ხელის გულზე სატარები განძი ხარ!
| |
სინიორა | თარიღი: შაბათი, 2011-01-08, 4:26 AM | შეტყობინება # 1 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
მარიანა | თარიღი: სამშაბათი, 2011-01-11, 10:09 PM | შეტყობინება # 31 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
| მარტის თვეა შენი
|
|
| |
დარინა | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 3:00 AM | შეტყობინება # 32 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
სტატუსი: Offline
| შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა… დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა, შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი. ერთი შეხედვით ვაკაცების გულებს დაჰკოდდი და მზის თინათინს დაჩრდილავდი თვალთა ციალით. დალოცდი ლაშქარს და იმ ღვთიურ ლოცვის გამგონეს არ ექნებოდათ სპათა შენთა მტერთან ზიანი. შენ ხატაური აბრეშული დაგშვენდებოდა… დაგშვენდებოდა… ეჰ, რარიგად დაგშვენდებოდა. შენს ნატიფ სახეს ნიავიც რომ არ შეჰხებოდა, სპილოს ძვლისაგან ულამაზეს კოშკს აგიგებდნენ. ცისკარზე, როცა ქაშუეთის ზარებს დარეკდნენ, აღიგზნებოდა შენის ლოცვით წმინდა ტაძარი და შენს გვიგვინთან მოკრძალებით ქედს მოიდრეკდნენ ორბელიანი და ამაყი ამილახვარი. შენ რუსთაველის სიყვარული დაგშვენდებოდა... დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა. ბევრი თაობა გაივლიდა ჟამთა შარაგზას, შენ კი ლექსებში იცოცხლებდი, კარგო, მარადჟამს. დიდი პოეტი მიგიყვანდა ხალხის გულებთან, ვარსკვლავებივით დაგვხედავდნენ შენი თვალები და ვით დიდებას აწ გარდასულ საუკუნეთა, სულ ერთი არის, მე შენ მაინც შეგიყვარებდი. შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა. იოსებ ნონეშვილი
|
|
| |
რუპანარი | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 10:32 PM | შეტყობინება # 33 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 5:04 AM | შეტყობინება # 34 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
სტატუსი: Offline
| რა გოგო იყო... ტრამვაის ხაზთან იდგა გოგონა, ყელამართული და სხივმოსილი... მე გაზაფხულის სუნთქვა მეგონა, რა გოგო იყო ის დალოცვილი. მხრებზე ნაწნავი ისე ეყარა, მელანდებოდა შორი ქორწილი... მისთვის მინდოდა ცა და ქვეყანა, რა გოგო იყო ის დალოცვილი! ბაგეს ღიმილი ისე ასხლიტა, ალბათ ვეგონე ვიღაც მოცლილი, განთიადს ჰგავდა სილამაზითა, რა გოგო იყო... ის დალოცვილი! ელვა - ღიმილი მიძღვნა წამითა, ერთი მოხედვა მაინც ინება... და მერე... ისე უცებ წავიდა, როგორც მდინარე მიედინება. ინისლებოდნენ ლიანდაგები, ქალაქი ჩემთვის გახდა ტრამალი... მივაცილებდი წყლიან თვალებით და მაფრთხილებდა ზარი ტრამვაის. იმ წუთში არვინ აღარ მახსოვდა. მასზე ფიქრებს კი ვერ ვიშორებდი... გამომაფხიზლა ვიღაც ნაცნობმა და დამახვია ქვეყნის ჭორები. გავეპასუხე, უცებ მოვცილდი, არავის ნახვა აღარ მეწადა, რა გოგო იყო ის დალოცვილი, რა უცნაურად გამომეცხადა. ...წყვილი ნაწნავი მხრებზე ეყარა, და ჩახჩახებდა, როგორც ქორწილი... მისთვის მინდოდა ცა და ქვეყანა, რა გოგო იყო... ის დალოცვილი!
