ჩანახატები
| |
მარიანა | თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 1:39 AM | შეტყობინება # 1 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
რუპანარი | თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 3:17 AM | შეტყობინება # 16 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
სტატუსი: Offline
| * * * სიცოცხლე - შესაძლებლობაა, გამოიყენე იგი, სიცოცხლე - სილამაზეა, აღფრთოვანდი მისით, სიცოცხლე - ნეტარებაა, იგემე იგი, სიცოცხლე - ოცნებაა, შეასხი ხორცი, სიცოცხლე - გამოწვევაა, მიიღე იგი, სიცოცხლე - ვალია შენი ამქვეყნიური, აღასრულე ბოლომდე. სიცოცხლე - სიმდიდრეა, ნუ გაფლანგავ! სიცოცხლე - ქონებაა, გაუფრთხილდი! სიცოცხლე - სიყვარულის სასმისია, შესვი ბოლომდე, სიცოცხლე - საიდუმლოა, შეიცან იგი, სიცოცხლე - მორევია უბედობათა, სძლიე ყოველი, სიცოცხლე - საგალობელია, გაასრულე ბოლომდე, სიცოცხლე - უსასრულობაა შეუცნობადის უშიშრად შეაბიჯე მასში, სიცოცხლე - შენია, იბრძოლე მისთვის!
|
|
| |
მარიანა | თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 3:19 AM | შეტყობინება # 17 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
| * * * არ ვტირი.. არა, ვცრუობ... ვტირი ხანდახან... მაგრამ ვტირი იმიტომ, რომ ნუგეში გამაჩნია და ამ ნუგეშის არსებობა მიხარია... და კიდევ მიხარია, რომ ცოცხალი ვარ! მიხარია, რომ ის ჯანმრთელი და ბედნიერია ახლა და არ აწუხებს ის, რის გამოც შემიყვარდა მე... მე ის უიმისოდ მიყვარს, რის გამოც შემიყვარდა... ხოდა არ გვეშინია ჩვენ სიმარტოვის... არასოდეს დავრჩებით მარტო, მაშინაც კი, ძალიან ბევრი წლის მერე, როცა რომელიმე გავასწრებთ წინ - მარადიულობაში, თუმცა ერთ-ერთი ჩვენგანი მაინც დაელოდება მეორე ჩვენგანს... ერთხელ მითხრა, ჩვენ ერთ დღეს, ერთ წუთს და ერთსა და იმავე წამს მოვკვდებითო, ალბათ იმიტომ რომ ერთმანეთს არ დავშორდეთ. ხოდა ესე მინდა მეც... მინდა რომ ერთსა და იმავე წამს გარდავიცვალოთ და წავიდეთ იქ --- თეთრი გვირილებით და უზარმაზარი მუხებით სავსე მწვანე მინდორზე...
|
|
| |
დარინა | თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 3:23 AM | შეტყობინება # 18 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
სტატუსი: Offline
| * * * სიყვარული მეზიზღება... მეზიზღება ყველა ის გრძნობა რაც კი მქონია... მეზიზღება ყველა თბილი სიტყვა რაც კი მითქვამს... მეზიღება ყველა შეყვარებული, რადგან არ მჯერა მე მათი. მეზიზღება ჩემი სიყვარულიც, რადგან ამაზე საზიზღრად არაფერს უტკენია ჩემთვის გული. მძულხარ შენ - ლამაზო სიტყვებო, ვერ გიტან - ლამაზო თვალებო, მეზიზღები კრემისფერო, სრიალა კანო, მეზიზღები მათრობელა თმის სუნო... კანის გრძნობავ... თბილო შეხებავ... მეზიზღები ყველა ცრემლიანო ღიმილო... ყველა ლამაზო თითებო ჩემს ზურგზე... ვერ ვიტან ვერცერთ სიმღერას, რომელიც სიყვარულს მივუძღვენი... მეზიზღება ყველა სტრიქონი, რაც მე სიყვარულს ვაჩუქე... ფუ, როგორ მეზიზღება მე ეს გრძნობა...
