მ ა ნ დ ი ლ ი სამშაბათი, 2025-06-24, 5:55 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ნაკადული
მარიანათარიღი: ოთხშაბათი, 2011-04-06, 11:50 PM | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
ნარჩიტათარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-07, 4:25 AM | შეტყობინება # 16
ლეიტენანტი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 65
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
ყველაზე ლამაზი

ყველაზე ლამაზი სახელი ვის ჰქვია? -
პაატას,
თორნიკეს,
როსტომს თუ
ფიქრიას?
ვინაა, ნეტავი, ყველაზე ლამაზი, -
მარიკა,
მამუკა,
თიკო თუ თამაზი?
რითაა ნაკლები
ან ლიკა, ან გია,
სახელი? სახელი სუყველა კარგია,
გერქმევა ციალა,
თამთა თუ თამარი,
სახელი კი არა, -
ქცევაა მთავარი!
ყველაზე ლამაზი სახელი მას ჰქვია,
ვინც კარგად სწავლობს
და არ არის ბაქია,
ვინც მამულს არგია,
ვინც უქმად არა ზის,
ის არის, ის გახლავთ ყველაზე ლამაზი!
ბეჯითი, სხარტი და
სიკეთის მნერგავი,
ლამაზი იქნება
ყოველი თქვენგანი!...


 
მარიანათარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-07, 4:35 AM | შეტყობინება # 17
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
ნარჩიტათარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-07, 4:38 AM | შეტყობინება # 18
ლეიტენანტი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 65
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
მოწვევა სწავლაზე

ბიჭო, ვისი ხარ მალხაზი,
დაურჩი დედაშენსაო;
საქმე რომ არა გქონდეს რა,
ჩამოირბინე ჩვენსაო;

გადგიშლი წიგნსა პატარას,
მეც მოგიჯდები გვერდსაო,
გასწავლი წერა-კითხვასა,
არაკებს გეტყვი ბევრსაო;

გიმღერებ და შენც გამღერებ,
ლექსებს გასწავლი ძველსაო!


 
დარინათარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-07, 4:41 AM | შეტყობინება # 19
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
არითმეტიკა

- მთელიდან თუკი მეოთხედს
ოთხჯერ ავიღებთ, საბა,
მაშინ რამდენი დარჩება,
უცებ თუ მეტყვი, აბა?

დუმილით შეხვდა ბიჭუნა
არითმეტიკულ კითხვას.
ბებიამ: - ადვილიაო,
რატომ ფიქრობო დიდხანს.

აი, ოთხად ვჭრი ქლიავს და
ვიღებ ოთხივე ნაწილს,
ჰოდა, შეხედე, რა რჩება? –
უთხრა ღიმილით ყმაწვილს.

მყის გაუბრწყინდა თვალები
პაწაწკინტელა საბას:
- კურკაო, - წამოიძახა
გახარებულმა სწრაფად.


 
დარინათარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-07, 4:46 AM | შეტყობინება # 20
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline


 
დარინათარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-07, 4:47 AM | შეტყობინება # 21
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
ნუ იამაყებ

ნუ იამაყებ, თუნდ იყო
ცხრა თავი ბაყბაყ-დევია,
ნუ იტყვი, ის რას დამაკლებს,
მე ვარო მძლეთა მძლევია.

გახსოვდეს, კოვზსა პაწიას
დიდი ზღვა დაულევია,
ალვის ხე ცამდე ასული,
ჭინჭველას დაუქცევია.


 
მარიანათარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-07, 4:57 AM | შეტყობინება # 22
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
დარინათარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-07, 5:00 AM | შეტყობინება # 23
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline


 
რუპანარითარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-07, 5:09 AM | შეტყობინება # 24
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
ჯილდოები: 3
რეპუტაცია: 21
სტატუსი: Offline
სამშობლოს სიყვარული

ბებიკოს ვკითხე: - ჩემს გულში
როგორ ეტევით ნეტა,
მამიკო, ბაბუ, შენა და
ჩემი ლამაზი დედა,

ქეთი, მანანა, პაატა,
ნანული, სოფო, გელა,
პატარა ლელაც რომ გაჩნდა,
გულში ჩავისვი ხელად.

