მუზების სამყაროში
| |
მარიანა | თარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 0:11 AM | შეტყობინება # 1 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
მარიანა | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 6:43 AM | შეტყობინება # 91 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
| შემოდგომის გაზაფხული მე გეუბნები, გაზაფხულია, შენ შემოდგომის ჭირხლზე მანიშნებ... შენ ამბობ, აპრილს გადაუვლია, მე ძლივს ვაჩერებ ამტყდარ ქარიშხლებს. ტანას ხეობა თრიმლებით იწვის, ბრდღვიალებს, განა გაძარცულია, შემოდგომამაც აპრილი იცის ეს - შემოდგომის გაზაფხულია. ეს - მთის ფიქრია, განა ნისლია, ზეცა ჯერ ისევ გასარკულია, ჯერ ხომ სექტემბრის დასაწყისია, განა ნოემბრის დასასრულია. გზა - გზა ალვები ჰგვანან კელაპტრებს, ხევ - ხუვებს სწვდება ტანას ჩქაფუნი... დასაწყისი აქვს ქვეყნად ყველაფერს, ქვეყნად ყველაფერს აქვს გაზაფხული.
|
|
| |
რუპანარი | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 6:57 AM | შეტყობინება # 92 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
სტატუსი: Offline
| სიკვდილი გვხიბლავს სულ სხვაგვარი ქართველ პოეტებს! წამო, შევცვივდეთ ცხენისწყალში ბედაურებით! მორჩა! მომბეზრდა! დავიღალე ამდენ უნიჭო: დამრიგებლებით, ზემდგომებით, მეთაურებით... მდორე სიცოცხლეს მინდა მკერდი გადაუგლიჯო! რა საერთო აქვს გაგიჟებას ღმერთის ნებასთან?! ქაფმომდგარ ტალღებს მიველეწოთ მხურვალ ტანებით! თუ სიკვდილია, დაე მოვკვდეთ უკვდავებასთან მჭიდრო შეხებით - არა მხოლოდ ხელწატანებით! ვის რა ხელი აქვს, ვინ რას დაწერს - უკეთ ვინ უფრო?! ჯანდაბას დაფნა! უსაჩუქრონ ისევ გოეთეს! ჩვენ ხომ სიცოცხლეც სხვანაირი გვწამს და მით უფრო სიკვდილი გვხიბლავს სულ სხვაგვარი, ქართველ პოეტებს! ხომ გვყავდა ქალი, ვინც გვიყვარდა თავდავიწყებით?! ხომ ვწერეთ ლექსი?! (არ გავქრებით ვიცი, უკვალოდ!) და თუ ბედია, იქ დავმთავრდეთ, სადაც ვიწყებით, ასე ანაზდად, ასე ლაღად, ასე უბრალოდ წამო, შევცვივდეთ ცხენისწყალში ბედაურებით!
|
|
| |
მარიანა | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 7:01 AM | შეტყობინება # 93 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
| დედა ქორი დაეშვა, როგორც შურდული და წიწილებმა როცა იწივლეს, შვილების შიშით გულდამდუღრული გადაეფარა კრუხი წიწილებს. უცებ შევუშვი ჩემს თოფს მარჯვენა, აზრმა დაიწყო გამოდარება, - იქ, სადაც დედა შვილს ესარჩლება, უაზრობაა, ალბათ ჩარევა.
|
|
| |
მარიანა | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 7:01 AM | შეტყობინება # 94 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
| გაყიდული პალტო ბავშვმა იკითხა: "კარაქი გიყვარს?" შენ უპასუხე: "არ მიყვარს შვილო..." დედა, ეს იყო დიდი ხნის წინათ, დღეს მე იმ დღეთა განჭვრეტას ვცდილობ. ჭამდა და ჭამდა მშიერი ბავშვი, ო, არ იცოდა საბრალომ მარტო, რომ სულ ერთ წასმა კარაქში მაშინ, შენ სხვას დაუთმე იმ ზამთარს პალტო.
