მ ა ნ დ ი ლ ი ორშაბათი, 2025-06-23, 9:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
საქართველოზე სიმღერა
სინიორათარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 3:17 AM | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 53
სტატუსი: Offline



 
მარიანათარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 3:19 AM | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

საქართველოზე სიმღერა
ხუმრობა ნურვის ჰგონია,
სხვაგვარი ყელი სჭირდება
სხვა ჰანგი, სხვა ჰარმონია..

მოდით დავუთმოთ ეს მადლი,
ლერწმის ამ ღეროს, იმ ღეროს,
ყველას როდი აქვს უფლება,
საქართველოზე იმღეროს!...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 3:21 AM | შეტყობინება # 3
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 53
სტატუსი: Offline
ღმერთი და ხელები

მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი,
თეთრი ღრუბლები ეფინა ბალიშებად,
მყინვარი შანდლად ედგა, შიგ მზე სანთლად ენთო
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა.

წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა,
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა,
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა,
რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა...

მის წინ რიგში იდგნენ ზანგნი თუ არაბნი,
ფრანგნი თუ ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ,
ზოგს ველი არგუნა,
ზოგს მთების ქარაფი,
ზოგს ცხელი უდაბნო,
ზოგს ვრცელი მინდორი.

ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთების კალთები,
უფლის განაჩენი არ იყო სადაო,
მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი,
რიგი და ქართველნი?
საიდან სადაო...

და როცა პირწმინდად დარიგდა მთა - ბარი,
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ,
უეცრად, ჩვენები, სად იყვნენ სად არა,
წარუდგნენ და ჰკითხეს: ჩვენ რა ვქნათ უფალო?

მიწის ამზომელნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ,
ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც,
განცვიფრდა: - ვინა ხართ, სადა ხართ აქამდე,
მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე!...

- ქართველნი გახლავართ, გავშალეთ ნაბდები,
შენი სადღეგრძელო თასები მოვცალეთ,
რიგს ლხინი ვარჩიეთ! გაქეთ და გადიდეთ
და დაგვაგვიანდა, ჰე, ღმერთო, მოწყალევ!

დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო,
მეუფევ მაღალო!
და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი,
ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად,
რა ვუყოთ, ნუ სწუხხართ, შენ კარგად იყავი,
ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა!

ალპებად, ანდებად თუ კავკასიონის
მთებად აიწივნენ წარბები შეკრული,
- სად დაგაბინაოთ, არ არის იოლი,
ასეთი ლამაზნი, მამაცნი, ერთგულნი...

სულ ყველა გავეცი, ბილიკიც, ჭიუხვიც,
მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი,
აქ კალთა დავბერტყე სიუხვის, სიტურფის,
საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი!

მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები,
და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის,
ზეცაში ვიცხოვრებ! ხოლო ეს ედემი
თქვენთვის დამითმია, დე, იყოს ალალი!

--- --- ---

და ასე წაბრძანდა ღმერთი ცათაშინა,
ჩვენ კი დაგვიტოვა ღვთიური მთა - ბარი,
მიტომ საქართველოს, რა არ გააჩნია,
ჰქუხს მისი სიტურფის, სიუხვის ამბავი....

--- --- ---

შეუნდოს იგივე უფალმა, ვინც ვითომ
ქართველებს თავისი გვაჩუქა საუფლო,
ან შურდა ყოფილა, ან მიეთმოეთი,
არ ვიცი ლეგენდა ნაჩმახი სხვა უფრო.

უფალ ღმერთს კი არა, თუ გინდათ მართალი,
აქ კალთა ჩვენს მშრომელ ხალხს დაუბერტყია,
და თუ საქართველო სამოთხე რად არის?
ქართველი გლეხკაცის ხელები გეტყვიან:

დახედეთ მის ხელებს - დაკოჟრილს, დაშაშრულს,
ხან დამწვარს, ხან დამზრალს მზესა თუ ყინვაში,
დახედეთ მის ხელებს და გსურთ თუ არა გსურთ,
ნისლივით გადნება ლეგენდა - მირაჟი...


