მ ა ნ დ ი ლ ი ორშაბათი, 2025-06-23, 6:52 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 8 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • »
ნამცეცა ლექსები
სინიორათარიღი: კვირა, 2011-01-09, 7:34 PM | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 53
სტატუსი: Offline


 
მარიანათარიღი: ორშაბათი, 2011-02-14, 11:35 PM | შეტყობინება # 106
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

მითხარ ბედო, სად წაუხვალ სირცხვილს,
სადა ჰქონდა გრიბოედოვს თეირანში დასაღვრელი სისხლი.
მითხარ ბედო, გულდამწველო, შენს წინ ვდგავარ გრიგალივით მწყრალი,
სადა ჰყავდა საქართველოს ცრემლის ტბაში დასახრჩობი ქალი?!


 
მარიანათარიღი: ორშაბათი, 2011-02-14, 11:36 PM | შეტყობინება # 107
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ქალი შენსავით მადის აღმძვრელი
არ შემხვედრია დღემდე,
მადლი მოისხი შუახნის კაცის,
მენდე!


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-17, 4:44 AM | შეტყობინება # 108
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 53
სტატუსი: Offline
* * *

ვერ დაამარცხებს ჭორი ურიცხვი
მათ, ვინც გრძნობათა ტრიუმფს დაესწრო!
ხელებს ბევრი შლის სიყვარულისთვის,
მაგრამ სულ ცოტა ხდება მაესტრო...


 
სინიორათარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-17, 4:48 AM | შეტყობინება # 109
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 53
სტატუსი: Offline
* * *
ათასგან ვიყავ,
ცხენი ათას ღობეს მივაბი,
დავტოვე ყველგან ჩემეული
თითო ნიღაბი -
ზოგან ვაჟკაცის, ზოგან ლოთის
და ზოგან ლაჩრის,
ხოლო მე თვითონ,
ყველასათვის უცნობი დავრჩი.


 
დარინათარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-09, 4:18 AM | შეტყობინება # 110
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
* * *
წარსულ დღეებზე ნუღარ იდარდებ,
ატკივებული გული მომანდე,
რადგანაც ვიცი, უნდა მიყვარდე
ბოლომდე, სულის ამოხდომამდე!


 
დარინათარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-09, 4:21 AM | შეტყობინება # 111
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
* * *
ცაზე ღრუბლები ისევ შეერთდნენ,
თავზე დამნათის მთვარის პროფილი,
ისევ აღვსდექი ათასმეერთჯერ,
შენგან ათასჯერ უარყოფილი!


 
მარიანათარიღი: პარასკევი, 2011-03-11, 5:18 AM | შეტყობინება # 112
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *
შორს შეგამჩნიე თუ მომელანდე?!
ბინდი იყო და ვერ დაგინახე.
რატომ მინდოდა მოსვლა შენამდე,
ალბათ იმიტომ, რომ მომენატრე...


 
ნარჩიტათარიღი: ოთხშაბათი, 2011-03-30, 4:32 AM | შეტყობინება # 113
ლეიტენანტი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 65
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
* * *
ჩემს ცრემლს,
ჩემს დარდს,
ჩემს ნაღვლიან ღიმილს,
ერთი სიტყვა - უშენობა ჰქვია,
მე ამ ქვეყნად სულ ყველაფერს გავუძელი,
ერთმა სიტყვამ - უშენობამ მძლია...


 
მარიანათარიღი: პარასკევი, 2011-04-01, 3:21 AM | შეტყობინება # 114
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *
ეს მოგონებაც მალე გაქრება,
მე ხომ შენთვის ვარ ათასში ერთი,
წვიმის წვეთი ვარ შენს თავსხმაში და
კვამლის ბოლქვი ვარ, - ვნებათა ცეცხლში.
მე შემოდგომის ხსოვნად დამრჩება,
შენი რომ ვიყავ . . .
. . . ათასში ერთი!


 
ნარჩიტათარიღი: ოთხშაბათი, 2011-04-06, 8:26 PM | შეტყობინება # 115
ლეიტენანტი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 65
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
* * *
გულს გავაკრავდი გრძნობის ტაძარში
ყველა გუმბათებს,
ბედნიერია, სიყვარულში ვისაც უმართლებს!
დღეს სიყვარული სიცოცხლისთვის
პორტრეტს ხატავდა,
როგორც ვიხილე, იქვე ავტირდი,
ჩემსას არ ჰგავდა...


 
ნარჩიტათარიღი: ოთხშაბათი, 2011-04-06, 8:35 PM | შეტყობინება # 116
ლეიტენანტი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 65
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
* * *
გზა,
სიყვარულის გადასარჩენად,
ბევრი ვეძებე
და მაინც არ ჩანს,
ნუღარ მისურვებ ბედნიერებას,
ბედნიერება მე შენში დამრჩა...


 
ნარჩიტათარიღი: ოთხშაბათი, 2011-04-06, 10:38 PM | შეტყობინება # 117
ლეიტენანტი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 65
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
* * *
ტბის სიღრმე ჰქონდა ჩვენს სიყვარულს
და ცის სიმაღლე..,
მთვარის სინათლე
და სინაზე წვიმის წვეთების.
ისევ ცხადად გგრძნობ,
შენში მძინავს, შენში ვთენდები,
და კანსაც ისევ
სუნი ასდის შენი შეხების…


 
ნარჩიტათარიღი: ოთხშაბათი, 2011-04-06, 10:47 PM | შეტყობინება # 118
ლეიტენანტი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 65
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
* * *
გავუფერულდი,
მოდი,
დამფერე,
ახლა ჩვენს შორის
ერთი სუნთქვაც არის სიშორე,
ქვიშიანია ჩემი ნაპირი
და
შენი ტანის მღელვარება ვერ მოვიშორე.


 
ნარჩიტათარიღი: ოთხშაბათი, 2011-04-06, 10:54 PM | შეტყობინება # 119
ლეიტენანტი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 65
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
* * *
აფრა და დროშა უქაროდ,
ეგა ვართ, კაცნი უქალოდ,
ქალს, სილამაზეს, სიყვარულს
სანამ ვარ, მინდა ვუგალო!
და როცა ამ ნიჭს დავკარგავ,
მაშინ მომიხმე, უფალო...


 
ნარჩიტათარიღი: ოთხშაბათი, 2011-05-11, 3:27 AM | შეტყობინება # 120
ლეიტენანტი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 65
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
* * *
ბავშვად ვბერდები, თუმცა უკვე გავჭაღარავდი,
ვგრძნობ, რომ გრძნობები ძველებურად ვეღარ მაბრუებს,
მაგრამ სული კვლავ იმ პატარა გოგონას სულს ჰგავს
ზღაპრის მოყოლას რომ შეჰპირდნენ და... მოატყუეს!


 
  • გვერდი 8 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • »
ძებნა:

Copyright MyCorp © 2025Make a free website with uCoz