|
|
| |
რუპანარი | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 7:03 AM | შეტყობინება # 95 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
სტატუსი: Offline
| დედა "დედა გყავს, დაგაქვს სინათლე გულით!" თქმულა და ახლა ვირწმუნე თქმული, - იას, რომელსაც დედის სუნი სდის ცრემლებით ვრწყავ და როგორც ცეცხლს ვუვლი... უმამოდ გვზარდე... პირიდან ლუკმას იცლიდი და ჩვენ გვაწვდიდი ერთობ, და თუ ძუნწობდა საწუთრო გულქვა, შენ კერა შენი სიკეთით გენთო. სულ ჩვენზე სწუხდი, როდესაც თავად, გსპობდა ტკივილი გარდასულ დღეთა, - არ გაგვხდომიხარ არასდროს ავად, შენ სად გეცალა ამისთვის დედა. მიყვარდა შენი თითების გაშლა, შენსკენ ხელივით ვილტვოდი ლამის, რომ ვქცეულიყავ უდარდელ ბავშვად რაღაც ერთი თუ ორიოდ წამით. ჩემს რითმებს შენი სურნელი უდით, თბილი მაქვს სიტყვა, შენი რძით სავსე, ეს შენ დამხურე ნამუსის ქუდი, შენ გამიყვანე სიცოცხლის გზაზე. "უჩემოდ უნდა იცოცხლო, შვილო, სიმღერად უნდა გახვიდე ხალხში, შენ რომ მომიკვდე, იცოდე შვილო, მე სამარეშიც ვიტირებ მაშინ. რაა სიკვდილი... უფრო ძნელია, იცოცხლო, როგორც შეჰფერო რაინდს, - გაგიჭირდება, მე მოვალ შენთან, მე შენთან ერთად ვიქნები მაინც." სხვებს რომ ათოვდა, როდესაც დედებს, ჰკარგავდნენ, როგორც იმედებს გზაში, მეც ისე ვტირი, მეც იმათ ვგავარ, მეც ისე მოვთქვამ ჭაღარა ბავშვი. ჩემს რითმებს შენი სურნელი უდით, თბილი მაქვს სიტყვა, შენი რძით სავსე, ეს შენ დამხურე ნამუსის ქუდი, შენ გამიყვანე სიცოცხლის გზაზე.
|
|
| |
რუპანარი | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 7:08 AM | შეტყობინება # 96 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
სტატუსი: Offline
| * * * ეს გაზაფხული კი არ მოვიდა, კი არ მოვიდა - მე მოვიყვანე, ჯერ არნახული სიმარტოვიდან მზის სინათლეზე გამოვიყვანე... ეს გაზაფხული კი არ გამენდო, ძალის-ძალათი გადმოვიბირე. ისევ აპრილის ვალი დამედო, მარტი ჭკუიდან შეშლას მიპირებს... ეს გაზაფხული ჯერ არნახული სიზმრის სიცხადით ხსოვნას მიბრუებს, ეს გაზაფხული ძველი ვალივით ბოლოსდაბოლოს, მე დამიბრუნებს... ეს გაზაფხული კი არ მოვიდა, კი არ მოვიდა-- მე მოვიყვანე, ჩემი ჯვარცმული სიმარტოვიდან სააშკარაოდ გამოვიტანე... ეკა ბაქრაძე
|
|
| |
მარიანა | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 7:13 AM | შეტყობინება # 97 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
| პაპაჩემი პაპაჩემს ღიმილი უყვარდა და ღიღინში დნებოდა მუდამ, პაპაჩემს სიცოცხლე უყვარდა და ამ ქვეყნად სიკეთე სურდა. პაპაჩემს ოცნება უყვარდა და ცაში აწყვეტილი ქროლვა, პაპაჩემს გაზაფხული უყვარდა და ხეებზე კვირტების თრთოლვა. პაპაჩემს საქართველო უყვარდა და მისი იალბუზის წვერი, პაპაჩემს მეგობარი უყვარდა და საძმოდ გამოწვდილი ხელი . პაპაჩემს ერთი ქალი უყვარდა და მისგან გაჩენილი სევდა, შემდეგ ბებოჩემი დაარქვა და თავისი შვილების დედა. პაპაჩემს ეს ქვეყანა უყვარდა და ეძებდა რაღაცა დიადს, და თუ რამე მიყვარს ამ ქვეყნად ყველაფერს პაპაჩემი ჰქვია.