 
მარიანათარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 4:46 AM | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ვერ წაიღეს, ვერა!

მტერს უტევდა კავკასიის მაღალ მთებთან, -
განა მტარვალს მიწის გოჯი მისცა?
დაიჭრა და მიწას სისხლი დაეწვეთა,
ბუბუნებდა კავკასიის მიწა...

სამშობლოის ცას სცოდნია გაშლა ლურჯად,
ცხრათვალა მზე თავს დაადგა მხედარს,
კვდება გმირი? სამშობლო ხომ გადაურჩა?
გავზარდეო, იტყვის ქართვლის დედა!

ცეცხლმა დაწვა ცა მწვერვალზე დანაფერდი,
მზე რომ გადიწვერა,
მერე რა, თუ სუნთქვას შეწყვეტს ფართე მკერდი,
ვერ წაიღეს, ვერა!

ეს კი არა, მას ანცვიფრებს მხოლოდ ერთი, -
უტირია ლამაზ ფერაფერას?
პაწაწინავ, მე გავწირე თავი შენთვის,
ჩვენი მიწა ვერ წაიღეს, ვერა!

ფერაფერას თავი მასთან დაუხრია,
მის დაცხრილულ, მის სისხლიან მკერდთან,
ფერაფერა ჩასჩურჩულებს დაჭრილ მხედარს:
დაგდომია მზე შარავანდედად!

მტერს უტევდა კავკასიის მაღალ მთებთან,
განა მტარვალს მიწის გოჯი მისცა?
უსათუოდ სამადლობელს ღაღადებდა
საქართველოს მადლიანი მიწა...


 
მარიანათარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 4:47 AM | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
მოდიოდა ნინო მთებით

ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა,
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...

მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი,
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...

თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე!

მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა,
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილესო;
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“- მიუგებდა იესო.

გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 4:50 AM | შეტყობინება # 6
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 53
სტატუსი: Offline
* * *
ქართული სული ვაჟკაცურ
ცეკვებში ამღერებული,
ხან დინჯი, როგორც ლილეო,
ხან ფიცხი, გახელებული;

მოსხლეტილ ზვავთა ზრიალი,
ცაში ნავარდი არწივად,
ფართა და ხმალთა ჯახანი,
შეტევა, თავის გაწირვა;

მკლავებში გამომწყვდეული
ოცნება, უსაზღვროება,
ქალ-ვაჟთა ტრფობის უკვდავი
და უნაზესი პოემა...

რაც კი უხსოვარ დროიდან
ჩვენს გულში ცეცხლად ანთია,
ქართველ ხალხს ქართულ ცეკვებში
ჩაუქსოვ - ჩაუხლართია.

იოსებ ნონეშვილი


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 4:51 AM | შეტყობინება # 7
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 53
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 4:53 AM | შეტყობინება # 8
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 53
სტატუსი: Offline
* * *

შენი ძუძუ მიწოვია, შენს მიწაზე დავიბადე,
მიყვარს შენი ზღვის სილურჯე, შენი ზეცის სილაჟვარდე.

თბილისი და ქუთაისი, შენი ტურფა დასავლეთი,
გორი – ქართლის შუაგული, იმერეთი და კახეთი!

შენი დიდი საუკუნე – სვეტიცხოვლად აღმართული,
შენი მტკვარი მოდუდუნე, თუ ჩხრიალა ნაკადული.

ფიროსმანის მოხატული, თუ ჩინგიზხნის გადამწვარი,
ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი ერთიანად წმინდა არი!

დღეს ბაღებად გადაშლილხარ, კასპიიდან – კოლხიდამდე,
მიხარია, საქართველოს მიწაზე რომ დავიბადე!

