ხელის გულზე სატარები განძი ხარ!
| |
სინიორა | თარიღი: შაბათი, 2011-01-08, 4:26 AM | შეტყობინება # 1 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
მარიანა | თარიღი: შაბათი, 2011-01-08, 4:28 AM | შეტყობინება # 2 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
| * * * მარეკები შლიდნენ ბანაკს, ქარი ჩამი - ჩუმით ჰქროდა, ვიწექ, რომელიღაც ბალახს, უცბათ ქალის სუნი ჰქონდა. თითქოს ურო დამკრეს თავში, თითქოს პაპაჩემი ცხონდა, ათას სურნელოვან შვავში ბალახს ქალის სუნი ჰქონდა. სუნი ჰქონდა არა დალის, ლალის, - ცისფრის ანუ თეთრის, სუნი საზოგადოდ ქალის, სუნი საზოგადოდ მდედრის... ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი სიკვდილს - შენ მაცოცხლო ვინძლო სანამ ვიცნო ეს სურნელი, სანამ ეგ სურნელი ვიგრძნო! მურმან ლებანიძე
|
|
| |
სინიორა | თარიღი: შაბათი, 2011-01-08, 4:29 AM | შეტყობინება # 3 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
სტატუსი: Offline
| თეთრი მანდილი მზეს გამოახვევს თავის ნათელში ცა - დედამიწის ლურჯი მანდილი, დაე, მშვიდობის მტრედმა იფრინოს, დაე, აღსრულდეს უფლის წადილი. დღეს მანდილების ჩუმი შრიალით, ფეხზე დამდგარან ჩვენი დედები, რომ მათმა სითბომ გადაარჩინოს ეს დედამიწა - ბროლის ედემი... დგას დედამიწა მულისთავებზე, ასე ლამაზი და თვალსაჩინო, შემოვახვიოთ თეთრი მანდილი და დაღუპვისგან გადავარჩინოთ. მაშ, სიყვარულით მზისკენ დავიძრათ, თუმც ეს არ არის ახლა ადვილი, ჰეი, დედებო მშვიდობისათვის ააფრიალეთ თეთრი მანდილი. თათია მთვარელიძე
|
|
| |
მარიანა | თარიღი: შაბათი, 2011-01-08, 4:31 AM | შეტყობინება # 4 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
| * * * (გრიგოლ ორბელიანის მოტივებზე) გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარ! თვალს ავახელ, ზედ წამწამზედ მიზიხარ! ვერ გავიგე, ჩემი ხარ თუ სხვისი ხარ, მაგრამ კარგო, დედოფლობის ღირსი ხარ... ვარსკვლავი ხარ, მოწყვეტილი ზეციდან, ყვავილი ხარ, გაზაფხულის ჭაღების, ნაზარდი ხარ, უსასრულო ფესვიდან, ჩუქურთმა ხარ, განათებულ თაღების. ხელის გულზე, სატარები განძი ხარ, და ვით ბავშვი, ისეთივე ანცი ხარ... მიწის არა! ედემის ხარ! ან ცის ხარ! ბედნიერი ის, რომელი კაცის ხარ... მერე რა, თუ არა გსურვარ ძვირფასო, გული სევდის ნაკადულებს მიაქვსო, იქნებ ოდეს, შენს თვალშიაც ვიფასო, არ გაკადრებ, ოდნავ ცივსაც ნიავსო... გაწეწილი ქარით, თმები მშვენების, თვალები გაქვს, ელვასავით ცხენების, ტანი, სურვილს გაგიგიჟებს ფერების, გული ბორგავს, დრო არ რჩება სვენების... თუ რამ გზა მაქ, ყველა მოდის შენამდის, შეგიყვარე, მე ამ ლექსის წერამდის, სურნელება ვარდზე კარგი შენ აგდის, ადრე გაჩნდი, ადამიანთ ერამდის. ტოლი არ გყავს, არც სადარი მიწაზე ნახატი ხარ, ბევრად წმინდა წვიმაზე. მეტად გშვენის ეგ ბავშვური სინაზე, არ გადარდებს ჩემი დარდი მანდები, შენ ხომ ზეცის დედოფალი ბრძანდები ეტლით მომაქვს, მილიონი ვარდები, აი, ნახავ, თუ არ შეგიყვარდები!!! აი ნახავ, ჩემი თუ არ გახდები!!! თორნიკე ნაროზაული
|
|
| |
დარინა | თარიღი: შაბათი, 2011-01-08, 4:34 AM | შეტყობინება # 5 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
სტატუსი: Offline
| * * * ხან თვალცრემლიანი სიზმრებით გაძინე, ხან გულით გახარე და გულით გაცინე, ხან შენი ხსნა ვიყავ, ხან შენი წამება, ხან რაღაც გითხარი, ხან ენა დამება. ხან შენს მკერდს ვემონე, დავნებდი ხან მკლავებს, ხან ერთნი ვიყავით, ხან ვგავდით ანკლავებს, ხან შენი ტუჩები ტუჩებზე მეკონა, ხან შენთვის შევძრავდი სამყაროს მეგონა... ხან ღმერთად შეგრაცხე, ხან ხატებს გადარე, ხან დამცირებული ჯოჯოხეთს გატარე, ხან ჩოქვით მოვედი, ხან ჩხუბით, ხმაურით, ხან ჩუმად წავედი, ხან აურზაურით. ხან... ისევ მივდივარ და მოვალ, გპირდები! მიყვარხარ! მჭირდები! გიო საჯაია
