მ ა ნ დ ი ლ ი ორშაბათი, 2025-06-23, 12:50 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ხელის გულზე სატარები განძი ხარ!
სინიორათარიღი: შაბათი, 2011-01-08, 4:26 AM | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 53
სტატუსი: Offline


 
მარიანათარიღი: შაბათი, 2011-01-08, 5:58 AM | შეტყობინება # 16
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

თქვენთვის არ უთქვამთ, ქალბატონო,
რომ გავხართ აპრილს...
რომ გაზაფხულმა
ღია რძისფერ ნისლში გარწიათ,
კარგა ხანია
მყვირალობა დაიწყო მთაში,
და ამიტომაც
შვლებიანი კაბა გაცვიათ.

არც ის არ უთქვამთ,
რომ თქვენა ხართ აპრილის ქარი?
ნაფერები და ღიმილივით
ოდნავ დამთბარი...
ო, ქალბატონო,
მე ნამდვილად ვაღმერთებ აპრილს,
თუ ნებას დამრთავთ,
მე ვიქნები თქვენი ზამთარი.

ეკა ქაჯაია


 
დარინათარიღი: შაბათი, 2011-01-08, 6:21 AM | შეტყობინება # 17
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
მერი

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი! მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კრთომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე იწოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე იყო იდუმალ გაფითრებული.

იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა, ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი... მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი: ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა,
იყო ობლობა და შეცოდება, დღესასწაულს კი ეს დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე, თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე ღონემიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს, და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს, როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა, რაზე? - ვინ იცის! ვინ იცის მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა - ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

სთქვი: უეცარი გასხივოსნება რად ჩაქრა ასე, ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება, როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი, ან რად ვიჭრდი შუქს მოკამკამეს?
ან „მესაფლავეს“ რისთვის ვმღეროდი, ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს“?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი - ვით მეფე ლირი, ლირი, ყველასგან მიტოვებული!...

გალაკტიონ ტაბიძე


 
სინიორათარიღი: შაბათი, 2011-01-08, 7:14 AM | შეტყობინება # 18
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 53
სტატუსი: Offline
ნინოწმინდის ღამე

ნინოწმინდა... პალატები მეფეთა,
გალავანში - ჯამი აქაფებული;
შენი სახე რისთვის შემომეფეთა,
ხატი იყავ - ვეფხვი დაქალებული.

საზანდარმა ღამე ააცახცახა,
ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა,
ცა - ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა,
და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა.

ნინოწმინდა... ჩვენ, როგორც ხაზარები,
ო, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა,
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, სიყვარულის იარამ!

როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა,
სიყვარული ისე დამჯახებია!
მე მივტირი ღამეს ზამბახებიანს
და სიყვარულს ათაბაგის ქალისას;
ძუძუები ოქროს კალმახებია,
წამწამები აქვს თავთუხის ყანისა!

წინანდალის ვაზი აყვავებული,
ჩამოსხმული ოქროთი და თაფლითა,
აფრენილი ბაზიერის დაფითა,
დურაჯი ხარ, მაყვალს შეფარებული!

ნინოწმინდა... ჩვენ როგორ ხაზარები...
ოჰ, იმ ღამეს როგორ აგვაბრიალა
საქართველოს ლექსის მეხანძარენი
ძმობამ, ცრემლმა, იმ პატარა იარამ!

გიორგი ლეონიძე


 
რუპანარითარიღი: შაბათი, 2011-01-08, 7:15 AM | შეტყობინება # 19
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
ჯილდოები: 3
რეპუტაცია: 21
სტატუსი: Offline
* * *

როცა შენს დალალებს ქარი შლის,
მოჰგავხარ ნესტანს და თამარ – ქალს!
დედაშენს მოვტაცებ ქალიშვილს,
თუ გინდა ყაჩაღიც დამარქვან.

წაგიყვან! გიამბობ მთებმა ვით აღმზარდეს,
გილოცებ შენ აგრე ცელქსა და ლამაზმანს,
"საცოლე მომყავსო, ქორწილი ამზადეთ"
გველეთში ვაცნობებ მამასაც.

