მუზების სამყაროში
| |
მარიანა | თარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 0:11 AM | შეტყობინება # 1 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 6:40 AM | შეტყობინება # 61 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
სტატუსი: Offline
| გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო! გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო, დაკარგული შენი შვილი მოვედი, საქართველოს მიწა-წყალო, ალაგო, თორმეტი წლის გატანჯული მოვედი. მთაო წმინდავ, მამა დავითისაო, შენ, დარაჯო ქალაქ თბილისისაო, წმინდა მიწავ, უკვდავ მწერლებისაო, მათ საფლავზე სალოცავად მოვედი. ჩვენო ციხევ, ძველო ნარიყალაო, საქართველოს ძველო მკვიდრო ძალაო, შენი შვილი პოლშის ციხემ მმალაო, სისხლგამშრალი სალოცავად მოვედი. დიდო ზარო, ჩვენი სიონისაო, ნატრული ვარ შენ დიდებულ ხმისაო, ჩვენო მტკვარო, ძმაო რიონისაო, ნაწამები საბანაოდ მოვედი. ძმანო ჩემნო: ჰაოს, ქართლოსისაო, გატანჯულსა მიცნობთ დიდი ხნისაო, გაყიდული ორპირ მეგობრისაო, გამარჯობათ! იეთიმ გურჯი მოვედი!
|
|
| |
მარიანა | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 6:47 AM | შეტყობინება # 62 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
| * * * დრო ყველაფრის მკურნალია, ოღონდ ჩემი არა. საოცარი უნარია დარდი წარა-მარა. რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი უმარტივეს ლექსად. წარსულს ვათრევ ჩემი კისრით, ვერ ვიშორებ ვერსად. როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს, მახსენდება პაპა. ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს - დედაჩემის კაბა. ცის ცრემლებზე მახსენდება მე სიტყვები მამის . . . ღვინო სანამ გამეხსნება, მეც ავტირდე ლამის. ღამე სმაში მათენდება დამეკარგა ღერძი, კიდევ რა არ მახსენდება, კიდევ რას არ ვებრძვი. საოცარი უნარია დარდი წარა-მარა. დრო ყველაფრის მკურნალია, ოღონდ ჩემი არა! ნიკო გომელაური
|
|
| |
რუპანარი | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 7:05 AM | შეტყობინება # 63 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
სტატუსი: Offline
| შენ მაპატიე ფეხით შევდგომივარ უმადურად ყვავილს უწყინარს და სანდომიანს, გული მიტკენია უნებურად, ვისი გულისტკენაც არ მდომია, ბევრჯერ შევლევივარ დღეებს ძვირფასს, სხვისთვის მიმიცია მაგალითი, კაცის გულის ფსკერზე ჩამიყვინთავს და შიგ მიპოვია მარგალიტი. ბევრჯერ უნიათო გაჭირვებას თავი დავაღწიე სასახელოდ, ალბათ ამიტომაც არ მჭირდება, ვინმეს თანაგრძნობა გამახსენონ. და თუ შევდგომივარ უმადურად ყვავილს უწყინარს და სანდომიანს, გული მიტკენია უნებურად, ვისი გულისტკენაც არ მდომია. ვინმე თუ ზედმეტად მეცოდება, ჭირში თავი ჩემი თუ ვერ ვძლიე, ღმერთო, მაპატიე შეცოდება,- ნებიერი თუ უნებლიე! მედეა კახიძე
|
|
| |
მარიანა | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 7:10 AM | შეტყობინება # 64 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
| * * * ისე არაფერი მყვარებია, ხევში კაკბები რომ კრიახობენ, ისე არაფერი მჯავრებია, როგორც რეგვენებთან სიახლოვე. ისე არასოდეს მიცინია, როცა დამაბრალეს გულცივობა, ისე არასოდეს მიტირია, როცა ბედი ავ კაცს უცინოდა. ისე არაფერი მენანება, როგორც ეზო ჯაგით გაყოფილი, ისე არავინ არ მებრალება, როგორც მაძღარი და კმაყოფილი. ისე არაფრისა მეშინია, როგორც ცოცხლად სულის დალევისა, ისე არავისი არა მჯერა, როგორც დედის თბილი თვალებისა.