|
|
| |
დარინა | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 7:30 AM | შეტყობინება # 35 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
სტატუსი: Offline
| * * * სვანეთში მივდივარ, მთებში და... მიყვარხარ, ვინ იცის, რარიგად... ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე, ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად. გამორბის მდინარე ბღავილით, ნაპირებს ცრემლი მოვწმინდე. ფერდობზე წერწეტა ყვავილი მაგონებს შენს თავს და მოვწყვიტე. იმ ხევში მკივანა შურთხია. მომწყინდა ბილიკზე წანწალი. მე შენზე ოცნებას ვუფრთხი და გულს მაინც ედება ხანძარი. სვანეთში, მთებშიაც დამმშვილდე, მიყვარხარ, ვინ იცის რარიგად... ეგების ლატფარზე დავმშვიდდე, ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად. მაფიქრებს ღრუბელი მღელვარი. მივდივარ, გზა მხვდება ახალი. სვანეთში ბევრია მწვერვალი და შენ ხარ ყველაზე მაღალი... სიმონ ჩიქოვანი
|
|
| |
მარიანა | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 10:29 PM | შეტყობინება # 36 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
| მიყვარხარ მიყვარხარ ძლიერ... ძლიერ... რაც გადის დრო და ხანი, მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი. შენი შავი თმის ბუჩქი, ეგ თეთრი შუბლის სერი, თვალები გიშრისფერი, ლოყები ვარდისფერი. შენი თითები მიყვარს, ორი პატარა თათი, ო, იცი როგორ მიყვარს ოდნავ შეხებაც მათი, ო, იცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით?- შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენი. მე დარდიც მიყვარს შენი, შენი ღიმილიც ფართო, მე ცრემლიც მიყვარს შენი, შენი კისკისიც მართობს, მე შუქი მიყვარს შენი, რა არის მისი ფასი! მე ჩრდილიც მიყვარს შენი, მზის დაბნელების მსგავსი. მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ... მწვავს შენი ტრფობის ალი, მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ... მთელი გრძნობით და ძალით... მთელი სამყარო ვრცელი, შენით არსებობს ჩემთვის, რაზეც კი ვფიქრობ, ყველა ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის. ძილში ჩემთან ხარ სიზმრად, ფიქრში ჩემთან ხარ - დღისით. გულის ძგერის ხმა მესმის - შენი ხმა არის ისიც. შენთვის მივწვდები მწვერვალს, დიდების ყველა მნათობს, დიდებას დავთმობ შენთვის, შენთვის მწვერვალებს დავთმობ. შენი ოცნებით ვხარობ, შენს დარდს ვატარებ დარდად, მე სხვა სურვილი არ მაქვს, შენი სურვილის გარდა. მსხვერპლი ყველაზე დიდი, მე მეჩვენება მცირედ, რადგან შენ გსურდა იგი, რადგან შენ შემოგწირე. შენს მცირეოდენ წყენას, სულ უმნიშვნელო წვრილმანს სდევს ჩემი სევდა დიდი, ჩემი ცრემლების წვიმა. მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ, მიყვარხარ ცხადად, მალვით, როგორც აროდეს არვინ, არ ჰყვარებია არვის... ეს სიკვდილს უდრის თითქმის, ეს შეუძლოა თითქმის, შენ ერთს გეკუთვნის ყველა, რაც სიყვარულად ითქმის: ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი, მამაც, დაო და დედავ, მე შეყვარებულს ყველას შენს სახებაში ვხედავ. სატრფოვ, შვილო და დედავ, ჩემო ძვირფასო ცოლო, ყველას მაგივრად, ერთად, მე შენ მიყვარხარ მხოლოდ. რა მაბადია ქვეყნად ამ სიყვარულზე კარგი, ძლიერ მიყვარხარ, ძლიერ, ვარ შენი ტრფობით შმაგი. თუ ტრფობისათვის რამე ჯილდო იქნება ბოლოს, ის შენ გეკუთვნის მარტო, ის შენ გეკუთვნის მხოლოდ. ნაყოფი მისი არი, ვინც ნორჩი ნერგი დარგო, ეს სიყვარული დიდი შენ შემასწავლე, კარგო. შანდორ პეტეფი
|
|
| |
მარიანა | თარიღი: სამშაბათი, 2011-01-25, 4:34 AM | შეტყობინება # 37 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
| ჩემს ქუჩაზე
ჩემს ქუჩაზე ერთი ქერა ქალიშვილი დადის, ქალია თუ ბედისწერა, თუ სიზმარი ცხადი.
ო, არ მინდა ნატვრით მოღლილს, ნატვრა ამის გარდა – შორს გვფარავდეს ლერწმის ქოხის საოცნებო კალთა.
