მ ა ნ დ ი ლ ი ორშაბათი, 2025-06-23, 4:14 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
სიბრძნის სიმფონია
სინიორათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 1:42 AM | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 53
სტატუსი: Offline


 
მარიანათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 2:23 AM | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *
დაიხსომე ბრძენთა მიერ თქმული,
რომ არ შვენის ცოდნის მძებნელს დაღლა,
შენ წიგნები შეიყვარე გულით
და ისინი აგაფრენენ მაღლა!...


 
რუპანარითარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 4:41 AM | შეტყობინება # 3
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
ჯილდოები: 3
რეპუტაცია: 21
სტატუსი: Offline
* * *

ბრიყვსა და სულელს რომ შენი ჭკუა აჩვენო, მხოლოდ ერთი გზა გაქვს - ხმა არ გასცე და საქმე აკეთო.
ენა ყველას აქვს, ჭკუა - არა!
ერიდე დავას მოლაყბეებთან.


 
მარიანათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 4:44 AM | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

ეცადე, არავინ შეამჩნიოს შენი ბედნიერება, არ გაპატიებენ ამას!

ეძიე მუდამ ნათელი, მაშინაც კი, როცა წყვდიადში მიაბიჯებ...

ფუჭი დიდება ნურაფრად გიღირს.

უსამართლობაა, როცა იმ ომში იბრძვი, სადაც გამარჯვება არ გიწერია...

არასოდეს უთხრა მეგობარს ის, რაც მტერმა არ უნდა იცოდეს.


 
რუპანარითარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 4:47 AM | შეტყობინება # 5
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
ჯილდოები: 3
რეპუტაცია: 21
სტატუსი: Offline
* * *

გუშინ" - აღარაა, "ხვალ" - ჯერ არაა, "დღეს" - არ გცალიათ. როდისღა აპირებთ ცხოვრებას?!

ყველას ესმის რასაც ლაპარაკობ , ყველა გისმენს როცა რაიმეს ამბობ, საუკეთესო მეგობრებს კი ესმით რატომ სდუმხარ!

მამაკაცს, რომელსაც შეუძლია მართოს ქალი, შეუძლია მართოს მსოფლიო!


 
მარიანათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 4:49 AM | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
როგორ გავხდეთ უფრო ბედნიერი?!

1) არასოდეს არის გვიან, დაფიქრდე, ვინ ხარ და ამ ქვეყნად რას აკეთებ!
2) როცა გაიღვიძებ, აღიარე, რომ ცხოვრება მშვენიერია!
3) ნუ გაირთულებ ცხოვრებას, უსიამოვნებებს იუმორით მიუდექი!
4) იპოვე ახალი გზები ირგვლივ გამეფებულ სინამდვილეში!
5) იყავი პატიოსანი საკუთარი თავის მიმართ!
6) გახსოვდეს! ყველაფერი, რაც კი გაგაჩნია ბედის საჩუქარია!
7) გაუფრთხილდი შენს სულიერ სამყაროს! შეეცადე, გადალახო ის წინააღმდეგობები, რაც ხელს გიშლის შინაგანი თავისუფლების მიღწევაში!
8) მთავარი სიყვარულია, ვისაც არ უყვარს მას ღმერთი არ სწამს, რადგან ღმერთია სიყვარული!


 
რუპანარითარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 4:50 AM | შეტყობინება # 7
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
ჯილდოები: 3
რეპუტაცია: 21
სტატუსი: Offline
* * *

სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია.

სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით "იყო და არა იყო რა", მაგრამ ამ სიტყვებით კი მთავრდება.

სიყვარული ნიშნავს სიცოცხლის სურვილს.

სიყვარული ცვარია ცისა, რომელიც ბუნებამ ჩაგვიწვეთა ცხოვრების ფიალაში, რომ მით სიმწარე ცხოვრებისა დაგვიტკბოს.

სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს.

თუ ადამიანს შეუძლია თქვას რა არის სიყვარული, მაშინ მას არავინ ჰყვარებია.

ვისაც სიყვარული შეუძლია, ის მოხუცი არ არის.

სიცოცხლე უსიყვარულოდ ცუდი სიზმარია.