ჭავჭავაძის დიად სახელს და აკაკის ზევსურ მზერას,
ნატოს თვალებს, ლადოს სახეს, მზისკენ მქროლავ ტატოს მერანს,

ყაზბეგის და ვაჟას მხარბეჭს – მყინვარისგან გამოკვეთილს,
შენ გვიზრდიდი ჩემო მხარევ, მადლიანი შენი მკერდით.

ხუნდახსნილი ნესტანი ხარ, ტყვედ რომ ჰყავდი დიდხანს ქაჯეთს,
ვანოს ტკბილი ლერწამი ხარ, შენ გიმღერდა, მხოლოდ შენ ერთს!

კოტეს დამწვარ გულის ფერფლში ბრწყინავ მარჯნის ნათელ სხივით,
ფალიაშვილს ტკბილ ჰანგებში გაუდვნიხარ... სანთელივით...

გრიბოედოვს შენს მიწაზე უპოვნია მყუდრო ბინა,
აქ მოსწყვიტა მან საბედო, წინანდალის ვარდი – ნინა.

შენი ძუძუ მიწოვია, შენს მიწაზე დავიბადე,
მიყვარს შენი ზღვის სილურჯე, შენი ზეცის სილაჟვარდე.

დღეგრძელობა მადლით აღვსილ მიწას, შენს ხალხს და თან ვარდებს
თამარის და შოთას მსგავსი სხვა მრავალი გაგვიზარდე!


 
მარიანათარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 4:54 AM | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
მარიანათარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 4:56 AM | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
დაკარგული საფლავი

სჭექდა და ქუხდა ქართველთა სამეფო – სახელგანთქმული,
მტრები საკუთარ ჩრდილებად მიწაზე ჰყავდა გართხმული.

ინდოეთამდე აღწევდა თამარ – მზექალის დიდება,
ტახტზე ოცი წლის ავიდა და სიკვდილამდე იმეფა!
გარდაიცვალა, გაძნელდა მისი საფლავის მიგნება;

როცა სიკვდილის სარეცელს ესვენა ღონემიხდილი,
და როცა გვირგვინს სტაცებდა დაუნდობელი სიკვდილი,

როცა თავს ვეღარ იღებდა, როცა ძალ – ღონე წაერთო,
ჩურჩულით უთხრა სპასალარს: "ორ მოყმეს დამიძახეთო!

მომიყვანეთო მოყმენი, ჩემი ერთგულნი მარადო,
მაქვს საიდუმლო სათქმელი და მინდა, იმათ გავანდო!
ნუღარ აყოვნებ, ხომ ხედავ, სული ამომდის თავადო..."

თქვა და მიმქრალი თვალები შუბლზე შეანთო სპასალარს,
წადიო! – ხელით ანიშნა, სიტყვის თქმა აღარ აცალა...

ჩაფიქრებული გასცილდა სასახლეს მხედართმთავარი,
და ვერ გაეგო, ორ მოყმეს რატომ უხმობდა თამარი!

მეფე – ქალს! ქართველთ დიდებას, მკლავებში ღონე წაერთო,
კვდებოდა მეფე – მეფეთა, სამშობლოს ძარღვი საერთო.
კვდებოდა გვირგვინოსანი... გლოვობდა მძლავრი სამეფო.

კარის გაღებას უცდიდა თვალები, დედა ლომისა,
სიკვდილს კი არა ჩიოდა, წუხდა, უღონოდ რომ იწვა...

ამ დროს გაიღო კარები, დამწუხრებული დარბაზის,
მომაკვდავისკენ დაიძრა ორი ლომკაცი – ლამაზი...

ნელ – ნელა მოირხეოდნენ, ჩეხვა – სროლაში სწრაფები,
შვენოდათ შავი ულვაში, გადარაბული წარბები.

ძმები არ იყვნენ, ძმებს ჰგავდნენ ვაჟები მხრებგანიერი,
მტერს შიშით მიწას აჭმევდა მარტო იმათი იერი!...