თეთრ გვირილებს ვკრეფდეთ ერთად, სიყვარულით მთვრალი, მიბერავდეს მისი ქერა, დალალების ქარი.
და როს წლები წავლენ წყნარად, დავბერდებით უკვე, როს მის თმებში მზე კი არა, მთვარე გააშუქებს.
როს შორს დარეკს როგორც ზარი, ჟამი გარდასული. და გაქრება ვით ზღაპარი, ბუხრის პირად თქმული –
ო, არ მინდა ნატვრით მოღლილს, ნატვრა ამის მეტი, დე აფრინდეს ლერწმის ქოხი, ვით ცისფერი გედი.
აგიყვანოს ლურჯი ფრთებით, გასჭრას ზეცის კალთა, სადაც კრთიან ვარსკვლავები – სულნი წინაპართა.
…ჩემს ქუჩაზე ერთი ქერა, ქალიშვილი დადის. ქალია თუ ბედისწერა, თუ ოცნება ცხადი?!
იოსებ ნონეშვილი
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ორშაბათი, 2011-02-21, 10:50 PM | შეტყობინება # 38 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
სტატუსი: Offline
| * * * ქალებს გაუმარჯოს! ყველა ქალს! შავთვალება, მწვანეთვალება, ცისფერთვალება, თაფლისთვალება, ლურჯთვალება ქალებს! ქერათმიან, შავთმიან, ალისფერთმიან ქალებს გაუმარჯოს! თონესავით მხურვალე ქალებს, აგვისტოს ზღვასავით მომთენთავებს, აპრილის ნიავივით გრილ ქალებს, თოვლივით, ვერცხლივით ცივ ქალებს გაუმარჯოს! ყველას! ზაფხულისა და ზამთრის ქალებს! დღისა და ღამის ქალებს, დილის ქალებს! ქალებს - მდინარეებს! ქალებს -მწვერვალებს! ქალებს - ოკეანეებს! ქალებს - ქარებს!... გაუმარჯოს! ქალებს - ფრთებს გაუმარჯოს! ქალებს - პირამიდებს! ქალებს - აისბერგებს! იმ ქალებს, რომლებიც ვნებით დამუხტული ძუძუებით უსმენენ სამყაროს და ჯადოსნური თვალებითაც უსმენენ და ბაგეებითაც! იმათ სინათლეს გაუმარჯოს! რომლებსაც სულ სადღაც მიეჩქარებათ და თითქოს გვღალატობენ და ერთდროულად თითქოს ერთგულები არიან და ჩვენ ვუყვარვართ! იმ ქალებს, რომელთა ალერსი და ღიმილი, მიმოხვრა მილიარდი წლისაა უკვე და რომელთა სადღერგძელოს მეფეებიც მათივე ქოშით მათსავე წინაშე დაჩოქილები სვავდნენ! იმ ქალებს გაუმარჯოს, რომლებსაც ვერასდროს ვეღარ შევხვდებით და მაინც გვიყვარს და იმ ქალებს გაუმარჯოს, რომლებსაც ვხედავთ ყოველდღე და მაინც გვიყვარს! და გვიყვარდა და გვეყვარება! ფიძიამის ქალებს, საჰარის ქალებს, განგის ქალებს, სტეპების ქალებს, ოკეანეებისა და ზღვების ქალებს, პრერიების ქალებს, კონტინენტების ქალებს და რა თქმა უნდა, ქართველ ქალებს! მათ ტაჯმაჰალებს გაუმარჯოს! მათ მელოდიებს! მათ ფერებს - მათ მწვანეს, მათ წითელს, მათ ყვითელს, მათ თეთრ, მათ შავს გაუმარჯოს! იმ ქალებს გაუმარჯოს, რომლებსაც პოეტები ჰყავთ და იმ ქალებს გაუმარჯოს, რომლებსაც არა ჰყავთ პოეტები, არც ჰყავდათ და არც ეყოლებათ! მათ სანაპიროებს, მათ ქუჩებს, მათ ოთახებს, მათ ტელეფონებს, მათ აბაზანებს, მათ მისამართებს, მათ საწოლებს, გაუმარჯოს!... მათ სუნამოებს, მათ სუნთქვას, სურნელს!... მათ ასწლეულებს, რომლებშიც ცხოვრობდნენ და მათ ასწლეულებს, რომლებშიც კვლავ დაიბადებიან! იმ ქალებს გაუმარჯოს, სიყვარულში რომელთაც გაუმართლათ და იმ ქალებს, რომელთაც არ გაუმართლათ! მათ სიზმრებს გაუმარჯოს! მათ სხეულებს, მათ კაბებს, მათ კოსმეტიკას და მაკიაჟს გაუმარჯოს! მათ თეძოებს, ფეხებს, ყელს, ტუჩებს, მკერდს, მათ სიცოცხლეს, მათ აზღუდებს, მათ კვნესას... რომ კვდები და კვდები და კვდები მათში და მაინც ცოცხალი ხარ და თავდები და თავდები და თავდები მათში და მაინც იწყები... რომ კვდები და თავდები და რომ ცოცხლდები და იწყები და თავდები, კვდები, ცოცხლდები... იმ წამებს, იმ წამებს გაუმარჯოს!