არაფერი ისე არ იპყრობს და არბილებს მამაკაცის გულს, როგორც იმის გაფიქრება, რომ ის ვიღაცას უყვარს.

ვისაც სიყვარული არ განუცდია, მას არც უცხოვრია.

ჭეშმარიტი სიყვარული ისევე გულწრფელია, როგორც უმანკო ბავშვი.

უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე...


 
მარიანათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 4:51 AM | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *

1. თუ სიყვარულს ეძებ, ისე ეძებე რომ არავის წაართვა.

2. სჯობს გაიცნო და შეიყვარო, ვიდრე შეიყვარო და მერე გაიცნო.

3. სიყვარული ისეთი სნეულებაა, რომელიც მედიცინისაგან განუკურნავია.

4. არავინ დაისჯება ისე, როგორც ის, ვინც არ შესწირავს თავს სიყვარულს.

5. ამ ქვეყნად ადამიანს არაფერი ხდის საჭიროდ, ისე როგორც სიყვარული.

6. სიყვარული თამაში არ არის, როცა მოგესურვება დაიწყო და დაამთავრო.

7. ბედნიერია ის, ვინც ჭეშმარიტ სიყვარულს ეღირსება.

8. სიყვარული არ გეკითხება როდის მოდის და როდის მიდის.

9. სიყვარული ადამიანს დაუპატიჟებლად ესტუმრება და როცა ჩასახლდება გულში, იმ წამსვე დაიწყებს მბრძანებლობას.

10. თუ ვინმე გიყვარს - ადამიანი ხარ ...


 
მარიანათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 4:53 AM | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *
ნუ დაემდურები, ვინც ვერ შეგიყვარა, რადგან სიყვარული გრძნობაა და არა თანაგრძნობა.

* * *
კარგია უყურო ლამაზ ადამიანს, მაგრამ ცხოვრება ჭკვიანთან ჯობია.
გიყვარდეს ადამიანი სილამაზისათვის, ეს იგივეა გიყვარდეს წიგნი ლამაზი ყდისათვის, რომლის შინაარსი ჯერ არ იცი.

* * *
ენას ერთადერთი ძვალი აქვს - სინდისი!


 
დარინათარიღი: პარასკევი, 2011-01-14, 5:47 AM | შეტყობინება # 10
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
* * *
ნუ მოუყვები სიყვარულზე, ვისაც თვითონ არ ჰყვარებია, ასეთი ვინმე ბრმა სარკეა, რაც არ უნდა ლამაზი იყო, არ გამოჩნდები...

ნუ მოუყვები ვისაც ბევრჯერ ჰყვარებია, ასეთი ვინმე ცხრაკარიანი სახლივითაა, ყველა შედის და გამოდის, რაც მოხვდებათ გააქვთ და გამოაქვთ.

ნუ მოუყვები სიყვარულზე ვისაც უყვარს, შენ თუ უფრო ბედნიერი ხარ, არ დაგიჯერებს! თუ ის უფრო ბედნიერია - შენ ვერ მოგისმენს.

ნუ მოუყვები სიყვარულზე იმას, ვინც არ იცის სიყვარული, თორემ მოეწონება და წაგართმევს.

ნუ მოუყვები სიყვარულზე...


 
სინიორათარიღი: სამშაბათი, 2011-03-01, 10:57 PM | შეტყობინება # 11
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 53
სტატუსი: Offline
* * *
მე დავარქვი ღია წიგნი,
არ ინახავს გულში სიტყვას,
რომ არსებობს საიდუმლო,
განა უნდა ყველგან ითქვას!

მეგობარსაც არ გაანდო!
სადაური ძმობა არის?
დაიხსომე: მეგობარსაც
ჰყავს თავისი მეგობარი!


 
მარიანათარიღი: პარასკევი, 2011-03-11, 5:54 AM | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *
სინანული გონიერებაა, რომელიც გვიან მოდის.
ჭორებს არავინ გაავრცელებდა, უამრავ ადამიანს რომ არ სწყუროდეს მისი მოსმენა.
აჩუქეთ მას მთელი სამყარო და ის ლამაზ შეფუთვასაც მოგთხოვთ.