|
|
| |
რუპანარი | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 7:14 AM | შეტყობინება # 98 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
სტატუსი: Offline
| დედა ძველმოდური პალტო ეცვა, მოდიოდა ქუჩაში და ესმოდა: "რა ხანია გადავიდა ეს მოდა" იყო ბედნიერი დედა, მოდას სულ არ დაგიდევდა, რადგან დედას დრო ჰქონდა, ბრუნდებოდა შინ და ჩვენთვის, თბილი პური მოჰქონდა!
|
|
| |
რუპანარი | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 7:16 AM | შეტყობინება # 99 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
სტატუსი: Offline
| * * * ახლა ღრუბლებიდან არ ცრის, მაგრამ შეწყვეტილი წვიმა, წუხელ გალუმპული ცაცხვის, სველი შტოებიდან ცვივა. წამლის წვეთებივით ჩემში, კირავს, აკოწიწებს ბზარებს, წვეთებს გავუწოდე პეშვი, როგორც წუთისოფლის მგზავრებს. წარბის შეუხრელად, წყნარად, ვდგავარ გაშვერილი ხელით, სველი შტოებიდან წამლად წვეთის ჩამოვარდნას ველი. ხეზე მოდარაჯე ელდა, უცებ ააფეთქებს კვირტებს, ვიღაც მოქალაქე დგება, ხელში შაურიანს მიდებს. თითქოს გადმომასხეს წყალი, თვალი გავახილე მაშინ... ასე იაფია წამით თავის დავიწყება ხალხში?
|
|
| |
მარიანა | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 7:20 AM | შეტყობინება # 100 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
| ბ ი ჭ ე ბ ი კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, სიბრძნით, ძიებით ან დადინჯებით, ჩვენს სასახელოდ მამებთან ერთად, იბადებიან ზოგჯერ ბიჭებიც... ბიჭები... ღმერთო, სულ მთლად ბავშვები (როგორც ლეგენდებს გადმოუციათ), ბავშვებო, ცეცხლს ნუ ეთამაშებით, ნურც ისტორიას, რევოლუციას! წადით, ბიჭებო, სახლებში წადით, წიგნი იკითხეთ ან ითამაშეთ, მაგრამ ბიჭები დროის წადილით ისტორიისთვის წერენ განაჩენს. მე მაინც მგოსნურ სიბრალულს ვიჩენ და ჯადოსნური ხილვის წუთებით, ამ ლეგენდარულ, თავნება ბიჭებს გზაზე ჯიუტად გადავუდგები... აჯაგრულია პარიზი, სენა, ცეცხლი და კვამლი ფერავს ტერასებს, ვიღაც სკუპ-სკუპით და სტვენა-სტვენით გადარბის მოკლულ გრენადერებზე. აჰა, ასკდება ჭურვი ბარიკადს, ბიჭი ჩქარობს და აღარ შეიცდის, - მე გავროში ვარ! - ხელი ამიკრა, მე უნდა მოვკვდე საფრანგეთისთვის! აგე, ნორჩ მხედარს, მგზავრობით დაღლილს, სპარსეთს რომ ელის გზა დამღუპველი, დედის და მამის ფიქრივით თალხი ასდევნებია ნოსტეს ღრუბელი. ბიჭს ცალი ხელით ვწვდები ქამარში, ცალი ხელითაც მხარზე შემოვწვდი... - მე პაატა ვარ, ვერ გადამარჩენ, მე უნდა მოვკვდე საქართველოსთვის! ორმოცდასამის ზამთარი, ყინვა, სძინავთ გერმანულ სადარაჯოებს, არ სძინავს ერთ ბიჭს, არც რუსეთს სძინავს და ბიჭს იმედის თვალს არ აშორებს... - ჰეი, შესდექი, იქ, გაღმა, ხიდთან ღალატს და სიკვდილს მალავს ნაპირი... - მე ოლეგი ვარ,- ღიმილით მითხრა და ამ ღიმილით თქვა ყველაფერი... ვიღაცა ხოხვით თხრილს გადავიდა, გაუწვა ბლინდაჟს, ვით გემის კიჩოს, თიანეთს ძეგლად გნახავთ, კაპიტან, ჩვენო ამაყო, ჭაღარა ბიჭო! არა, ისინი არა კვდებიან, არა კვდებიან, მათ მხოლოდ ჰკლავენ, და ქვეყნად რაც კი იმედებია, აუზიდიათ მათ ბავშვურ მკლავებს. ათასი დაფნა, წიგნი, მოლბერტი, ვინც სიკვდილს თავი არ აარიდა, კაცობრიობა რომ არ დაბერდეს, ჰეი! ვინ მოდის მანდ მომავლიდან?!