|
|
| |
სინიორა | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 9:03 PM | შეტყობინება # 65 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
სტატუსი: Offline
| * * * მომკივის სევდა, ისევ მომკივის, ისევ მიმელის გზებზე ნაღმებად... ვინ თქვა, დრო შველის ყოველგვარ ტკივილს, არის ჭრილობა სულ რომ ახლდება. და დედამიწა ყვავილთა ფერფლით, კვლავ აუხდენელ სურვილს მავალებს, მარმარილოდან მიმზერს წარწერა, გულში კი მტკივა, შენი სამარე!
|
|
| |
მარიანა | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 10:10 PM | შეტყობინება # 66 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
| * * * ო, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს თორემ, არ გვიფრთხილდება არც ერთს ცხოვრება, იმას გავწირავთ და იმას ვტოვებთ, ვინც არასოდეს მიგვატოვებდა... ო, გავუფრთხილდეთ სიყვარულს, სანამ ცხოვრება მიდის, როგორც "მზეშინა", თორემ ერთხელაც ის ქალიც წავა, რომელიც ქვეყნად ყველას გერჩიათ. ო, გავუფრთხილდეთ წუთებს და წამებს, სანამ გვამშვენებს ეშხი და რიხი, არ დაბრუნდება, არ დაბრუნდება წამი, რომელიც სიცოცხლედ გვიღირს! ო, გავუფრთხილდეთ სიტყვებს, სიტყვაა ის, რითაც გული კვდება და ფეთქავს, სწორედ ის სიტყვა არ დაბრუნდება, რომელიც ალბათ არ უნდა გვეთქვა... ვერ ვუფრთხილდებით ერთმანეთს რადგან, არ გვიფრთხილდება თვითონ ცხოვრება, სწორედ მას ვტოვებთ, სწორედ მას ვკარგავთ, ვინც არასოდეს მიგვატოვებდა! დალილა ბედიანიძე
|
|
| |
დარინა | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 10:12 PM | შეტყობინება # 67 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
სტატუსი: Offline
| *** სხვას რას ემდური, სხვისგან რას ელი, როდესაც შენს ბედს შენ თვითონ მართავ. ტირანთან ბრძოლა არ არის ძნელი. ძნელია ბრძოლა საკუთარ თავთან. შენს კვალს ამქვეყნად ვერავინ წაშლის, თუკი გხედავენ მხნესა და გამრჯეს. გამარჯვებული ხარ სწორედ მაშინ, საკუთარ თავთან როცა იმარჯვებ. არ დაგიღონდეს, არ დაცხრეს გული, დარჩი მეხოტბედ - ზღვათა და მთათა. აი, მაშინ ხარ დამარცხებული, როცა მარცხდები საკუთარ თავთნ. ქარი ზეციდან ღრუბლებსა ხვეტავს, ღრუბელთა ქულის ფაროებს ართავს. მაშინა სტყუი ყველაზე მეტად, როდესაც სტყუი საკუთარ თავთან. სულ არ მაშინებს სიმუხთლე სხვათა, შურით მზერა და... ბოღმით ნათქვამი. საკუთარ თავთან, საკუთარ თავთან, საკუთარ თავთან ვარ მე მართალი!