მასწავლებლებიც, ბებიკო,
განა ერთი და ორი,
ჩემი კლასელი ბავშვებიც,
ყველა გულში მყავს, მგონი.

ზღვაც გულით დამაქვს, ლურჯი ცაც,
მზეც, ჩახჩახა და თბილი,
გულით ვატარებ, ბებიკო,
ჩვენს სოფელსა და თბილისს,

ბები, მითხარი, გჯერა თუ
არ გჯერა ჩემგან თქმული,
მეჩვენება თუ ქვეყანას
მართლა ვატარებ გულით?

ბებიკომ გულში ჩამიკრა,
მთელი სულით და გულით,
მითხრა: - ეგ არის, რაც არის,
სამშობლოს სიყვარული.


 
რუპანარითარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-07, 5:11 AM | შეტყობინება # 25
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
ჯილდოები: 3
რეპუტაცია: 21
სტატუსი: Offline
„დედა ენა“

ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა,
ჩვენი ენა ქართული,
ვარდნაბამი ფურცელი,
ჩვენს ყრმობაში ჩართული!

დედის ძუძუ მეორე,
სიყვარული პირველი,
ჩვენს აკვანს შემომჯდარი
მგალობელი ფრინველი.

იავნანის ნიავში
ჩვენს ყურთან რომ გაისმა,
ყრმობა რომ გვისურნელა,
როგორც ბაღი მაისმა.

ტკბილად რომ გაგვიხარა
ჩვენ ბავშვობა ბეჩავი -
შავი კაბით გაზრდილებს,
გახუნებულ ლეჩაქით.

ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა,
ჩვენი ენა ქართული,
ოქროსხმიან სიმებად
გულში ამოხლართული.


 
რუპანარითარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-07, 5:11 AM | შეტყობინება # 26
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
ჯილდოები: 3
რეპუტაცია: 21
სტატუსი: Offline


 
რუპანარითარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-07, 5:13 AM | შეტყობინება # 27
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
ჯილდოები: 3
რეპუტაცია: 21
სტატუსი: Offline
ექიმი

მოვიდა და გაგვსინჯა
ერთად მე და ბებია,
მერე უთხრა დედიკოს;
- ბავშვი გაგციებიათ. –
მე კი სულ არ მციოდა,
თბილად მეცვა ზემოდან,
გიზგიზებდა ბუხარი
და ძალიან მცხელოდა.
ავად სულაც არა ვარ,
ან მცივანა როდი ვარ,
ძია ექიმს ეშლება -
მე ბებია ვგონივარ.


 
რუპანარითარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-07, 5:17 AM | შეტყობინება # 28
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
ჯილდოები: 3
რეპუტაცია: 21
სტატუსი: Offline
ენა ქართული

ქართული მარტო ენაა?! -
ქართული ქართველთ რწმენაა!
ღმერთია!
ბედისწერაა!
ზღვა როა! -
იმოდენაა!


 
რუპანარითარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-07, 5:19 AM | შეტყობინება # 29
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
ჯილდოები: 3
რეპუტაცია: 21
სტატუსი: Offline
დიდია თუ პატარა

ყველა ტუქსავს,
ყველა არცხვენს,
დილაა თუ ბინდია;
დასჭირდება -
პატარაა,
დასჭირდება -
დიდია.

- შვილო,
წყალი მომიტანე,
ნუ ხარ აგრე ზარმაცი.
- დედა,
ჯერ ხომ პატარა ვარ,
გაზრდას აღარ დამაცლი?

მომცრო თეფში
რომ დაუდგეს,
იტირა და იტირა:
- დიდი თეფში
რა უყავით,
მე ხომ უკვე დიდი ვარ?!

რა ქნას, აღარ შეუძლია
დედას მეტის ატანა;
თქვით, ბავშვებო,
ეს ყმაწვილი
დიდია თუ პატარა?

ოთარ შალამბერიძე


 
მარიანათარიღი: ხუთშაბათი, 2011-04-07, 5:32 AM | შეტყობინება # 30
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
  • გვერდი 2 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:

Copyright MyCorp © 2025Make a free website with uCoz