|
|
| |
სინიორა | თარიღი: კვირა, 2011-02-27, 6:48 PM | შეტყობინება # 39 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
სტატუსი: Offline
| მიყვარხარ მიყვარხარ ცამდე და ციდან უკან, ტუჩები შენი, ვარდივით ნაზი, ყოველი ასო, ყოველი ბგერა, ყოველი ნაკვთი, ყოველი ხაზი... მიყვარხარ ცამდე და უფრო მეტად, მაგიჟებს შენი თვალების ფერი, მიყვარხარ, როგორც ვალენტინს ჯული და გალაკტიონს უყვარდა მერი. ღიმილი შენი, უგონოდ მათრობს და შეშლილივით მერევა ფეხი, ყოველ წამს ისე უღონოდ გნატრობ, როგორც პრინცესას, უბრალო გლეხი. იღიმი ახლა სიტყვების გამო და რომ იცოდე გულში რა ხდება, დაიჯერებდი, რომ თუ ვისურვებთ, ჩვენთვის ყოველი ნატვრა ახდება. მიყვარხარ ცამდე და უფრო ზევით, იქ სადაც მთვარე სირცხვილით დნება, მიყვარხარ გულში, ისე ღრმად, სადაც სიყვარულია ათივე მცნება... მიყვარხარ ცამდე და ციდან უკან, ტუჩები შენი, ვარდივით ნაზი, ყოველი ასო, ყოველი ბგერა, ყოველი ნაკვთი, ყოველი ხაზი... თორნიკე ნაროზაული
|
|
| |
რუპანარი | თარიღი: ორშაბათი, 2011-02-28, 6:06 AM | შეტყობინება # 40 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
სტატუსი: Offline
| * * * შენ - ჩემი ქრონიკული სიყვარული, მე - შენი ქრონიკული მონატრება, სახადი, რომელიც ჩემია და რომელიც არასოდეს მომეხდება. შენ ჩემი სისუსტე და სიძლიერე, მე შენი შიში და შეშფოთება. "თქვენ ალბათ თავადის ქალობა გსურთ, დაბრძანდით, გარეთ ეტლი გველოდება" დღეები მიდიან და გვშორდებიან ბადე სადღაც გდია დასაკემსი, მე - რა გჭირს, ხომ არ დამეღალე? და ცივი პასუხი "არაფერი". "იქნებ სიზმარია ყველაფერი.?" იყუჩე, ნუ ცდილობ გაიღვიძო, ცხოვრების მტანჯველ სისატიკეს, ნუ ცდილობ თვალებში გაეხირო. და თავადს - უმიწოს და უმოსახლოს მომდევს წუთიერი შეშფოთება- ვაითუ თავადის ქალს მოჰბეზრდეს და წავიდეს - გარეთ ეტლი ელოდება. გიო ანდრონიკაშვილი
|
|
| |
ნარჩიტა | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-04-06, 8:41 PM | შეტყობინება # 41 |
 ლეიტენანტი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 65
სტატუსი: Offline
| * * * შენს ძუძუს თავებს- ალუბლის მარცვლებს დავკოცნი როგორც ლალის საყურეს. მზე ასუფთავებს ვნებებს და განცდებს და აღზნებული ტანზე დაგყურებს. შენ გაშლი მკლავებს ფეხებს და თრთოლვით დაუცდი ნუშის დაკვირტულ რტოებს. გაზაფხულს კლავენ უხეში თოვლით და როგორც გუშინ მე გტოვებ!გტოვებ! მე მოვალ დილით, როდესაც შენში, სიზმარი ბოლო აკორდს აიღებს.. და ისევ შიშველს აგიყვან ხელში, შერცხვება თოვას და გადაიღებს. მიგაწვენ ვარდის, ფურცლების ზვინთად, ხარ - ირემივით მოგიძოვ ვნებას და ისევ ბარდნის, და შენთან მინდა, და რაღაც ჩვენზე უზომო ხდება. მზე დადნა შენი განცდების ცქერით, გაიძრო ზეცა და შენსკენ მოდის და ვდგავარ, როგორც სამყაროს მცველი, და ვიბრძვი შენი სურნელის ტოტით.. გიორგი ზანგური
|
|
| |
ნარჩიტა | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-04-06, 10:51 PM | შეტყობინება # 42 |