რამდენჯერ ჩავუვლი თქვენს ქუჩის შესახვევს,
იქ ტოტებს მიხრიან წნორები,
დედასაც უთხარი რამე ჩემს შესახებ,
სასიძოდ თუ მოვეწონები...

მინდა სულ გეფერო, ცხრა ნაწნავიანო,
უბრალო ღიმილით მწვავ ვიდრე,
წავიდეთ, მთა გადავიაროთ,
წამოხვალ?
წავიდეთ!

მინდია არაბული


 
სინიორათარიღი: შაბათი, 2011-01-08, 7:16 AM | შეტყობინება # 20
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 53
სტატუსი: Offline
ბედნიერი წუთი

უცხო გამვლელი
შენ მგონიხარ ქუჩაში ზოგჯერ,
ქარვისფერი თმით,
სიარულით და სუსტი მხრებით,
მოვარღვევ ქუჩას,
მდევარივით ფეხდაფეხ მოგდევ,
მაგრამ სულ მალე
ჩემს ოცნებას ემსხვრევა ფრთები.

მაინც არ ვნანობ,
იმ ვიღაცას მადლობას ვუთვლი,
ღმერთმა ქნას,
ასე განმეორდეს კიდევ და კიდევ,
რადგანაც ჩემთვის
ბედნიერად ითვლება წუთიც,
როცა შეცდომით
შენს მაგივრად ვიღაცას მივდევ!

ალექსანდრე ტაბატაძე


 
რუპანარითარიღი: შაბათი, 2011-01-08, 7:17 AM | შეტყობინება # 21
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
ჯილდოები: 3
რეპუტაცია: 21
სტატუსი: Offline
* * *

მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში,
შენი ლამაზი გული მელოდეს.

შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს,
ორღობეებში გასროლას დოღის,
ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას
ჯილდოდ მივუტან მხურვალე ლოდინს.

და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა,
დაბალი ხმებით დუდუნი დოლის,
აგიცხადდება სიზმარი შორი,
გაგახსენდება დობილთა ზრუნვა.

გეტყვიან... ოი, ჰკარგავ ბავშვობას,
ოი, დობილებს გვტოვებ ბავშვებად,
მშვიდობა ყრმობას და თამაშობას,
მშვიდობის შუქი ნურც მოგეშვება.

... და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში,
შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს!

მირზა გელოვანი


 
რუპანარითარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 7:53 PM | შეტყობინება # 22
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
ჯილდოები: 3
რეპუტაცია: 21
სტატუსი: Offline
ყივჩაღის პაემანი

ყურღანებიდან გნოლი აფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე,
მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე,
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!

მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად,
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები.

მოდი!
გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!

გიორგი ლეონიძე


 
დარინათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 10:15 PM | შეტყობინება # 23
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
ქალის დალოცვა ეყოფოდა მთლიან სამყაროს!

უფალმა ღმერთმა შექმნა ქალი, ქალმა - სამყარო,
ქალი დედაა, ამ სამოთხის მაცოცხლებელი,
უნდა შეკრიბო ყველა ქალი, უნდა შეჰყარო
და დაუჩოქო, ბავშვია თუ უკვე ბებერი.

მაშ ვის დავუდგეთ მუხლის ჩოქზე თუ არა ქალებს,
მაშ ვის დავუნთებთ მაჯის სიმსხო თაფლის კელაპტრებს,
თუ არა ქალი, ამ სამყაროს ვინ გაახარებს,
ქალი თუ არა არსებობას ღმერთს ვინ შენატრებს.

ყველა ბრძენი და მეცნიერი ქალმა დაბადა,
ქალმა დაბადა ყველა მონა, ყველა ბატონი,
ქალმა შვა ყველა სულიერი, ყველა დამბლა და
ყველა ძლიერი, ამა ქვეყნის ბატონ - პატრონი.

კაცის ძლიერ მკლავს ემონება შექმნილა რაც კი,
კაცსა მორჩილებს ყველა ქალი როგორც გულის ტყვე,
სამაგიეროდ ქალმა შექმნა სულყველა კაცი,
ქალმა დაბადა ქვეყნად ყველა დაბადების დღე.