|
|
| |
მარიანა | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 10:13 PM | შეტყობინება # 68 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
| ცხოვრება I შარბათთან ერთად, შხამიც თუ არ სვი, ისე არც შარბათს არა აქვს გემო. ცხოვრება სხვაა და მისი ფასი ყველამ არ იცის, ძვირფასო ჩემო. წყალნი წავლენ და... დარჩება ქვიშა, თქვენც დაიცლებით სავსე თასებო. ყველა არ ცხოვრობს, ვინც ქვეყნად იშვა. ზოგი ცხოვრობს და... ზოგი - არსებობს. II ეს არის მისი სიამე, შვება: იხვეჭს, აგროვებს, ჭამს, მღერის, ფრთას შლის. ასეთ კაცს მგონი, არცა აქვს ნება, ქვეყნად მეც ვარო, რომა თქვას ხალხში. რა არის მისი თავი და ბოლო, ის თქვენ შეგხარით ბროლ - ალმასებო. და კი არ ცხოვრობს, არსებობს მხოლოდ, თანაც არ იცის, - რისთვის არსებობს! III აი, ასეთიც ხომ შეგხვედრია: მოთქვამს, წუწუნებს, გლოვობს ერთიან. მისთვის სიცოცხლე მწარე ხვედრია და რამდენს ცოცხლობს, - ეს სულ ერთია. მოწყენილი და გაუცინარი, ხან ჯიუტია, ხანაც ჰგავს დამჯერს და იმ დღეებსაც, რაც ჯერ წინ არის, მოელის, როგორც მოუხდელ სასჯელს. IV მხოლოდ იცინის?! ან მხოლოდ კვნესის?! თვითონ იწამლავს თავის ცხოვრებას. ცხოვრება არის პოეტის ლექსი, განიცადე და გემახსოვრება. ვერ შეისრულე, რაც გულით გსურდა? ამაზე დარდი არ ღირს სრულიად. ერთფეროვანი ცხოვრება მუდამ მოსაწყენი და უფერულია. არცა სიმდიდრე, სულ რომ ელტვიან, არც ქალი, ახლა მკერდზე რომ გეკვრის. არცა დიდება, მოსული გვიან, ცხოვრება არის ტკივილი ნეკნის. დარდი გერევა? გულს ნუ გაიტეხ, ნუ დაგიმონებს სულის სატანა. იდექი ისე, ვით ძველი ციხე, რომელმაც შესძლო ბევრის ატანა. ნუ შეგაშინებს ბილიკი ვიწრო, უნდა გხედავდნენ უტეხს და მედგარს. დაფნის გვირგვინი სრულად რომ იგრძნო, ჯერ უნდა ეკლის გვირგვინი გედგას. ხალხის ტკივილი შეიგრძენ მყისვე, ტკივილად შენივ ძარღვის და ნეკნის. დაფნის გვირგვინი ატარე ისე, თითქოს გახურავს გვირგვინი ეკლის. ფუჭი დიდება ნურაფრად გიღირს, ნურც მაშინ იტყვი ბედის სამდურავს, ერთ დღეს, ვიღაც რომ მოგხსნის მაგ გვირგვინს და თავზე ეკლის გვირგვინს დაგხურავს. თითქოს ელოდი, კვლავ შეეთვისე და გულგასატეხს ნუ იტყვი ნურას. ეკლის გვირგვინით იარე ისე, თითქოს კვლავ დაფნის გვირგვინი გხურავს. V ზოგი დღე ღვთიურ სიამედ მოვა, ზოგს თან მოჰყვება გლოვა და ცრემლი. ზოგჯერ ვატყობ, რომ სიმღერის დროა, ზოგჯერ ისე ვარ, ხმას ვერ მცემს ვერვინ. მეც ჩემი წილი ყამირი მოვხან, ეკალ - ბარდები მეც შემხვედრია. არ დამცდენია წუწუნი, ოხვრა, რადგან ძნელი გზა, - ჩემი ხვედრია! ყველა ხედავს და მომსწრეა ამის, არ ვწყევლი ჩემს ბედს, - ბედს საამბოროს. ... მთელი სიცოცხლე შარბათის, შხამის, ეკალს და დაფნას შორისა ვცხოვრობ. ბერდია ბერიაშვილი
|
|
| |
რუპანარი | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 10:38 PM | შეტყობინება # 69 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
სტატუსი: Offline
| რას სწუხხარ გულო?! მინდა ეს ჭიქაც შევსვა ბოლომდის, ღვინოს თან გულის ხვაშიადს ვატან, ვისგანაც სულაც არ მოველოდი, დღეს აი, სწორედ მან მიღალატა... დრო მიდის, ღამე წუთს წუთზე ითვლის, ვინ მომიშუშებს მე ამ ნატყვიარს?! რას სწუხხარ გულო, შენ ხომ არვისთვის, შენ ხომ არვისთვის გიღალატია?!