|
|
| |
დარინა | თარიღი: შაბათი, 2011-01-08, 4:35 AM | შეტყობინება # 6 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
სტატუსი: Offline
| * * * ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას, თუ არ შეგებრალები და, მისთხოვდები სხვას, მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას, გადავლხავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს, ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს – ქარს, და მოგიკლავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს... ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას! კონსტანტინე გამსახურდია
|
|
| |
რუპანარი | თარიღი: შაბათი, 2011-01-08, 4:37 AM | შეტყობინება # 7 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
სტატუსი: Offline
| * * * შენ არა გაქვს მეფის გვარი, ფრთაფარფატა თოლია, მაშ, თვალები თამარ ქალის როგორ გამოგყოლია? არ მომეკრა შენთვის თვალი, სიზმრად მაინც გნახავდი. ხარ ყინწვისის ანგელოსი, თეთრ ღრუბლებში ნახატი. შენს სიყვარულს დავიფიცებ, დაიჯერო იქნება, ცისფერ კაბას ნუ ჩაიცმევ, თეთრი უფრო გიხდება. შენს სიყვარულს დავიფიცებ, დაიჯერო იქნება, წარბს ნუ შეკრავ, გენაცვალე, გაღიმება გიხდება. შენ არა გაქვს მეფის გვარი, ფრთაფარფატა თოლია, მაშ, თვალები თამარ ქალის როგორ გამოგყოლია?... იოსებ ნონეშვილი
|
|
| |
რუპანარი | თარიღი: შაბათი, 2011-01-08, 4:38 AM | შეტყობინება # 8 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
სტატუსი: Offline
| * * * ზღვისფერ თვალებს წვიმის თქეში დაგისველებს, მოფერებას გაგიბედავს ქარი, მზის ქვეყნების სადედოფლო უნდა გერქვას, მზეჭაბუკი იყოს შენი ქმარი! თავთუხის თმებს ვარსკვლავები მოგირთავენ, ბნელი ღამის მესმის ჩუმი კვნესა, წეღან გზაზე ყაყაჩოც კი შემეკითხა: ქალიაო, თუ ღვთისმშობლის ფრესკა?! მაია იასეშვილი
|
|
| |
მარიანა | თარიღი: შაბათი, 2011-01-08, 4:39 AM | შეტყობინება # 9 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
| ბოშა ქალი და რა ქალი?! ხელის გულით სატარები, რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი, ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები, შეხედეს და... შეუკურთხეს გამჩენი! მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის, ეტყვიან და ისიც ეტყვის ურიგოს, ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური: - მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო!.. ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი, განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს? მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე... ანა კალანდაძე
|
|
| |
დარინა | თარიღი: შაბათი, 2011-01-08, 4:41 AM | შეტყობინება # 10 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
სტატუსი: Offline
| შემთხვევა ქუჩაში ქუჩას მოსდევდა ლამაზი გოგო და ცალი ხელით ვარდი მოჰქონდა, ისეთი იყო, აგიხსნათ როგორ, მოგონილია მასთან ჯოკონდა. გაქვავებული ბიჭები იდგნენ და ქანდაკებებს ჰგავდნენ ყველანი, ვერ პოულობდნენ პირველად სიტყვებს, ხმას ვერ იღებდა დიდხანს ვერავინ... და როდის - როდის ერთმა მათგანმა, იმ გაქვავებულ ყმაწვილებს შორის, ძლივს ამოღერღა ყველას სათქმელი: "ჩემს მტერს, ასეთი ლამაზი ცოლი!" ალექსანდრე ტაბატაძე
|
|
| |
რუპანარი | თარიღი: შაბათი, 2011-01-08, 4:43 AM | შეტყობინება # 11 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