|
|
| |
მარიანა | თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 3:24 AM | შეტყობინება # 19 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
| * * * ადრე თუ გვიან, უეჭველად მოვა სიბერე, თავზე დაგვათოვს უთვალავი თოვლის ფანტელი! გულის ტკივილით შეცდომებსაც მოვინანიებთ, შეცდომები კი რამდენია, ღმერთო, რამდენი... დრო მოვა, წლებად გადაბმული ვერცხლის წვიმები გადარეცხავენ შემორჩენილ ჭუჭყიან ლაქებს! ჩვენ კი, სიცოცხლით დაღლილი და გახუნებული, სათნო ღიმილით გავიხსენებთ გარდასულ ამბებს: ბევრ გულის ტკივილს, დიდ სიყვარულს, ცოტას სიხარულს. დაუნდობლობით მიყენებულ წყენას, სინანულს. თურმე რამდენი შესძლებია გესლიან ენას!.... თურმე რა ცოტა სდომებია ჩვენს გულის ტკენას. ადრე, თუ გვიან, უეჭველად მოვა სიბერე, მოვა სიკვდილის მოლოდინით, დარდით, გოდებით…. მაშ გავუფრთხილდეთ, გავუფრთხილდეთ ახალგაზრდობას. ნუ დავამძიმებთ უგუნური, მძიმე ცოდვებით!...
|
|
| |
მარიანა | თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 3:25 AM | შეტყობინება # 20 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
| სიყვარული სიყვარული თან გდევს მთელი ცხოვრება: პირველი კოცნით, პირველი სიხარულით, პირველი განშორებითა და მწუხარებით დაწყებული, ღრმა სიბერემდე; "მე შენ მიყვარხარ"- წამები სჭირდება ამ სიტყვების წარმოთქმას, იმის ჩვენებას კი, როგორ გიყვარს-მთელი ცხოვრება; გიყვარდეს- ე.ი. სხვის ბედნიერებაში საკუთარ ბედნიერებას პოულობდე; სიყვარული - ხელს ჩაგკიდებს და შენს გულს იგრძნობს; სიყვარული საკუთარ ენაზე მეტყველებს- მზერის ენით, ჟესტის ენით, მდუმარე აღიარებით; სიყვარული- ყველასა და ყველაფერში მჟღავნდება; არაფრისგან იბადება, მაგრამ ძალადობით, სიყალბითა და სიცრუით კვდება; სიყვარული - თავისუფლებაა. სიყვარული - ყველა დასაწყისის დასაწყისია; ყველაფრის მშობელია სამყაროში; ყველაფრის დამცველია; ყველაფრის შემქმნელია და ყველაფრის გვირგვინია დედამიწაზე და მარადისობაში.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 3:26 AM | შეტყობინება # 21 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
სტატუსი: Offline
| ჩემი დღიურიდან დღეს გაზაფხულის უკანასკნელი დღეა, ძალიან მოწყენილი ვარ, ყველაფერი მომბეზრდა... მე ვიცი, არავის ვუნახივარ მარტო, ჩემს თავთან ერთად. მე ყოველდღიურად მხედავენ ღიმილთან, ამხანაგებთან, სიხარულთან, ცრემლებთან ხელჩაკიდულს... მხედავენ ყველგან: კინოში, ხეივანში, სცენაზე, ავტობუსში, სანაპიროზე. მე დამინახეს ერთი - ორჯერ სარკეებშიც... მაგრამ ვიცი, რომ ჯერ არავის ვუნახივარ მარტოობაში - ჩემს თავთან ერთად. ... და თუ მნახეს, ალბათ ვერ მიხვდნენ, რომ ეს მე ვიყავი...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 3:27 AM | შეტყობინება # 22 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
სტატუსი: Offline
| * * * გადაუღებლად წვიმს... ალბათ ბუნება იზიარებს ჩემს დარდს და ჩემთან ერთად დასტირის ჩვენს განშორებას. არ მეგონა, თუ შენთან განშორება ასე შემცვლიდა, ასე გამტანჯავდა. ვერ ვხვდებოდი, რომ შენ იყავი ის ადამიანი, რომელზეც მთელი სიცოცხლე ვოცნებობდი, ვნატრობდი, ვფიქრობდი... არ მეგონა, თუ ჩვენს შეხვედრას ასეთი დასასრული ექნებოდა. ვფიქრობდი დიდხანს გასტანდა ერთად ყოფნის ბედნიერი წუთები! თურმე ვცდებოდი! ვიხსენებ შენთან ყოფნის ულამაზეს დროს და ახლა ვხვდები, თურმე რა ბედნიერი ვყოფილვარ შენს გვერდით. ბედნიერი და ამაყი... იქნება მაპატიოს ღმერთმა ჩემი სისულეები და ინებოს ჩვენი ერთად ყოფნა! წვიმს...