|
|
| |
დარინა | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 7:37 AM | შეტყობინება # 101 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
სტატუსი: Offline
| * * * ჩამოინისლა თვალები სივრცით, გადავიღალე მზესთან თამაშით. ხვალე წვიმები იქნება ვიცი, ღამეც დაფერილ სტრიქონს გადაშლის. რად მემატება ღმერთო ფიქრები, ბავშვად დარჩენა სჯობდა იქნება? მე აღტაცება ვიცი ისეთი, ასაკში შესვლა არ მომიხდება... მე აღტაცება ვიცი ისეთი, არ მომიხდება მშვიდი სიბერე, ნუ დამაბერებთ, თორემ დაღლილი ასე ლამაზად ვეღარ ვიმღერებ. ჩამოინისლა თვალები სივრცით, გადავიღალე მზესთან თამაშით. ხვალე წვიმები იქნება ვიცი, ღამეც დაფერილ სტრიქონს გადაშლის...
|
|
| |
მარიანა | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 7:40 AM | შეტყობინება # 102 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
| მუდამ მეყვარები დედა წლებმა საათებად ჩაიარა, წლები საათივით მდევდა, დრომ რა უცაბედად გაიარა, მიჰქრის ყველა წამი, დედა.. რამდენ ბოროტებად ჩამეკირა გულში კლდედ ქცეული სევდა, მთელი დღეები და ღამეები მუდამ მეყვარები დედა! შენთან მოვედი და შემიფარე, აღარ დაგშორდები მეტად, ოქრო მუჭა–მუჭა დავარიგე, შენთვის აღარ დამრჩა დედა.. ყველა მეგობარი დამეფანტა ქარიც აღარ ჩადგა ბედად, სადღა მოვიძიო ფიქრის მოზიარე, ვისღა მივაკითხო დედა? ფიქრი ღრუბელია მარტოობის, ფიქრმა დამიბნელა მზე და რატომ არ მასწავლე სიძულვილი, მღუპავს სიყვარული დედა!
|
|
| |
მარიანა | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 7:51 AM | შეტყობინება # 103 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
| * * * თავს შევაფარებ ცისფერ ოცნებას და სილურჯეში დავიკარგები, წავალ და ვივლი სიყვარულისკენ, ამ სიყვარულში დავიმალები. ისევ მარტო ვარ,კვლავ მარტო იცი? ვით ხეს ფოთლები შემომეცალა, მაგრამ მე ისევ წმინდანად დავრჩი, სიწმინდისათვის სხვას ვის ეცალა. ნაცრისფერ მიწას დარდი მოაწვა ლურჯი ოცნება დამრჩა მე ცაში, სხვას ვისაც უნდა მიწაზე დარჩეს, მე ავფრინდები მაღლა ზეცაში. თავს შევაფარებ ცისფერ ოცნებას და სილურჯეში დავიკარგები, წავალ და ვივლი უკვდავებისკენ, უკვდავებაში დავიმარხები.
|
|
| |
დარინა | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 7:54 AM | შეტყობინება # 104 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
სტატუსი: Offline
| თურმე... თურმე არასდროს ვყოფილვარ მარტო, თურმე არასდროს ვყოფილვარ კენტი, თურმე ვიღაცა ჩემსავით ნატრობს, თურმე ვიღაცა ჩემსავით ელის... თურმე სიცივეს სითბო არ ათბობს, თურმე სამყარო თავის თავს ებრძვის, თურმე ოცნება ფიქრებს ღალატობს, თურმე ტყუილი სიმართლეს ეტრფის. თურმე სიმდიდრე სიძუნწეს ითხოვს, თურმე საწყისი ყოფილა ნდობა, თურმე არავინ არავის ინდობს, თურმე სიყალბეს უნდა მეფობა... თურმე ვერაფერს მიაღწევ შფოთვით, თურმე არავინ არ ჩაგთვლის კაცად, თურმე სისუსტე იწყბა ცოდვით, თურმე ჯერ უნდა დაფიქრდე კარგად! თურმე მოვიდა დრო ერთად დგომის, თურმე ჩემს ირგვლივ ყველაფერს სცივა, თურმე თავისით არავინ მოდის, თურმე ხანდახან ბოროტსაც სტკივა....
