსმით მომიშორე...
გავქრი... მოვკვდი...

ისევ დაგიბრუნდები, იმედია, უკვე ღიმილით შემხვდები და ჩემი სიმლაშეც გესიამოვნება...

მომავალ შეხვედრამდე...

შენი ცრემლი...

ცაში დავიბადე, წამწამზე გავცოცხლდი
ღაწვზე დავედინე და მკერდზე ჩავგორდი,
მიმიშვი, მიმიშვი, მიმიშვი გულამდე,
სანამ მომიწმენდდი სულ ამას ვამბობდი . . .


 
მარიანათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 4:25 AM | შეტყობინება # 37
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მიყვარს და მძულს!

მიყვარს წვიმა, მასში შეიძლება ცრემლები დამალო,
მიყვარს სიცოცხლე, მეორე ასეთი არ მექნება,
მიყვარს ახლობელი ადამიანები, ისინი მუდამ ჩემს გვერდით არიან.
მიყვარს საკუთარი თავი როგორიც ვარ, რადგან სხვანაირი ვერ ვიქნები.

მიყვარს თვალებში ყურება... ისინი არასოდეს არ იტყუებიან,
მიყვარს კაპრიზები, მაგრამ არასოდეს არ ვაჭარბებ,
მძულს დრო, მისი გაჩერება შეუძლებელია.
მძულს ტყუილი, ის დიდ ტკივილს მაყენებს.
მძულს სიყალბე, რადგან მას ხშირად ვხედავ.

მძულს სიცილი როცა მტკივა, მაგრამ ასე უფრო იოლია სიცოცხლე...


 
დარინათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 4:26 AM | შეტყობინება # 38
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
* * *

მე, როგორც ბევრ სხვას ხშირად მეკითხებიან:
- როგორა ხარ?
მე, როგორც ბევრი სხვა, მუდამ ვპასუხობ:
-გმადლობთ, კარგად.
სული კი კივის, რომ სამარცხვინოდ ვტყუი. არადა, თითქოს ყველაფერი ნორმის ფარგლებშია:
დავდივარ სამსახურში, კინოში, თეატრში...
ვხვდები ნაცნობებს, მეგობრებს, ამხანაგებს...
ვიცინი, ვტირი, ვმხიარულობ...
მიყვარს, მძულს, აღტაცებული ვარ...
მაგრამ დროდადრო აუტანელი შიში მიპყრობს, რომ ერთ დროს...
ო, გევედრებით, ნუღარ შემეკითხებით - როგორა ხარ? უბრალოდ, შეეცადეთ გაიგოთ როგორი ვარ... შეეცადეთ გამაგებინოთ როგორები ხართ...
თორემ ერთხელაც მოვა თქვენთანაც ეს შიში, თუ ჯერ კიდევ არ მოსულა და მწარედ ინანებთ, რომ სულ არ გვეცალა ერთმანეთისათვის.


 
რუპანარითარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 4:28 AM | შეტყობინება # 39
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
ჯილდოები: 3
რეპუტაცია: 21
სტატუსი: Offline
ჩემი ოცნების მამაკაცი

მას თბილი ხელისგულები აქვს, მე კი გაყინული თითები...
მას ჩემი ხელში აყვანა შეუძლია tongue
მას თავისი პრინციპები აქვს...
ის ჩემზე მაღალია და ზედა თაროდან წიგნის ჩამოღება შეუძლია ჩემთვის...
ის მჩუქნის მის ყველაზე საყვარელ მაისურებს.
მას Windows-ის ინსტალირება შეუძლია,
მას პატიება შეუძლია..

მას ჰგონია, რომ არსებობს ისეთი რაღაცეები, რასაც მე ვერასდროს გავიგებ, ზუსტადაც მაგიტომ მე ყველაფერი მესმის...
მას ჩემი სურათები უყვარს,
მას სულაც არ ახსოვს ჩემზე ის, რაც მე მახსოვს,
ის საომრად წავა, თუ ომი დაიწყება.
ის ვერ ამჩნევს ჩემს გაფუჭებულ მაკიაჟს კოცნის მერე,
ის ბოლო ფულს შოკოლადზე ხარჯავს მაღაზიაში.
ის ღიზიანდება, როდესაც მე დავდივარ ულიფოდ, მაგრამ არ ღიზიანდება, როდესაც ამას სხვა ქალები აკეთებენ...

ის არ ფიქრობს მხოლოდ სექსზე...
სტუმრობის შემდეგ მას სახლში მივყავარ და მაფარებს თბილ საბანს.
მისთვის სულერთია რას ვლაპარაკობ. მას ჩემი ხმა უყვარს...
ის ყოველთვის არ მაცილებს, როდესაც სადმე მივდივარ, მაგრამ ყოველთვის მხვდება, როცა მოვდივარ...
მას არ უნდა, რომ მგავდეს, მე კი მინდა, რომ მას ვგავდე...
ის ჩუმადაა, როცა მე ვჩხუბობ...
მე ჩუმად ვარ, როცა ის ჩხუბობს...
როდესაც ვფიქრობ წარსულზე, მე ვფიქრობ მასზე...
ის ერთადერთია...