კაცის სულშია შემალული ომი და ხოცვა,
ქალი კი ცდილობს ბედის გზაზე ვარდი დაჰყაროს,
მამაკაცებო! რომც არა სთქვათ არც ერთი ლოცვა,
ქალის დალოცვა ეყოფოდა მთლიან სამყაროს!

ნოდარ იაგორაშვილი


 
სინიორათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 10:44 PM | შეტყობინება # 24
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 53
სტატუსი: Offline
* * *

შენ მაშინ ცისფერი გემოსა კაბა,
და გქონდა თვალები კაბაზე ცისფერი,
გზადაგზა მოგდევდნენ ია და გულსაბა,
და კიდევ ყვავილები იმდენი...

მერე ცამ გააღო ლურჯი ცხრაკარი და,
ციური მნათობნი კრთოდნენ და იწვოდნენ,
მოვედი შენამდე უცნობი მგზავრი და,
უთქმელად ცისფერი გოგონა გიწოდე!


 
სინიორათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 11:16 PM | შეტყობინება # 25
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 53
სტატუსი: Offline
* * *

შენ ისე ნატრობ თოვლსა და ბარდნას,
ვით საქორწილოს ნატრობენ კაბას,
ახლა რომ თოვლი მოვიდეს მართლა,
სიხარულისგან იტირებ ალბათ.

შენ ისე ნატრობ მოვიდეს თოვლი,
ითოვოს დიდხანს, ითოვოს გაბმით,
შუაღამისას რომ გითხრან - ბარდნის,
ქუჩაში გახვალ ზაფხულის კაბით.

მალე, სულ მალე მოთოვოს ნეტა,
თოვლმა დაფაროს გზები, პარკები,
მოვალ, მოგძებნი და შენთან ერთად,
იმ თოვლში სადმე დავიკარგები...

ალექსანდრე ტაბატაძე


 
დარინათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 11:45 PM | შეტყობინება # 26
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
საუბარი ნაძვებთან

ამ მთაზე ამოსვლა როგორღა გაბედა,
არა ვარ ასეთი გოგონას მნახველი,
მოსულა თქვენთანაც და შეუბრალებლად,
დანით დაუხაზავს თავისი სახელი.

თქვენ ალბათ ტკივილებს გულშივე იქრობდით,
ზეცას ვერ შესძრავდით ზარით და კივილით,
როდესაც გსერავდათ, ნეტავ რას ფიქრობდა,
ნეტავ თუ ესმოდა ეგ თქვენი ტკივილი.

თქვენ ვიცი დასწყევლით, თქვენ ვიცი დასძრახავთ,
რა ვუყოთ, შლეგია და გადარეული,
აი, მე პატარა პოეტი გახლავართ,
მარადჟამს სუსტი და ფერგადალეული

და განა დამინდო?! არაფერს ჩამორჩა,
იხმარა ათასი ხერხი და მახენი,
ამხადა მკერდი და ზედ გულზე ამომჭრა,
ზედ გულზე ამომჭრა თავისი სახელი.

მაგრამ მე თქვენსავით არ ვკიცხავ ამაზე,
გავა დრო, ბავშვური ვნებებიც გაუვლის,
ისეთი კარგია, ისეთი ლამაზი,
შევუნდოთ, შევუნდოთ ეს დანაშაული!

ი. ნონეშვილი


 
მარიანათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 11:55 PM | შეტყობინება # 27
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ქალო, სირცხვილია,
შინ შედი,
ჰაერი ურცხვად გეხება და გლოკავს,
ქალო, ეგ ღიმილი ჯოკონდასნაირი,
ვიღაცას ქუჩაში მოკლავს.

ნიავი გიწეწავს ფაფუკი თმის ღერებს,
ვნებამორეული გსინჯავს,
ქალო, სირცხვილია,
ყელს როგორ იღერებს
მაგ სავსე გულ - მკერდში ჭინკა!