სტატუსი: Offline
| ქალო, წადი პაემანზე! გორდას მკერდი დაულეწავს, რაშმა ნისლი გადიყარა, შემოგხედა და უეცრად შეუყვარდი ნარიყალას! თრთოდნენ თმები და თვალები, სულის ვნება წამწამს იწვა, მოდიოდი ნათრთოლები და მოგქონდა ცა და მიწა. ნისლი - თითქო დაძრწის მხეცი, ჩამოამსხვრევს ჰანგებს ლოდად, დაიმორცხვე... და ციხეცა მოთმინებით დაგელოდა. გრიგალის ხმა ცად დამტკბარი, უფლის ცრემლში დაევანა, ნარიყალა, ცა და მტკვარი ცახცახებდნენ პაემანად! აგრე რატომ გაენაზე, გულზე ცეცხლის შემონთებავ, ქალო, წადი პაემანზე, ნარიყალა გელოდება! ნუგზარ ჩიკვაიძე
|
|
| |
სინიორა | თარიღი: შაბათი, 2011-01-08, 4:46 AM | შეტყობინება # 12 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
სტატუსი: Offline
| ციცო წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო, მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო, ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო – შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ! მე იმ ასაკში არ ვარ ახლა და არც იმ ჭკუაზე – ცოლ-შვილს გავეყარო! მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და პატარა ციცოვ, უნდა დამეხმარო! ხოლო ციცუნია ტოლებში დაჰქრის და შენი მახრა სულ ფეხზე ჰკიდია, თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია! ისე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი, ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია. როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში – ციცო ისეთია! წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო, მწყურვალს დაგტოვებსო, დაჰყვები ვინცო, ცოლ – შვილს გაგყრის და აგარევინებსო – შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ! მურმან ლებანიძე
|
|
| |
მარიანა | თარიღი: შაბათი, 2011-01-08, 4:47 AM | შეტყობინება # 13 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
მარიანა | თარიღი: შაბათი, 2011-01-08, 4:49 AM | შეტყობინება # 14 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
| შენი ყელი შენი ყელი... ამბობენ, რომ შენი სწორი ყელი ლერწამია შარბათისა ძველი, მაშრიყელი. არა! უფრო ამსგავსებენ... რას? არ ვიცი, თუ რას: მარმარილოს ცისარტყელას, თუ სადაფის სურას?! მე კი... მე კი გამოვძებნი სურათს ჯერ არყოფილს: შენი ყელი მე მაგონებს გედის ათლილ პროფილს. ორჯერ გნახე! და ორჯერვე ისე ავკეკლუცდი, რომ ბუნებრივ სიკვდილს, ჩემო, რა ვქნა-აღარ ვუცდი. მსურს გიმზირო და ამ მზერით გაგარჩიო სხვაში, რომ გავქვავდე, როგორც ბუზი მარგალიტის ქვაში. აი, ეხლაც თეატრში ხარ... და თეატრის სკამებს შენი ყელის არემარე მორცხვად აკამკამებს. ისე ნაზად აძლევ სალამს ყველას... ყველას... ყველას... რომ წარბების მათრახებით ჰხატავ ცისარტყელას: და ლოტნეტის ორი მინა ისე ხარბად მზვერავს, რომ არ ვიცი, რით გავუძლო მაგ ჯადოსნურ მზერას. ისე გშვენის მძივ-გულქანდა ყელზე მონართავი, რომ... ახ, ნეტა, მე შენს ყელზე ჩამოვიხრჩო თავი. იოსებ გრიშაშვილი
|
|
| |
დარინა | თარიღი: შაბათი, 2011-01-08, 4:51 AM | შეტყობინება # 15 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
სტატუსი: Offline
| ყაყაჩო ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ დაფდაფითა და ბუკითა, ახლა ყაყაჩო შემომხვდა ლამაზი ქალის შუქითა. შემომხვდა, შემომანათა, ჩინჩხლები შემომაყარა, ალუჩა-ტყემლის შემოსვლა და გაზაფხული მახარა... უცხო კაცად რომ შემიცნო, შერცხვა და თავი დახარა; შერცხვა და თავი დახარა, სიწითლემ გადაუარა, ალბათ, იმაზე დაფიქრდა, მოვეწონეო თუ არა?! ლადო ასათიანი
|
|
| |
|