მისი დისკები ყოველთვის თავის ყუთებშია,
ის ჩემზე სწრაფად ანგარიშობს...
დასასვენებლად ის მიდის ჩემთან ერთად!
მე მისით ვამაყობ!
ჩემს შვილს მისი გვარი აქვს...


 
მარიანათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 4:29 AM | შეტყობინება # 40
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
სინაზე

სინაზე არის იდუმალი ღიმილი თვალებში, როდესაც შენზე ვფიქრობ.
ეს არ არის არც “დილის ყავა ლოგინში”, არც “მე შენ მიყვარხარ” სექსის შემდეგ და არც ხელი, რომელიც კარებს გაგიღებს მანქანაში ჩაჯდომისას...
ეს არის ერთმანეთში გადაფსკვნილი ხელის თითები, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან და წამით ეკრობიან, საყვარელი გულის მოსასმენად!

სინაზე არის, როდესაც საყვარელი ადამიანი ძილში გადახდილ საბანას დაგაფარებს, ათასჯერ გაკოცებს და ჩაგეხუტება, რომ გაგათბოს!

სინაზე არის მზე შენს თვალებში, როდესაც მძინარეს მიყურებ.
სინაზე - ჩემი ჩასუნთქვა და შენი ამოსუნთქვაა.
სინაზე-სიყვარულის ძალაა...

სინაზე სისუსტე არ არის, ეს ვაჟკაცობაა... მხოლოდ ძლიერ ადამიანს შეუძლია მისი გული გიჩვენოს და სინაზე გაგრძნობინოს.

სინაზე - შენი ფოტოა, რომელსაც ჩუმად ვუყურებ და მეღიმება.
სინაზე - ეს შენი შეგრძნებაა თითის წვერებით, თუნდაც შორს იყო.

სინაზეა, როდესაც იცი, რომ არსებობს ადგილი, სადაც შენ ყოველთვის სითბოთი და სიყვარულით გელიან, ცოტა მოწყენილნიც, იმიტომ, რომ ენატრები...
გელოდებიან იმისათვის, რომ უბრალოდ გაგიღიმონ და სითბო გაჩუქონ...
გელოდებიან ყოველთვის, თუნდაც ერთი წამით, თუნდაც ერთი წუთით, თუნდაც ერთი კვირით, თუნდაც სიცოცხლის ბოლომდე...


 
რუპანარითარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 4:30 AM | შეტყობინება # 41
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
ჯილდოები: 3
რეპუტაცია: 21
სტატუსი: Offline
* * *

ხშირად მწარე ხარ, ცრემლნარევი, მაგრამ მაინც საჭირო! ზოგჯერ გამოცანა ხარ, რომელიც ბევრჯერ გამოუცნობი რჩება. საუბედუროდ... დაუნდობელი ხარ, გულქვა. იცი რა მოჰყვება შენს აღმოჩენას და მაინც არ მალავ თავს.
ამიტომაც ბევრს ეშინია შენი და ვერ გამხელს.
მეც ბევრჯერ დამიმალიხარ შეშინებული თვალების მიღმა, მაგრამ ამაოდ. ახლა კი ვხვდები, ვხვდები რომ საშიში კი არა, საჭირო ხარ - აუცილებელი.
მე არ მეშინია შენი, სიმართლევ!


 
მარიანათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 4:31 AM | შეტყობინება # 42
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ვაჟკაცობაა, იდგე შუაგულ ზამთრის სუსხსა და ყინვაში და, გულით, მაინც, მზის სითბოს და სინათლეს ატარებდე;
ვაჟკაცობაა, ყოველდღიურობას ფხიზელი გონებით ხვდებოდე და, მაინც, სრულ ჭკუას ინარჩუნებდე;
ვაჟკაცობაა, ბედნიერების ყოველი გვერდით ჩავლისას იღიმებოდე! და, კარგად ვარო! - ამბობდე;
ვაჟკაცობაა, ბედის დარტყმებს, საკუთარ თავზე იღებდე და, ამით, სხვებს უფრთხილდებოდე;
ვაჟკაცობაა, მტერს თვალებში უყურებდე და მასთან პირისპირ შებმას არ გაურბოდე;
ვაჟკაცობაა, ცხოვრების ტალახში ამოსვრილს, სული, მუდამ ქათქათა გქონდეს;

ვაჟკაცობაა, გრძნობდე სიკვდილის მუქარას და ამას არაფრად აგდებდე;
ვაჟკაცობაა, გიყვარდეს ქალი და, ამ სიყვარულით არავის აწუხებდე;
ვაჟკაცობაა, სიტყვას არავის აძლევდე, მიცემულს კი ასრულებდე;
ვაჟკაცობაა, გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი;
ვაჟკაცობაა, მტერიც გიყვარდეს შენი;
და ბოლოს, წარმოუდგენელი ვაჟკაცობაა,

უყურო, სამყაროს, უფლის თვალებით და, ასეთ მზერას, ხორციელმა ადამიანმა, დიდხანს გაუძლო!