|
|
| |
მარიანა | თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 3:28 AM | შეტყობინება # 23 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
| დედის რჩევას გაუმარჯოს! ბიჭს სძინავს და რეკავს ტელეფონი: აიღებს ყურმილს და ძმაკაცი ეუნება ყურმილში: რესტორანში მამაშენის მკვლელი დავის ნახე მოდი გელოდები და ანგარი გაუსწოროთო. ბიჭი იცმევს და რეკავს კიდევ ტელეფონი, კიდევ ძმაკაცი ურეკავს და ეუბნება: შენი შეყვარებული მოუტაციათ და ჩქარა წამოდი უშველოთო, ბიჭმა აღარ იცის საით წავიდეს, ამ დროს რეკავს კიდევ ტელეფონი, აიღო ბიჭმა და ეუნებიან, ძმაკაცი დაგიჭრეს, სისხლი სჭირდება და მოდი გადაარჩინეო, ბიჭი დედასთან წავა რჩევის საკითხავად თუ რომელ გზას დაადგეს, დედა ეტყვის: ყველას ეშველება, შენ კი წადი და ისევ ძმაკაცი გადაარჩინეო. წავა ბიჭი და მეგობარს სიკვდილისაგან იხსნის. როდესაც მეგობარი გონზე მოვა ეუნება: მამაშენის მკვლელი მე მოვკალი, შენი შეყვარებული მე გადავარჩინე და იქ დამჭრეს, შენ კი მე გადამარჩინე, ხოდა ამ ჭიქით დედის რჩევას გაუმარჯოსო.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 3:29 AM | შეტყობინება # 24 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
სტატუსი: Offline
| არ მახსოვს როდის გაჩნდა ტკივილი... არ მახსოვს როდის გაჩნდა ტკივილი, აღარც ის მახსოვს როდის გადნა სულში ყინული და მერე ცრემლად ჩამოიღვენთა... საიდან გაჩნდა ფიქრი იმაზე, ვინც დღეს ასე დაიგვიანა, ანდა როდის მოვიდა ჩემთან მარტოობით სულდაკაწრული, როდის დამაყრდნო თავი მხარზე და დაღლილი ფიქრი ჩამოასვენა... მერე თანაბრად ვიყოფდით სევდას... შემდეგ ზღაპარი გამოვიგონე და დავიჯერე, რომ ბედნიერი ვიყავი, სულის სიმაღლე გამოვიგონე და სრულყოფილება ვაქანდაკე არაფრისაგან, მერე კი როცა სული ჩავუდგი მივხვდი, თუ როგორ დავცილდი საწყისსს. ძალიან დიდხანს ვუბერე სული ჩამქრალ კოცონს და როცა უკან მოვიხედე, სიმარტოვე დარაჯობდა ჩემი სულის ჩარაზულ კარებს... ახლა მარტო ვარ და დარდი მივსებს ცარიელ დღეებს, ხანდახან ხსოვნა ამტკივდება და ვაგროვებ გაფანტულ ფიქრებს ცხადად თუ სიზმრად... ხანდახან კი სულის სარკმელს ვაღებ და დარდს ვამზეურებ... კრიალოსანზე ჩამოვმარცვლე ჩემი წარსული...
|
|
| |
მარიანა | თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 3:30 AM | შეტყობინება # 25 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
| მითხარი რომ გიყვარვარ . . . ისე, უბრალოდ, მხოლოდ სიტყვით , გულით თუ არ შეგიძლია ნუ მეტყვი, მაგრამ მაინც მითხარი რომ გიყვარვარ! თვალებს დავიბრმავებ, შეგრძნებებს დავიჩლუნგებ, გონებას დავიბნელებ და დაგიჯერებ, შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მჭირდება ამის მოსმენა . . . მე ხომ ერთი უბრალო ადამიანი ვარ და მეორე ადამიანის სიყვარულის გარეშე ვერ ვძლებ. ნურც გონიერებას ნუ მომთხოვ, მე ხომ ადამიანის გარდა შეყვარებულიც ვარ. და მხოლოდ ღმერთს თუ შეუძლია უყვარდეს და ამავედროს გონიერება შეინარჩუნოს. მითხარი რომ გიყვარვარ. ეს ხომ იმაზე ბევრად უფრო იოლია ვიდრე მითხრა, რომ არ გიყვარვარ. მითხარი რომ გიყვარვარ და გამაბედნიერე, ერთი ადამიანის გაბედნიერება ხომ შენთვისაც ბედნიერების მომტანი იქნება. მითხარი რომ გიყვარვარ, იქნებ ამ შენმა ერთმა სიტყვამ გადამარჩინოს. ერთი ადამიანის გადარჩენა ხომ მთელი სამყაროს გადარჩენის ტოლფასია! უბრალოდ მითხარი რომ გიყვარვარ . . .
