მ ა ნ დ ი ლ ი ორშაბათი, 2025-06-23, 10:02 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ჩანახატები
მარიანათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 1:39 AM | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: სამშაბათი, 2011-02-08, 3:17 AM | შეტყობინება # 46
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 53
სტატუსი: Offline
დრო, რომელიც გამოვიგონე…

ჩემს წელიწადში ხუთი დროა
გაზაფხული
ზაფხული
შემოდგომა
ზამთარი
და...
დრო, რომელიც გამოვიგონე.

გამოვიგონე...
რათა, შენი ნაზამთრალი სხეული ეიფორიანარევი სუნთქვით გამეცოცხლებინა,
დამსკდარ ტუჩებში იასამნის ყვავილად ჩაგჯდომოდი
და მეთქვა გაზაფხულია!

გამოვიგონე...
რათა, ტალღად დამეხატა ჩემი ვნება, და ნაპირზე მძაფრი შეგრძნებებისაგან გამორიყულს
გცოდნოდა, რომ ზაფხული დადგა.

გამოვიგონე...
რომ შენს სისხლძარღვებში ბოლო სიმთვრალესავით მეხეტიალა და
გონდაკარგულს ნაყოფიერების ქალღმერთივით
თავს დაგდგომოდი, როგორც
შემოდგომა.

გამოვიგონე...
რათა, მცხუნვარე ემოციებისაგან დაღლილს წუთით ჩაგძინებოდა და ჩემი თმები
საბნად დამეფარებინა შენთვის, უკვე თეთრი...
ზამთარია...

გამოვიგონე...
რათა კიდევ ერთხელ მოსულიყო გაზაფხული...

ჩემს წელიწადში ხუთი დროა
გაზაფხული
ზაფხული
შემოდგომა
ზამთარი
და...
დრო, რომელიც გამოვიგონე….


 
დარინათარიღი: პარასკევი, 2011-03-11, 4:16 AM | შეტყობინება # 47
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
* * *

იცი?! ცოტა მოვიწყინე. უშენობა დამეტყო...
იცი როგორ მომენატრე?! სიტყვები არ მაქვს, რომ გითხრა ყველაფერი.
ყელში მეჩხირება თითოეული სიტყვა, რაც შენთვის მაქვს სათქმელი. ძალიან, ძალიან მომენატრე...
ჩუმად ვარ და ეს სიჩუმე ყველაფერს ამბობს. გული ყვირის, ბოლო ხმაზე ყვირის, მაგრამ მისი ხმა ჩემს გონებასაც კი არ ესმის ან არ სურს, რომ გაიგონოს. მგონი უფრო არ სურს, იმიტომ კი არა, რომ სიმართლის ეშინია... არა!!!..
უბრალოდ იმიტომ, რომ არ სურს შენზე ფიქრი.
გონებას არ სურს შენი სიყვარული დამეუფლოს. მაშინ ხომ გული გაიმარჯვებს.
დამარცხება არ სურს.
გული კი ყვირის... იბრძვის... მაგრამ მისი ხმა ჩემს სიჩუმეში იკარგება...
მაპატიე...
მე ხმას ვერ ამოვიღებ, სანამ შენ არ მეტყვი... შენ კი დუმხარ...
მაშ სიჩუმემ გაარკვიოს ყველაფერი.
იცი?! ცოტა მომენატრე... უშენობა დამეტყო...
იცი როგორ მიყვარხარ?!..


 
დარინათარიღი: პარასკევი, 2011-03-11, 4:21 AM | შეტყობინება # 48
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
* * *
ერთი ორი ცრემლი და... სული მშვიდდება. გული საათივით მუშაობს, მხოლოდ ერთი პატარა ბზარი გაჩნდა...
გული ხომ ჩემი ერთადერთი სუსტი ადგილია...
არ ვუშვებ მასში ხშირად ადამიანს...
ვუფრთხილდები...
პატარა ბავშვივით ვუვლი...
ოქროს განძივით მის გარშემო უამრავი დაბრკოლება და დიდი რკინის კარებია, რომელსაც გასაღები იშვიათად ერგება, ერთხელ ერთმა შესძლო გულთან მიახლოვება და შესვლისას კარები მაგრად მოიჯახუნა...
გული ოდნავ გაიბზარა, მან კი მიიარ-მოიარა, თავისი კვალი დატოვა და ზღურბლზე გამოვიდა...
ახლა კი მე ვარ დაბნეული, არ ვიცი გავუშვა და გულს ბზარი შევატოვო თუ შევაბრუნო გულში და იქ ჩავკეტო, რომ გადაიხადოს ბზარის გაჩენის სამაგიერო...
მაგრამ...
იქნებ მას დარჩენა არ უნდა?
იმიტომ რომ...
უნდა, მე გადამიხადოს კარის გაღებისათვის სამაგიერო!


 
თიკუნათარიღი: კვირა, 2012-10-07, 7:41 PM | შეტყობინება # 49
მაიორი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 93
ჯილდოები: 4
რეპუტაცია: 7
სტატუსი: Offline


ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ერთი კი შემიძლია დანამდვილებით გითხრათ - ისე მიდგას ის წუთები თვალწინ, თითქოს ახლაც ისევ იქ ვიჯდე- ვაგონის განაპირა სკამზე და იმ ერთადერთ კადრს შევყურებდე ასე რომ ჩამიძვრა სულში და თავს არ მანებებს...