როგორ გსვამს ეშმაკი ურქო და უკუდო,
ბადაგით პირსავსე ფინჯანს,
ქალო სირცხვილია,
დახარე ქუთუთო,
შიშველი თვალები გიჩანს!

ნანი ჯაში


 
რუპანარითარიღი: სამშაბათი, 2011-01-11, 0:30 AM | შეტყობინება # 28
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
ჯილდოები: 3
რეპუტაცია: 21
სტატუსი: Offline
შატილის ცასავით

შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები,
მშვენებით მოჰგევხარ სალი კლდის ავაზას.
მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები,
ვაჟები ჰკოცნიან შენს სავალ შარაგზას.

რამდენჯერ ვევედრე ლაშარს და კოპალას,
კვლავ დამიბრუნებდნენ აპრილებს გაფრენილს.
შორს გაგიტაცებდი ცელქსა და ლურჯთვალას,
შენს დალალს ვნახავდი ჩემს მკლავზე დაფენილს.

კვლავ ნუღარ შემხვდები მერიდე მზექალო,
კაცი არ მაცდუნო მაგ თვალთა მშვენებით.
შევცდები, შეგტაცებ პერანგის საყელოს,
მთებს გადაგატარებ ლურჯაის ჭენებით.

და როგორც ყაჩაღი, არწივთა საბუდარს
მივალ და გავხდები სალი კლდის ხიზანი,
შურთხებთან დაგმალავ საცოლეს ნაქურდალს,
უშენოდ სიცოცხლეს არა აქვს მიზანი

გელა დაიაური


 
დარინათარიღი: სამშაბათი, 2011-01-11, 9:56 PM | შეტყობინება # 29
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
უცნობი ქალის პორტრეტი
"ჩაგძინებოდა ჩიტო ნიბლიავ"

თავაწყვეტილი იკარუსი გზაზე მიჰქროდა,
დუმდნენ მგზავრები, ყველა თავის გზაზე ფიქრობდა,

და შენ გეძინა... ასე სძინავთ ჩვილის აკვანთან
და ლამაზ შუბლზე დაგფენოდა თმები საყვარლად.

ტკბილად გეძინა, გრილი სიო ღია სარკმლიდან
გეფერებოდა, და მკლავებზე ბუსუსს გაყრიდა...

თავაწყვეტილი იკარუსი ისევ მიჰქროდა,
დუმდნენ მგზავრები, ყველა თავის გზაზე ფიქრობდა.

შენ კი გეძინა, ბედნიერი სახით გეძინა,
თითქოს შენს სულში არასოდეს ჯერ არ ეწვიმა...

თითქოს არ გქონდა მიწიერი რამ საზრუნავი, -
ისე დაჰქროდი ოცნებების ცისფერ ბურანში.

გეძინა ტკბილად, მთელი ღამის უძილოს, დაღლილს,
და შიშველ მკლავებს გიკოცნიდა ნიავი ლაღი.

არვინ იცოდა, ვის უძღვნიდი სიზმრებში სიცილს,
ან დაღლილ ხელებს რად დაჰკრავდა სურნელი ქინძის...

რას გაექეცი, რას ელტვოდი, ვისზე ფიქრობდი,
სად მოიწყინე, სად გელოდნენ, საით მიჰქროდი...

ალექსანდრე ტაბატაძე


 
მარიანათარიღი: სამშაბათი, 2011-01-11, 10:00 PM | შეტყობინება # 30
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

თვრამეტი წელი და დასრულდა ბავშვის ასაკი,
ტანი ყვავილი, დახატული თითქო გოგენის,
მე როგორც ქისას, დავატარებ გრძნობას გასაკვირს,
და არვინ იცის, რა ფიქრი და ეშხი მოგველის...

მსურს მოვიდე და სიყვარულით მოგეალერსო,
ეგებ ამ გრძნობას სიჩუმეში შენაც მოელი,
მაგრამ რა გიყო, შენ მძიმე ხარ ჩემი ლექსივით,
და ამავე დროს ტაიტივით მიუწვდომელი...

სიმონ ჩიქოვანი
(წიგნიდან: შინ შემოგაქვს ყვავილები!)


 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

Copyright MyCorp © 2025Make a free website with uCoz