|
|
| |
რუპანარი | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 10:39 PM | შეტყობინება # 70 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
სტატუსი: Offline
| გრიბოედოვი მთაწმინდაზე ესალბუნება ქარი მის საფლავს: --არ დაიდარდო, --არ მოიწყინო. დარდს და მოწყენას რა უნდა მასთან, აქ არის ნინო. სითეთრე წვეთავს ზეციდან წყნარად, ქარს ხმაში სევდა გამოერია. წვიმა კი არა, წვეთი კი არა, - ნინოს ცრემლია. მწუხრი ედება მთაწმინდის კალთას, შავი ღრუბელი ფარავს ადრიან. დედამიწის და ცის გასაყართან - ნინოს ჩადრია. სიყვარულის ხე შრიალებს თავთან, ღმერთის კურთხევა მის უკვდავ ფესვებს. ხე შრიალებსო, არავინ არ თქვას, ნინო ფხიზლობს და ... ქმარს უალერსებს.
|
|
| |
მარიანა | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 10:41 PM | შეტყობინება # 71 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
| მადლობა ყველას, ვისაც ვახსოვარ ქუჩას მივყვები ნელ - ნელა, ჩემთვის და ვაკვირდები ზაფხულის ფერებს. - აღარ გახსოვართ?! - მიღიმის ერთი, - ვეღარ მიცანით?! - ვიღაც მაჩერებს. - არ შევხვედრივართ ერთმანეთს დიდხანს, გახსოვს? ვსერავდით ერთად იმ სერებს. - არა, მე თქვენ არ დამვიწყებიხართ, მაგრამ თქვენს სახელს ვეღარ ვიხსენებ. მიწა ჰგავს ფერად ძაფებით ნაქსოვს, სულში მზე წვება ოქროს ზოდებად. მიღიმის ვიღაც, თითქოს მეც მახსოვს, მაგრამ სახელი არ მაგონდება. - სულ დაგვივიწყე, ასე არ ვარგა, - მსაყვედურობენ სხვანი და სხვანი. - მე თქვენ მახსოვხართ, მახსოვხართ კარგად, მაგრამ არ მახსოვს, სად გაგიცანით. წინ ერთი ქალი შემხვდა ამ დილას: - ბიჭო, ვეღარ მცნობ? მითხარი, როგორ?! - ვაიმე ღმერთო, როგორ გაზრდილა, ნუთუ ეს არის ის ცელქი გოგო. ფეხშიშველები რომ ვთამაშობდით, დღეს გაოცება მიპყრობს ძლიერი, არ შერჩენია რამე ბავშვობის, სულ დაკარგვია ძველი იერი. და ვიდექ მის წინ, ვით დამნაშავე და ასე, დიდხანს ვერ დავძარ ენა, მან გამახსენა თავისი თავი, ჩემი ბავშვობაც მან გამახსენა. ასეა ხშირად, ფიქრი ფიქრს ერთვის და ერთიანად ბურანში მახვევს. მაფორიაქებს, როცა ვარ ჩემთვის, ვიღაც უცნობის ნაცნობი სახე. უკადრისობას კი ნუ დამწამებთ, ერთურთს დავშორდით რაღაც ძნელბედად. თქვენ გამახსენეთ სულ მცირე რამე და მე ბევრი რამ გამახსენდება. მოგონებების ვცოცხლობ იმედით, რადგან დღეს ვცხოვრობთ სულ სხვა ცხოვრებით. თქვენ გამახსენეთ რამე მცირედი და მე უთუოდ მემახსოვრებით. არ მსურს გამიწყდეს წარსულთან სიმი, ჩემი სიტყვები ჩემი ფიცია. ვინც მესალმება, ყველას ვუღიმი, თუმც ბევრი უკვე ვეღარ მიცვნია. ზოგჯერ ვთამამობ, ზოგჯერ ვარ მორცხვი, ზოგჯერ აჩნია ჩემს თვალს სისველე. გადამეხვევა ვიღაც და მკოცნის, მეც ვკოცნი, მაგრამ ვის... ვერ ვიხსენებ. გული კი მაინც საამოდ ღელავს და მსურს გავძახო ამ მთებს, ამ სერებს; ვისაც ვახსოვარ, - მადლობა ყველას! მადლობა ყველას, ვინც თავს მახსენებს!