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 3:31 AM | შეტყობინება # 26 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
სტატუსი: Offline
| სიცოცხლეს იმიტომ ავირჩევ,რომ შენ ხარ ჩემი სიცოცხლე! გოგო: - შენი აზრით ლამაზი ვარ? ბიჭი: - არა გოგო: - როდესმე გამიელვებია შენს აზრებში? ბიჭი: - არა გოგო: - მოგწონვარ? ბიჭი: - არა გოგო: - გინდივარ? ბიჭი: - არა გოგო: - რომ მიგატოვო იტირებ? ბიჭი: - არა გოგო: - ჩემს გამო რაღაცას გააკეთებ? ბიჭი: - არა გოგო: - ცხოვრება გირჩევნია თუ მე? ბიჭი: - ცხოვრება გოგო ტირილით გაიქცა.. გული საშინლად ჰქონდა ნატკენი! ბიჭი დაედევნა, ხელით დაიჭირა და უთხრა: - ლამაზი იმიტომ არ ხარ, რომ მშვენიერი ხარ! იმიტომ არ გაგიელვებია ჩემს აზრებში, რომ სულ ჩემს ოცნებებში ხარ!იმიტომ არ მომწონხარ, რომ მიყვარხარ! იმიტომ არ მინდიხარ, რომ მჭირდები! რომ მიმატოვო იმიტომ არ ვიტირებ, რომ მოვკვდები! შენთვის რაღაცას იმიტომ არ გავაკეთებ, რომ ყველაფერს გავაკეთებ! სიცოცხლეს იმიტომ ავირჩევ,რომ შენ ხარ ჩემი სიცოცხლე!
|
|
| |
მარიანა | თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 3:32 AM | შეტყობინება # 27 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
| სად ხარ? მე მთელი დღეა არ გამიგია ხმა შენი და ახლა ყველაფერს ვნანობ... ვნანობ როცა გეუბნებოდი ასე ხშირად ნუ მირეკავ მეთქი! როცა გეუბნებოდი ამდენი ღამე არ ათენო მეთქი! ყველა ჩემს წინადადებას ვნანობ სადაც "არა" ერია ასე თუ ისე, ვითომ შენთვის ვაკეთებდი ამას მაგრამ ... რა სისულელეა ირგვლივ ყველაფერი, როცა შენ არ ალამაზებ ამ ყველაფერს!!! მენატრები გესმის? ისე მენატრები როგორც არასდროს არავის არ მონატრებია! მიყვარხარ გესმის? ისე მიყვარხარ როგორც არც ერთ დროში არ ჰყვარებია არავის! მე ვიცი დრო გავა, ამბობენ რომ დრო ყველაფრის მკურნალია... სისულელეა ეს ყველაფერი, იმას რასაც მე ამ წამს ვგრძნობ დრო ვერაფერს უზამს... დროს რა შეუძლია? დროს შეუძლია გააქროს ადამიანები, სახლები, ქალაქები... დროს შეუძლია სიცოცხლეც აღგავოს პირისაგან მიწისა, დროს შეუძლია გააქროს ეს პატარა პლანეტა საერთოდ, სადაც შენ გიპოვე ამდენი ათასი წლის მერე! დროს შეუძლია გააქროს მზე და ვარსკვლავები... დროს შეუძლია გააჩეროს დრო... მაგრამ დრო ვერაფერს დააკლებს ჩემს სიყვარულს...
