მ ა ნ დ ი ლ ი სამშაბათი, 2025-06-24, 5:33 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
მხიარული ოთახი
მარიანათარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 2:51 AM | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 3:00 AM | შეტყობინება # 2
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 53
სტატუსი: Offline
მამაკაცები ....

12 წლის : რაღაც მინდა და რა აზრზე არა ვარ!

14 წლის : გოგონა მინდა და სულ ერთია რომელი!

16 წლის : აი ეს გოგო მინდა, იმიტომ რომ უარს არავის ეუბნება!

18 წლის : ყველა მინდა!

20 წლის : აი, ეს ქალი მინდა, იმიტომ რომ ყველას უარს ეუბნება!

25 წლის : აი, ეს ქალი მინდა იმიტომ რომ ყველას ჯობია!

30 წლის : აი ეს ქალი მინდა, იმიტომ რომ სხვისი ცოლია!

35 წლის : ყველა მინდა ჩემი ცოლის გარდა!

40 წლის : ეს 25 წლის შტერუკა მინდა!

45 წლის : ჩემი მარტოხელა მეზობლის ქალი მინდა, არა მგონია უარი მითხრას!

50 წლის : არავინაც არ მინდა, ყველა მომწყინდა, მაგრამ საჭიროა!

60 წლის : არ ვიცი რომელი ქალი მინდა, თუმცა მაინცდამაინც აღარ შემიძლია!

65 წლის : უნდა შევქმნა შთაბეჭდილება, თითქოს კიდევ რაღაც მინდა!

70 წლის : მადლობა ღმერთს უკვე აღარ მჭირდება შთაბეჭდილების შექმნა!

75 წლის : მახსოვს როგორ მინდოდა ის ქალი ...

80 წელი : მახსოვს რაღაც მინდოდა ...


 
მარიანათარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 3:02 AM | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline

* * *

1. მშობლებს არ ვურჩევ ბავშვებს ელაპარაკონ თლიფინით. იმიტომ, რომ ამ დროს ბავშვს დებილი ჰგონიხართ და კომპლექსდება იმის გამო, რომ დებილი მშობლები ჰყავს.

2. არასოდეს დაუსვათ ბავშვს შეკითხვა: დედაშენი უფრო გიყვარს თუ მამაშენი? იმიტომ, რომ ბავშვი თქვენსავით უტაქტო არ არის, რომ ამ კითხვაზე გიპასუხოთ: შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ, რაში გაინტერესებსო.

3. ნუ ვასწავლით ბავშვს გინებას იმიტომ, რომ გინებაზე დიდი გოიმობა არ არსებობს!

4. ავკრძალოთ სიტყვები: დედას კუსკუსუნები, დედას ალერსი, დედას ჩიტი და სხვა “დედასები”!

5. ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ, რომ პასპორტი ბავშვს არა აქვს! და მოთხოვნა იმისა, რომ პასპორტი მაჩვენე, სისულელეა და მეტი არაფერი! და თუ პასპორტში თქვენ სხვა რამეს გულისხმობთ, ესე იგი, უფრო მაგარი გოიმი ხართ, ვიდრე ხართ საერთოდ.

მყუდრო.


 
დარინათარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 5:12 AM | შეტყობინება # 4
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
სალათა

ვიღებთ წლის თორმეტ თვეს,
მომზადებამდე კარგად ვასუფთავებთ
უიღბლობისგან, იმედგაცრუებისგან,
შურისგან, ეგოიზმისგან, სიძულვილისგან.

ყოველ თვეს ვანაწევრებთ ოთხ ტოლ ნაწილად,
ამასთან აუცილებელია დავიცვათ პროპორციები ისე,
რომ ყოველი დღე გამოვიდეს ერთნაირად გემრიელი და ნოყიერი.

უმჯობესია სასალათე ჯამში თვეები მოვათავსოთ ფენა-ფენა,
ყოველ ფენას თავზე მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი იუმორი,

შევაზაოთ ერთმანეთში არეული ბედნიერებით და სიხარულით,
მოვასხათ სამი სუფრის კოვზი ოპტიმიზმი, რწმენა და იმედი.
ბოლოს თავზე მოვაბკუროთ სიყვარული.
ოცნებები დავამატოთ გემოვნებით,

როცა კერძი მომზადდება შეგვიძლია გავაფორმოთ ყვავილებით,
მოვრთოთ თბილი სიტყვებით და ბედნიერი ღიმილით,

მიირთვით გემრიელად!


 
მარიანათარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 5:33 AM | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *
შენ – ჩემს ტელეფონში პირველ ნომრად შეყვანილი.
დედა – ის, ვინც მეშინია, რომ არ დამიბერდეს.

გზა – ის რაც მთელი ცხოვრება თითქოს ფეხქვეშ მაქვს, და მაინც ვეძებ.
ყავა – დილის სინონიმია.

სიყვარული – მატარებელი, რომელზეც მაგვიანდება და უნდა მივუსწრო.