|
|
| |
დარინა | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 11:08 PM | შეტყობინება # 72 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
სტატუსი: Offline
| ნიღბები თუმც გარს მარტყია, როგორც ნათელი, თუმც დღე და ღამე ჩემს წინ ციმციმებს, ცრემლებად აწევს თვალებს გახელილს, ნიღბის ჩრდილი და ნიღბის სიმძიმე. მწარედ გადაგკრავს ღიმილის მახვილს, გიძღვნის ბორკილის მძიმე ყვავილებს და სევდა გიპყრობს ნიღბისგან დაღლილს, როდესაც ხვდები ნიღბით დაღლილებს. და თუ ღიმილის იდუმალ ფარდას, სუდარასავით ჩამომაცილებთ, ნახავთ თვალები თუ როგორ კარგავს ცრემლის და სისხლის ფერმკრთალ ნაწილებს. და ამ ნიღბების მიღმა მავალნი, თუმცა ერთმანეთს ვერ გავაცინებთ, მაინც დაგვნათის ერთი ვარსკვლავი, ნიღბით ცოცხლებს და ნიღბით დასჯილებს... ნადირი
|
|
| |
მარიანა | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 11:34 PM | შეტყობინება # 73 |
 გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
სტატუსი: Offline
|
|
|
| |
დარინა | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 11:35 PM | შეტყობინება # 74 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
სტატუსი: Offline
| ახლა მარტია ახლა მარტია, ისე ვფიქრობ, თითქოს დავბერდი და სარკმელიდან სიყმაწვილის სურათს შევყურებ, მოვა აპრილიც, პეშვს გაივსებს მწვანე საკენკით და ყოველ დილით დააპურებს ერთგულ ბეღურებს. ახლა მარტია, დამიჯერე ჯერ არ ნახულა, ჩემი სარკმელი ასე ლურჯი, ასე ციმციმა, ნეტა ვიცოდე, ასე ჩუმად ამ გაზაფხულმა, რომელ ბუდეში, რომელ ტოტზე გამოიძინა? ახლა მარტია და მაკლიხარ ერთი ყვავილით, ერთი იმედით, ერთი ცრემლით, ერთი ტკივილით, შენ ყოველ დილით ჩემს სარკმელთან ისე ჩაივლი, რომ უმალ ლექსი ამაწყდება გულზე ღილივით... ნადირი
|
|
| |
დარინა | თარიღი: ოთხშაბათი, 2011-01-12, 11:36 PM | შეტყობინება # 75 |
 პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
სტატუსი: Offline
| ისევ ამოდის კვამლი ბუხრიდან ისევ ამოდის კვამლი ბუხრიდან, ზამთარიც თოვლის ზღაპარს ამთავრებს, და სავსე მთვარეს ვერცხლის ბუდიდან, გზადაგზა სტაცებს ქარი ვარსკვლავებს. მთა არ მინახავს ასე გულდიდა, ცა არ მინახავს ასე მარტივი და გაზაფხული ოქროს ბუდიდან, მზეს დაუვარდა ჩიტის ბარტყივით...
|
|
| |
|