მიუახლოვდნენ მომაკვდავს, გაჩერდნენ დამუხლებულნი,
სულთმობრძავ მეფის ბრძანებას უცდიდნენ დამწუხრებულნი.

უცდიდნენ მეფის ბრძანებას ჭრელ ნოხზე დაჩოქილები,
თავს გასწირავდნენ ფიცისთვის, ლაშქარში გამოზრდილები...

და აი, ღონემიხდილმა თამარმა მოყმეთ შეხედა:
"კეთილ იყოსო ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა!

დამმარხეთ, არვინ იცოდეს ჩემი საფლავი სად არის,
დაე, ვერავინ გაიგოს სადა მარხია თამარი!
ქალი ვარ, მაგრამ ამ ქვეყნად მტერი მყავს ერთობ მრავალი...

ქალი ვარ, მინდა მიწაშიც შემრჩეს ეს წმინდა ნამუსი,
უსიტყვოდ დამასაფლავეთ ჩემს სათაყვანო მამულში.

არ მინდა ქვაზე ჩუქურთმა, საფლავი არვინ იცოდეს!
თორემ მომხდური თათარი ჩემს ჩონჩხსაც არ შეიცოდებს.

მომხდური სპარსი და თურქი საფლავს აიკლებს, წაბილწავს,
ცოდვის ცეცხლს წაუკიდებენ სამშობლოს ზეცას და მიწას!"

ეს თქვა თამარმა და ფართო, შავი თვალები დახუჭა,
სიკვდილის ბევრჯერ მძლეველი დღეს სიკვდილს ვეღარ გადურჩა.

ვაჟკაცებს ცრემლით აევსოთ ცეცხლისმფრქვეველი თვალები,
მათ შუბლზე სისხლით ეწერათ თამარის დანაბარები...

ცხრა დღეს იტირეს ცხედარი, დიდებულ თამარ მეფისა,
მეცხრე ცათამდის ავიდა გლოვა და ზარი ქვეყნისა
და უპირქუბოდ ჩამოწვა დღე – ცხედრის გასვენებისა.

ცხრა კუბო გამოიტანეს... მხრებით წაიღეს ცხრა მხარეს,
შავმოვლებული დროშები ხელის კანკალით დახარეს...

ცხრა მხარეს ხალხი დიოდა, ცხრა მთაზე გადამავალი,
ცხრა კუბო მხრებით მიჰქონდათ და არ იცოდა არავინ,
მაინც რომელში ესვენა მეფეთა – მეფე თამარი!

ანდერძს მომაკვდავ მეფისას ვინ გაიგებდა, აბა ვინ,
ორ მოყმის გარდა არავინ იცოდა იგი ამბავი.

იმ ორმა ხალხის მალულად მთაში გათხარა სამარე,
მათ ჩაასვენეს მიწაში, მათ დაიტირეს თამარი.

მათ უპატრონეს ღირსეულ, ამოუშენეს ქვითკირი,
შებინდებისას ცას სძრავდა ქართველ ლომების ქვითინი!...

დამარხეს... სადაც მთის ძირას წყაროს ჩუხჩუხი გაისმის,
სადაც გულუხვად მაისობს ჭრელყვავილება მაისი.

დამარხეს, მერე ბილიკით დაეშვნენ თურმე თავქვეზე,
წყაროსთან შესდგნენ და ცივი წყალი ისხურეს სახეზე.

მიწანათხარი ხანჯლები ტიტველა ქვებზე დალესეს,
დალესეს, მერე გაცვალეს, ერთმანეთს გადაეხვივნენ,
ჯერ გადაჰკოცნეს და მერე... სამშობლოს მიწას ემთხვივნენ!

მიწას ემთხვივნენ, წამოდგნენ, გალომებული ვაჟები,
ამბობენ თურმე ერთმანეთს გულებში ჩაჰკრეს ხანჯლები...

... ... ...

