მ ა ნ დ ი ლ ი სამშაბათი, 2025-06-24, 6:14 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
საქართველოზე სიმღერა
სინიორათარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 3:17 AM | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 53
სტატუსი: Offline



 
მარიანათარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-07, 5:05 AM | შეტყობინება # 31
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
საქართველოო ლამაზო

ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველი სად არი?"
ცა ვარსკვლავებით ინთება,
ცა – არცა რისი სადარი...
მთვარე რომ ამობრწყინდება,
გული გაფრენად მზად არი...
დიდება, შენი დიდება,
„სხვა საქართველო სად არი?"

მინდვრები, ქართლის მინდვრები,
ქედები მხარგაშლილები...
მთაში – ტყე დანაბინდები,
ტყეში – ქორბუდა ირმები...
ბარად შრიალებს ჭადარი,
მზეს უმღერიან ჩიტები...
მხარევ მოსილო დიდებით,
„სხვა საქართველო სად არი?"
ლურჯი ბალახი მხარამდი,
მწყერი გოგმანობს ბალახში...
თეთნულდზე – მზე და ბადაღში...
სხვა საქართველო ვინ ნახა?
„სხვა საქართველო სად არი?"

როს ვარსკვლავები ხმაურით
აინთებიან ცათანი,
კლდეს მოაწყდება ზღვაური
მეშვიდე ცაზე ატანილს...
კლდეებში ჯიხვი დაფრთხება,
გორში იტირებს ატამი,
ყაყაჩოს გვერდს ვერ აუვლი,
„სხვა საქართველო სად არი?"

აქ დაიბადა „სულიკო",
მზისკენ გაფრინდა „მერანი"...
და თუნდაც გადმოსულიყო
მტერი შმაგი და ვერანი,
მარჯვენს მოსჭრიდა ალუდა,
სით გაუშვებდა ლელაჲ?
აქ დაიბადა „სულიკო",
მზისკენ გაფრინდა „მერანი"...

მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...
დაბლა შრიალებს მოლისებრ
ყანაი გაუყელავი...
ფიქრს დაუღლია ონისე,
ბახტრიონს მიდის ლელაი...
მთათ ორბის ფრთები მოისხეს,
ცაში ასულა ძერაი...

ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი...
ძეწნამ ალერსით ამავსო
ეჭვებით ნაავადარი...
საქართველოო ლამაზო,
„სხვა საქართველო სად არი?"


 
რუპანარითარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-07, 5:15 AM | შეტყობინება # 32
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
ჯილდოები: 3
რეპუტაცია: 21
სტატუსი: Offline
მრავალჟამიერ!

შენს ლურჯ მწვერვალებს, თოვლი რომ ფარავს,
თერგს და დარიალს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
შენს შმაგ ჩანჩქერებს, მთებიდან ბარად
რომ იჩქარიან,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
შენს მამაც გმირებს, - გზა საომარი
მხნედ რომ გალიეს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
თავისუფლების, შრომის და ბრძოლის
ძლიერ არმიებს,
ჩემო ქვეყანავ, დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
რიონს და ჭოროხს, მტკვარსა და არაგვს -
მზიან-მთვარიანს,
ახალ მშენებლებს - დიდება მარად,
მრავალჟამიერ!
მოეფონება შრიალი ხეთა
მიწას გვალვიანს...
მშვიდობა, მარად მშვიდობა შენდა,
მრავალჟამიერ!
ზურგში თუ ფრონტზე გზა საომარი
ძლევით გალიე!
ჩემო სამშობლოვ, დიდება შენდა,
მრავალჟამიერ!


 
ნარჩიტათარიღი: კვირა, 2012-10-07, 10:40 PM | შეტყობინება # 33
ლეიტენანტი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 65
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
***

ღმერთმა ჭირი გვაშოროს და
შოთას ფრესკა არვინ შალოს...
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან
არაფერი შეგეშალოს!

სხვამ არ თოხნოს ჩემი ყანა,
არც ჩონგური ჩემი თალოს...
მე ისეთი მგლები მყვანან,
ალგეთს მტერმა ვერ დათვალოს!

ალავერდში ვანთებ სანთელს,
იმ გმირების წასვლას ვნანობ, -
არტანუჯთან ვხვდები ხანძთელს,
რომ ფეხები ცრემლით ვბანო!

ბერი - თათრის ანაკუწი -
გვარიდებდა სისხლის კალოს...
ყველა დუშმანს, როგორც უწინ,
გზა თევდორემ გაუკვალოს!

ვინ აგაკრავს აწი ზეცას,
გორგასლანის დიდო ფარო?
აქ აბჯარი მთასაც ეცვა,
აქ თამარი დედოფალობს!

ღმერთმა ჭირი გვაშოროს და
შოთას ფრესკა არვინ შალოს...
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან
არაფერი შეგეშალოს!


 
  • გვერდი 3 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
ძებნა:

Copyright MyCorp © 2025Make a free website with uCoz