 
მარიანათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 4:34 AM | შეტყობინება # 43
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მეგობარო, შენ უძვრფასესი ხარ ჩემთვის, შეიძლება მე შენთან საათობით ვიჯდე და ჩუმად ვიყო,ხოლო როცა ერთად აღარ ვიქნებით, ვიფიქრო, რომ ასეთი აზრიანი საუბარი ჯერ არავისთან მქონია.
თუკი იგრძნობ რომ გეტირება, უმალვე დამირეკე,მე ვერ შეგპირდები, რომ გაგაცინებ, მაგრამ შენთან ერთად ვიტირებ.
თუკი იგრძობ,რომ გაქცვა გინდა, უმალვე დამირეკე, მე ვერ შეგპირდები რომ დაგაბრუნებ, მაგრამ შენთან ერთად გავიქცევი.
თუკი იგრძნობ, რომ არ გინდა ვინმეს მოუსმინო, უმალვე დამირეკე, მე ვერ შეგპირდები რომ გაგამხიარულებ, მაგრამ ჩუმად მოგისმენ...

....და თუკი ერთხელაც დარეკავ და პასუხს ვერ გაიგებ, უმალვე მოდი, რადგანაც ვინ იცის, როგორ მჭირდები მაშინ....


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 5:56 AM | შეტყობინება # 44
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 53
სტატუსი: Offline
* * *
როდესაც აღარ გეყვარები ( ყოველთვის ასე ხდება უცაბედი და დიდი სიყვარულის შემდეგ ), შენ მე მიმატოვებ... მიმატოვებ ისე, როგორც მინდვრის ლურჯი ყვავილები შეუძლია მიატოვოს ქალმა, როდესაც მაისის უმშვენიერეს თეთრ ვარდებს დაინახავს.
არაფერს გისაყვედურებ,
არაფერს გაგახსენებ,
მხოლოდ მეყვარები...
მეყვარები განუზომელი, სევდანარევი სიმშვიდით, ისე, როგორც მე შემიძლია მხოლოდ.

გაივლის დრო და შენ სულ დამივიწყებ. გეყოლება ორი, სამი, ან იქნებ ოთხი შვილიც... მერე შვილიშვილებიც დაგეხვევიან და ბედნიერი კაცი იქნები...
გეყვარება ცოლი და ისიც ბედნიერი იქნება.
ეყვარები მასაც, მაგრამ ისეთი გულისტკივილით არა, როგორც მე მიყვარხარ, ბედნიერებს არ შეუძლიათ გულისტკივილით სიყვარული.

შვილიშვილებით გახარებული ვერ გაიგებ, როგორ დაგატყობენ წლები თავის კვალს სახეზე და თმებზე (ჭაღარა კი რა მალე წამოეპარებათ-ხოლმე ბედნიერ ადამიანებს ).
და მერე...
დიდი ხნის შემდეგ...
ვიცი, რომ დაგესიზმრები.
დაგესიზმრები უზომოდ ლამაზი, ზღაპრული სიზმრით, ჩემი გაშლილი თმებით, შენ ხომ ასე გიყვარს ჩემი თმები , ჩემი სევდიანი თვალებით ( შენ ყოველთვის ამბობ, რომ მე სევდიანი თვალები მაქვს, დედაშენის თვალების მსგავსი).
გაგეღვიძება და დაგენანება ის მიტოვებული მინდვრის ყვავილები. მიხვდები, ისინი ისედაც ლამაზები იყვნენ იმ თეთრი ვარდების გარეშე...
გაგახსენდება, რომ ცხოვრებაში ყოველთვის გაკლდა რაღაც, ჩემი სახით ...

ჩემი სიყვარული მოგინდება!
ისეთი თავაშვებული და ბედნიერი სიყვარული, როგორიც მხოლოდ მე შემიძლია.
გულისტკივილით გაიფიქრებ, " როგორ მივატოვე ის სულელი გოგო " შენ ხომ ასე გიყვარს თქმა " სულელი გოგო " .
სისულელეა, მაგრამ მე მაინც მოვალ შენთან, როდესაც მიხმობ, შენ კი აუცილებლად დამიძახებ, ვიცი !..

და ხომ ვამბობ, ეს იქნება დიდი ხნის შემდეგ, აღარ მექნება ისეთი თმები, შენ რომ გიყვარდა , სულ ჭაღარა ვიქნები, ალბათ ჩემი თვალებიც გაუფერულებული იქნება მაშინ, ცრემლები ხომ ფერს უკარგავენ თვალებს...
მაგრამ შენ მაინც დაინახავ ჩემში იმ ქალს, წლების წინათ რომ გიყვარდა სულ რამოდენიმე თვე...

და მთელი ჩემი ცხოვრება,
და ის დაკარგული წლები,
და იმდენი გულისტკივილი,
ეღირება იმ ერთ ცრემლად, დამჭკნარ, დანაოჭებულ სახეზე რომ ჩამოგიგორდება და აცახცახებული, ბებრული ხელით რომ მოიწმენდ...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 6:00 AM | შეტყობინება # 45
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 53
სტატუსი: Offline


 
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • »
ძებნა:

Copyright MyCorp © 2025Make a free website with uCoz