ყველაზე ძლიერი ის არის, ვისაც საკუთარი თავის ფლობა შეუძლია.
სულელს თავი ჭკვიანი ჰგონია, ჭკვიანმა კი იცის ვინ არის სულელი.

გულ-მშვიდად მოსმენა საყვედურისა იმის თვისებაა, ვინც ღირსი ყოფილა ხშირად ქებისა.
არ შეიძლება გსურდეს ის, რაც არ იცი.

პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია.
ბევრის ლაპარაკი და ბევრის თქმა ერთი და იგივე არ არის.


 
რუპანარითარიღი: პარასკევი, 2011-03-11, 6:02 AM | შეტყობინება # 13
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
ჯილდოები: 3
რეპუტაცია: 21
სტატუსი: Offline
* * *
პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება; ოპტიმისტი კი იცინის,რათა ზოგი რამ დაივიწყოს.

მჭერმეტყველებაა - თქვა სიმართლე და გაჩუმდე...

ყველაზე მდიდარი მომჭირნე კაცია, ყველაზე ღარიბი კი - ძუნწი.

გაიძვერას სინდისი, რომ გაუღვიძო, სილა უნდა გააწნა.

არაფერი ინანო! - აი, ეს არის ყოველგვარი სიბრძნის სათავე.

სირცხვილის შესწავლა არ შეიძლება, კაცი მასთან ერთად უნდა დაიბადოს.

თუ გინდა, რომ სიყვარულს სძლიო - გაექეცი.

მლიქვნელობა მუხლებზე მდგომი აგრესიაა.

მეგობარი არის კაცი, ვინც ყველაფერი იცის შენს შესახებ და მაინც უყვარხარ.


 
მარიანათარიღი: პარასკევი, 2011-03-11, 6:17 AM | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *
ნდობა არის ის გრძნობა, როდესაც მაშინაც კი უჯერებ ადამიანს, როცა იცი, რომ მის ადგილას ყველა ტყუილს იტყოდა.
ვინც უარი სთქვა მეტისმეტზე, მან თავი იხსნა გაჭირვებისგან.
ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.

დიპლომატიის არდადეგებს ომი ეწოდება.
ნურასდროს მისცემთ რჩევას იმას, ვინც მხოლოდ ფულს გთხოვთ.
ნურასდროს მისცემთ რჩევას იმას, ვინც მხოლოდ ფულს გთხოვთ.

ვისაც მწარე უჭამია, იცის სიტკბოს გემოვნება.
იქ ვარდს ან იას ვინ მოჰკრეფს სადაც ეკალი სთესია?

ლოთობა ნებაყოფლობითი სიკვდილია.
მამის მტერი შვილის მეგობარი არასდროს იქნება.
ბრძენი ის არის, ვისაც თავისი შეცდომები ახსოვს.

სულმდაბლურად ვინც პირფერობს ლხინში, გჯეროდეს, რომ გიღალატებს ჭირში.
სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2011-03-11, 6:29 AM | შეტყობინება # 15
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 53
სტატუსი: Offline
* * *

იქნება მოხდეს არწივი ქათამზე დაბლა დავარდეს,
მაგრამ ქათამი ჰაერში ვერასდროს გაინავარდებს!

თუ ადამიანი დღეში რამდენჯერმე გესალმება, ესე იგი, ის შენ ვერ გამჩნევს.

"შეჩერდი წამო, შენ ასეთი მშვენიერი ხარ!" - თუ შენ ამ სიტყვების თქმის სურვილი გიჩნდება, ეს უკვე არის ბედნიერება!

ბრძენი, სადაც არს, დარჩების: - საუნჯე თან ექნებისა.

სჯობს იყო მარტო, ვიდრე ნებისმიერ შემხვედრთან ერთად.

დიადი სული არასდროს მარტო არაა. ბედმა რაც უნდა მეგობრები წაართვას, ბოლოს და ბოლოს, ის ყოველთვის ახლებს გამოიგონებს.

ცხოვრებაში რაც არ უნდა დიდი გახდე, გახსოვდეს, რომ სულ პატარა დაიბადე.

ლოდინმა დაგღალა? წარმოიდგინე, რამდენად აუტანელი იქნებოდა, არაფერს რომ არ ელოდე.


 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:

Copyright MyCorp © 2025Make a free website with uCoz