და მოჩუხჩუხე წყაროსთან სისხლი დაღვარეს ალალი,
რომ ქვეყნად არვის გაეგო, სად განისვენებს თამარი!


 
რუპანარითარიღი: შაბათი, 2011-01-08, 7:45 AM | შეტყობინება # 11
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
ჯილდოები: 3
რეპუტაცია: 21
სტატუსი: Offline
ვუმღერ სამშობლოს!

სულ ჩემი გულის მონაწურია,
რაც დაეპწკარა ქაღალდს ლექსები,
ვუმღერ სამშობლოს, კიდევ მწყურია,
და მის სიყვარულს დავემწყემსები.

მშობელ მიწაში მიდგას ფესვები,
როგორც წყალში დგას წნორის ძირები,
სიცოცხლეს არვის დავესესხები,
თუ სამშობლოსგან გავიწირები!

მარადი შუქით ბრწყინვალებს იგი,
მისი ნათელი დამთოვებია,
სიცოცხლე - მისი მშვენების იქით -
ერთ ნაბიჯზედაც არ მდომებია!

აჟღერდეს მისთვის პოეტის ენა
და ტკბილი სიტყვის გამართულობა.
ვით ღონიერი ნიაღვრის დენა,
ჩემი თქმულება, ლექსქართულობა!

დამდგარა ჩემი სიმღერის ჯერი,
ეს ყვავილები მე დავაგროვე;
მე ვარ სამშობლოს ჩუქურთმის მჭრელი,
ვარ ახალ ქართლის თანამედროვე!

გულის ნათელი მე მიპოვია,
ქართლის დიდების მე ვარ მნახველი,
სამშობლო - ჩემი გულის ფეთქვაა,
სამშობლო - ჩემი ლექსის სახელი!


 
დარინათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 10:20 PM | შეტყობინება # 12
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
კრწანისის ყაყაჩოები
(სამასი არაგველის სხოვნას)

ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.

შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?

შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა!
სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა?

იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა,
მაშინ თქვენ თვითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად:

თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა,
მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბდღვრიალა?

ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.


 
დარინათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 10:27 PM | შეტყობინება # 13
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
* * *

შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ...
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა.
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერი ტაო,
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო...


 
მარიანათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 10:29 PM | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე, საქართველოს მთებში,
ბილიკს ამადევნა კენტად,
წვიმის დამაწია თქეში.

მუხა შემახვედრა ბედად,
ბინდით ჩაღამებულ ტყეში,
უკუ მაყრევინა სევდა,
კოცნა მაბნევინა თმებში,

წამით დამანახა დედა,
დილით აგორებულ მზეში,
მწყურვალს შემაგება კლდე და
მასვა ნაკადული პეშვით.

რამდენ სითამამეს ვბედავ,
ძვალზე გაკიდული ლეში,
სადმე წამიყვანა ნეტავ,
სადმე, საქართველოს მთებში.

მანანა ფრუიძე


 
დარინათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 10:31 PM | შეტყობინება # 15
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
ქართლის გზაზე

ჰეი, ძმობილო, შეხედე, რამდენი ყაყაჩო გაშლილა!…
რაც უფლისციხეს გამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა;

მინდვრებს, გორაკებს, ფერდობებს ეფინება და ედება,
გზაში ყაყაჩოს შეხვედრა სიკეთედ დაგვებედება:
სულ ახალგაზრდა ვიქნებით, გული არ დაგვიბერდება!

ჰეი, ძმობილო, შეხედე რამდენი ყაყაჩო გაშლილა!…
რაც უფლისციხეს გამოვცდით, უფრო და უფრო გახშირდა.

მოდი, ჩვენ ესეც ვიკმაროთ და სხვა დიდება ნუ გვინდა,
ყაყაჩომ თუ მოგვანათოს ლამაზი ქალის შუქითა!

ლადო ასათიანი


 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

Copyright MyCorp © 2025Make a free website with uCoz