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ხუთშაბათი, 2011-01-13, 9:36 PM | შეტყობინება # 105 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
სტატუსი: Offline
| ძახილი რა გალეულს და ფერწასულს გხედავ, ჩემო პაწია, ცოდვილო დედა, ვაიმე, როცა შენს გულთან მჭრიდნენ, რაიმე ხომ არ გატკინე ნეტა? არ შეგეშინდეს, შვილი ვარ შენი, შენი ტანჯული სისხლი და ხორცი, ნიავი ვარ და მგონია გშველი, - სიცხიანს, მწუხარს კულულზე გკოცნი. მაგ ბავშვურ შუბლსაც გიკოცნი მორცხვად, გაბუსხულ ტუჩსაც, ბავშვურად ლამაზს... ახლა სული ვარ და უფალს ვლოცავ - შენს გადარჩენას ვულოცავ მამას. მადლობა უფალს, რომ არ დაგვღუპა, არ დამიობლა ძმები და დები. მე კი, ბარტყივით ტანშეუბუმბლავს ცად ანგელოზმა მაჩუქა ფრთები. როგორ მინდოდა, მეც მოგსწრებოდი, მეც გამეხარა ამ სამზეოთი, მეც დამეძახა შენთვის „დედიკო“ და მამას ყელზე შემოვხვეოდი. ჩაწნული ვიყავ მომავლის ფიქრთან, როგორც პეპელა ყვავილში რგული, დაბადებამდე რამდენი მიკლდა, ითვლიდა ჩემი პაწია გული. ალბათ გგონივარ დაღლილი სხივი, ალბათ გგონივარ სუნთქვა სიოთა, შენ ხომ უძლებდი საკუთარ ტკივილს, მე კი, ძვირფასო, შენიც მტკიოდა. თურმე ტყუილად მომიხაროდა, შეხვედრა შენთან, ძმებთან და დებთან... ახლა მოგტირით სხვა სამყაროდან არარაობის ჩრდილი და სევდა. რად გააწბილე ღვთის იმედები, რატომ შეშალე და გაამრუდე, ანგელოსების და პლანეტების კეთილი გათვლა და ვარაუდი? II ჰოი, დედებო, რა პასუხს აძლევთ, რას ეუბნებით წარსულს და ხვალეს, ვინ მოუაროს ვაზივით გამძლე დიდების მსურველ პატარა მხარეს! ვინ მოუაროს შენ ზვრებს და ანბანს, შენ ხმებს, ჩუქურთმას, იმედებს, სიზმრებს. მაგ ცოდვას რაღა მირონი გაბანს და მაინც გამშრალ ტუჩებზე ვიმცვრევ! მირონო, ჩემი მიწის მირონო, იმედო, რწმენავ - სულ შემენახე, სულ იარაგვე, სულ ირიონე, სულ იჯეჯილე, სულ ივენახე. - კიდევ სად არის სხვა საქართველო? ჰყივის ლექსი და ციხის ქონგური. - მიწაში, დედავ... და ვინ დათვალოს შვილი და ძირი ჩემებრ მოკლული. - თუ სვეტიცხოველს ვერ ავაგებდით, „ვეფხისტყაოსანს“ თუ ვერ დავწერდით, მაინც ზედმეტი და მოსაკვეთი არ ვიქნებოდით შენთვის არც ერთი... შვილთა სიმრავლე დაგბედებოდეს მტრედის გრუტუნი და მუხის ჩერო, ჩხებით, აკვნებით და ბუდეებით ამაღლდი, ჩვენო ფუძევ და ჭერო!
|
|
| |
|