 ლეიტენანტი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 65
სტატუსი: Offline
|
ქართველი ქალი
|
|
| |
მარიანა | თარიღი: ორშაბათი, 2011-07-25, 11:34 PM | შეტყობინება # 43 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
| საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი
ძველად თურმე, როცა მტრების უთვალავი ჯარები მოდიოდნენ, რომ გაეღოთ საქართველოს კარები, მამაკაცებს გვერდით ჰყავდათ, ვით ფოლადის ფარები და მტრებს მათთან ერთად სცემდნენ საქართველოს ქალები.
ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი, გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წყნეთელი.
მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი, საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის. სადაც უნდა ყოფილიყვნენ, მარად დაუზრახველნი, - საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი.
ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით, მიდიოდნენ და მიჰქონდათ ჩალისფერი დროშები, ბევრჯერ სისხლით შეღებილა მათი ავგაროზები.
სადაც უნდა ყოფილიყვნენ, თუნდ სამარის კარამდის, ოსმალეთის მიწა იყო, თუ მინდორი მარაბდის, - საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის.
სადაც უნდა აღემართათ სატევარი და გორდა, ვაჟკაცურად მიიწევდნენ, ვაჟკაცურად გაჰქონდათ – სპარსეთში თუ დაღესტანში, კრწანისთან თუ შამქორთან, საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწა თან ჰქონდათ.
სიკვდილის წინ რუსთაველის შაირების ძახილით მიწას გულში ჩაიკრავდა ქართლელი თუ კახელი, - საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი.
შვილებს ომში აგზავნიდნენ წარბშეკრული დედები, აგზავნიდნენ, აბარებდნენ დედურ დაიმედებით: თუ ისარი ზურგში მოგხვდეთ, არ დაიჭრათ მკერდები, ხელმეორედ ნუ გენახოთ საქართველოს ქედები:
ისე მტკიცე იყვნენ თურმე, ვით მეტეხის კედელი, გმირი თინა წავკისელი და მაია წყნეთელი.
მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, მტერი თრთოდა ვერანი, საქართველოს ცის ფერს ჰგავდა ფერი მათი მერანის.
მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი, საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი.
|
|
| |
მარიანა | თარიღი: ორშაბათი, 2011-07-25, 11:39 PM | შეტყობინება # 44 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
| * * *
მთვარე აჩაღებს კელაპტარს – სიყვარულს უდგა მაზანდა; ჟინ მიტანს: მაგ შენ კენარტანს მოვერტყა უსურვაზადა!
ყელამდე ამოგეხვიო, სული გიბერო – ნიავი; დაუხელაო ხეხილო, უბე გიმხილო რთვლიანი.
თუნდა, ქვეყანამ მიშუროს, თუნდა, მომყეფდნენ მწევრები... ბაგეზე გადმოვიჟურო შენი ნაბულა მტევნები!
მუხლიდან ყარყარ ყელამდე ღილად აგასხა ფოთლები; ყამარქალივით ღელავდე, კავებ გიშალო შფოთები;
ვერვინ გვიშალოს წაწლობა, ვერც ლიქნით, ვერცა – ომითა; დაიწვას შენი ქალობა, როგორც რო დამწვი ნდომითა!..
ლაშა გვახარია
|
|
| |
|