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 3:34 AM | შეტყობინება # 28 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
სტატუსი: Offline
| იცი? ყველა შენდობის დღეს ელოდება, რომ აპატიონ... მე, მე ეს არ მჭირდება, მე ყოველდღე შემიძლია გთხოვო პატიება... იცი? ზოგი ვალენტინობას ელოდება, ზოგი კი, სიყვარულის დღეს, რომ საყვარელ ადამიანს უთხრან, თუ როგორ უყვართ, მე არც ეს მჭირდება... მე ყოველდღე შემიძლია სიყვარული აგიხსნა... იცი? ბევრს, საკუთარი მშობელი დედა, მხოლოდ დედის დღეს ახსენდება, მე კი, მე არც ეს მჭირდება, იმიტომ, რომ მე დედაჩემს ყოველდღე ვუმტკიცებ, რომ ის ყველაზე ლამაზი დედაა მთელს სამყაროში... იცი? ძალიან ბევრს, საკუთარი სამშობლო მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა სუფრაზე მეთხუთმეტე ჭიქას გამოცლის და ყანწს მიაჩეჩებენ ხელში, მე კი, მე არც ეს მჭირდება, იმიტომ რომ, მე ჩემი სამშობლო, საკუთარ თავზე მეტად მიყვარს... იცი? ყველასთვის ახალი წელი 1 იანვარს იწყება, ჩემთვის კი არა, ჩემთვის ყოველი დღე ახალი წელია... იცი? ზოგს ღმერთი მხოლოდ მაშინ ახსენდება როცა ეკლესიას დაინახავს, ზოგი კი მხოლოდ იმიტომ მარხულობს, რომ ასეა “მოდაში”... მე კი, მე არც ეს მჭირდება, რადგან ჩემი ყოველი დღე, ღმერთით იწყება და ყველა დღე ღმერთით მთავრდება... * * * იცი? ახლაც პატიება მინდა გთხოვოთ... მაპატიეთ, თუკი უნებლიედ რამე შემიცოდია, ჩემი ცოდვებისთის კი, ნუ განმკიცხავთ, რამეთუ უცოდველი მხოლოდ უფალია!
|
|
| |
მარიანა | თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 3:35 AM | შეტყობინება # 29 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
| გოგონა და როიალი ძველისძველი როიალის თეთრ კლავიშებს ადამიანის თბილი ცრემლი დაეცა. როიალი თითქოს ძილიდან გამოერკვაო, გოგონას, რომელიც ნაღვლიან მელოდიას უკრავდა, ყური მიუგდო... სევდიანი იყო მუსიკა და გააჟრჟოლა მოხუც როიალს. უსმინა, უსმინა გოგონას და ბოლოს გული აუჩუყდა - ატირდა... ტიროდნენ მისი კლავიშები და პედლები. ტიროდა მოხუცი როიალი, მაგრამ ვაი, რომ გოგონა ვერ ხვდებოდა მის ტკივილს მოზიარე სხვაც თუ ჰყავდა... ერთად ტიროდნენ როიალი და გოგონა. გოგონა - წუხილით, რომ მის ტკივილს არავინ იზიარებდა... კეთილი, მოხუცი როიალი კი... -ეჰ!..
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 3:36 AM | შეტყობინება # 30 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
სტატუსი: Offline
| * * * შენ ალბათ ყოველთვის გიყვარდა წიგნები... მეც... მე და შენ ორტომეული ვართ... ოღონდაც ავტორები გვყავს სხვადასხვა... მე არ ვიცი შენ რაზე ხარ, ალბათ წაგიკითხავ და გავიგებ, მაგრამ უკვე მიყვარხარ... იმედია შენც შემიყვარებ, წამიკითხე რააა... გადამფურცლე შენი ნაზი ხელებით და დამიტოვე ფურცლებზე შენი სურნელი... ყოველდღე, ყველგან... არ დაგავიწყდეს ყველა ლამაზი და საინტერესო მომენტის ჩანიშვნა შენს მეხსიერებაში! გამოტოვე ის, რაც მოსაწყენია და გულს გტკენს, ამოხიე, რაც არ მოგეწონება, არ მეტკინება... როდესაც დასაძინებლად მოემზადები, არ დაგავიწყდეს ძილის წინ წამიკითხო ლოგინში, მერე ჩაგეძინება და ხელიდან არ გამიშვა, მეც დავიძინებ შენს გულზე, ისევე გადაშლილი, სადაც გაჩერდები. არც დასასვენებლად წახვიდე უჩემოდ... რა ჯობია ჩრდილში, ბალახზე წამოწოლილი, საინტერესო წიგნის კითხვას! იცი, მანქანაშიც შეიძლება წამიკითხო , ძალიან პრაქტიკული ვარ, ყველგან ვიკითხები, თანაც ერთი ამოსუნთქვით. არ მინდა, რომ მომწყდე... არასდროს! მომიფრთხილდი რაა, არსად დამკარგო... სხვა ეგზემპლარი აღარ არსებობს... თუ დამკარგავ, ვეღარსად მნახავ. მაქვს მხოლოდ ერთი ნაკლი... ყდა არ მაქვს... შემომეხვიე და ყდად გადამეკარი, რომ შენით ვიწყებოდე და შენითვე ვმთავრდებოდე... P.S . და თუ მაინც მოგწყინდე, ჩამაბარე მაკულატურაში, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ჩემს ფურცლებს ყოველთვის შენი თითების სუნი ექნებათ... 
|
|
| |
|