ვაკვირდები გვერდიგვერდ მჯდომ მოხუცსა და "ოცდამეერთე საუკუნეს" - ახალგაზრდა ბიჭში რომ განხორციელებულა მთელი თავისი სიგიჟეებით... დახეული ჯინსებითა და უცხოური საგინებელი სიტყვებით შემკული მაისურებით (თითქოსდა ქართველებს ეგეც გამოგვლეოდეს)... დახვრეტილი ყურებითა და "მოდაზე" აქა-იქ მიმოპარსული თმებით... ერთი სიტყვით ნამდვილი ახალი ქართველი ჩამომჯდარა ჩემს წინ და მოურიდებლად ათვალიერებს თანამგზავრს...

ახლა ორიოდე სიტყვით ამ მოხუცსაც დაგიხატავთ, ზუსტად ისე მე რომ დავინახე და ალბათ იმ ადამიანისგან სრულიად განსხვავებულს "ოცდამეერთე საუკუნე" რომ ხედავდა თავისი თვალსაწიერიდან... ასეა თუ ისე, მე ჩემსას შევეცდები. შევეცდები ზუსტად გადმოვცე ის გოროზი სახე, ჭაღარა წვერს რომ დაეფარა ასე მოხდენილად... არწივის აქნეული ფრთებივით ატეხილი - თეთრი წარბები და ნაოჭებში, უფრო სწორად რომ ვთქვათ ჟამთასვლის ხორუმში ოდნავ ჩავარდნილი თვალები, ნაცარმომდგარი მუგუზლებივით რომ აკვესებდნენ შერჩენილ ძალასა და მხნეობას...

"საწყალი მოხუცი" - ზუსტად ასე გავიფიქრე როგორც კი ამ კადრს მოვკარი თვალი... არა! არა! ტყუილად ფიქრობთ თუ მისმა დავრდომილობამ შემაცოდა თავი ან კიდევ რავიცი რამ... არც დავრდომილი იყო და არც "რავიცი კიდევ რა"... შეიძლება ითქვას რომ ჩვენს ხელში შემეცოდა, უკან მოვიტოვეთ მატარებელზე დაგვიანებული მგზავრივით, ერთხელაც არ გვიფიქრია ტროსზე დაგვექაჩა და... მემანქანეც გაუყვა ლიანდაგებს... მოვისროლეთ წაუკითხავი წერილივით და არც კი გვიცდია ძველი და გახუნებული სიტყვების ამოკითხვა... და ქარმაც წაიღო შორს... დასავლეთისკენ...

დიახ! სწორედ რომ ჩამოგვრჩა, არც დახეული ჯინსები ეცვა და არც ფერადი მაისურით იმშვენებდა ტანს... თქვენ წარმოიდგინეთ და გულმოდგინედაც ამოეკემსა აქა-იქ გამომხდარი ნასვრეტები კარგა გულიანად ნახმარ შარვალზე... გრძელ პალტოსაც არ უნდა დავაკლოთ ქება და დიდება (კარგად მოვლილსა და შენახულს)... როგორც ჩანს დიდხანს უერთგულია პატრონისათვის და კიდევ კაი ხანი არ აპირებდა ღალატს... აი ფეხსაცმელი კი... დანამდვილებით ვერ გეტყვით ახალი იყო თუ ისიც ზემოთხსენებულ ამხანაგებთან ერთად უძლებდა ჟამთასვლას... კარგად კი პრიალებდნენ შავი სამხედრო ბათინკები...

ამ ყველაფერს ყველა ხედავდა, თქვენც დაინახავდით და თავად "ოცდამეერთე საუკუნემაც" დაინახა, მე კი... მე თვალები დავინახე...

თვალები კიარა სულისაკენ მიმავალი გზა...

იმის იქით კი წლები...

ბრძოლები...

ბრძოლები ხალხთან; სამყაროსთან, ღმერთთან და საკუთარ თავთან...

დავინახე სიყვარული...

სიძულვილი...

ტკივილი...

შიმშილი...

წყურვილი...

მოთმინება...

არ შემიძლია ყველაფერი ეს ასე მარტივად გადმოგცეთ...

არა! ეს თავად უნდა გენახათ...

და რაც მთავარია - მე ცრემლი დავინახე, თვალებში, რომლებიც მდუმარედ შეჰყურებდნენ "ოცდამეერთე საუკუნეს" და მისგანაც ისეთსავე მდუმარებას იღებდნენ საპასუხოდ...

შეჰყურებდნენ ერთმანეთს და მე მივხვდი...

მოხუცი მომავალს ხედავდა...

ახალგაზრდა კი წარსულს...

მატარებელი კი...

მიდიოდა...

ჩერდებოდა...

კარი იღებოდა...

იკეტებოდა...

მერე ისევ მიდიოდა და...

და მეც ორი გაჩერებით გავცდი სახლს...


 
  • გვერდი 4 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
ძებნა:

Copyright MyCorp © 2025Make a free website with uCoz