სამსახური – ქვიშის საათი, რომელის ჩამოცლასაც ყოველდღე იწყებ.
მეგობარი – ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ მარტო არა ვარ.

დედამიწა – ბურთი, რომლზეც ყველა ვთამაშობთ.
სარკე – ვისაც ვუყურებ ყოველ დილით და არასდროს ველაპარაკები.

მამა – ის, ვინც ჩენზე დიდი იქნება ყოველთვის.
სახლი – ადგილი, სადაც როცა ვარ გაქცევა მინდა, და როცა არ ვარ დაბრუნება.

ხალხი – ვინც ყოველთვის ერთად მოგროვილი წარმომიდგენია და სინამდვილეში ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
გული – ის ადგილი, რომელიც ბავშვობიდან მაწუხებს.
მოთმინება – როცა უზრდელი ბავშვი ნერვებს მიშლის, მშობელი კი იქვე დგას და თავს ვიკავებ.

თოვლის პაპა – უკვდავი თოვლის კაცი, რომელიც ბავშვობაში ღმერთი მეგონა.
პეპლების საჭერი – ის რაც არც ერთ ჩემს მეგობარს არ ჰქონდა არასდროს.
მზე – რასაც პირველად ხატავენ ბავშვები.
თოვლის გუნდა – ერთადერთი რაღაც, რომელსაც გესვრიან და არ გწყინს.

ცხოვრება – ის, რასაც ყველა ჩემი უიღბლო ნაბიჯი შემიძლია დავაბრალო.
ვიტრინა – ადგილი, საიდანაც ისეთი რაღაცეები ჩანს, რომლის საყიდლადაც ფული არასდროს არ მყოფნის.
მონატრება – როდესაც ვეწევი და სიგარეტს ცალი მხარე ეწვება.

სასწაული – ის, რაც არასდროს არ ხდება.
ღმერთი – ის ვინც თუ ვთხოვ ყველაფერს მაპატიებს.
ლექსიკონი – წიგნი, სადაც ამ ყველაფერს სხვანაირად მიხსნიან.


 
რუპანარითარიღი: შაბათი, 2011-01-08, 6:52 AM | შეტყობინება # 6
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
ჯილდოები: 3
რეპუტაცია: 21
სტატუსი: Offline


 
დარინათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 1:16 AM | შეტყობინება # 7
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
* * *
ვცვლი ფერად სიზმრებს
საინტერესო ოცნებაში.

* * *

ვარჩენ იმედგაცრუებას,
ვხსნი დაბღვერილ წარბებს,
ვაყენებ განწყობას სასურველ ამინდებზე.

* * *

ბაღები ღრმა მწუხარებით იუწყებიან,
რომ უდროოდ გარდაიცვალა პაემანი,
ორი წყვილის ერთად დაგვიანებით
და შადრევანის უწყლოდ დაზიანებით.

* * *
სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა სიყვარული,
წაბლისფერი თმებით, ლურჟი თვალებით,
ტანთ ეცვა უთვალავფერადი აპრილი,
ის დილით გავიდა ოთახიდან
ოდნავ გულნატკენი და მზერადახრილი.


 
მარიანათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 1:17 AM | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
ვის როგორი სიყვარული შეუძლია?

მზარეულს - ცხელი,
მეხანძრეს - ცეცხლოვანი,
ფოტოგრაფს - მომენტალური,
კონდიტერს - ტკბილი,
ადვოკატს - ხატოვანი.
ბუღალტერს -ანგარიშიანი,
მოსამართლეს -გადამწყვეტი,
მეფეს -დიდებული,
მუსიკოს - თავდავიწყებული,
პოეტს - ამაღლებული,
მწერალს - ვრცელი,
გლეხს - ხელგაშლილი, უხვი,

ჩემისთანა სულელს კი ხანგრძლივი და მაგარი.


 
დარინათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 1:19 AM | შეტყობინება # 9
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
* * *

ქალმა ისე უნდა ჩაიცვას, რომ კაცს მისი გახდა მოუნდეს.
საყვარელმა ადამიანმა რომ არ გიღალატოთ, დროულად უნდა გაშორდეთ;

ქალს უნდა ბევრი, მხოლოდ ერთი მამაკაცისაგან.
კაცს უნდა ერთი, ოღონდ ბევრი ქალისაგან;

თავიდან მამაკაცმა არ იცის, როგორ აალაპარაკოს ქალი, შემდეგ კი როგორ გააჩუმოს;

ძაღლი ყველაფერს გიგებს, მაგრამ არაფრის თქმა არ შეუძლია, ცოლი ყველაფერს ლაპარაკობს, მაგრამ ვერაფერს გიგებს;

მამაკაცი ყველაფერში ასწრებს ქალს: პირველი მიდის პაემანზე,
პირველი უხსნის სიყვარულს და პირველი იძინებს;

როდესაც ქმარი ადრე მოდის სახლში, ფიქრობს: "რა წაიკითხოს!"
როდესაც ქმარი გვიან მოდის, ფიქრობს: "რა შეთხზას!"

საყვარელი ქალისაგან მამაკაცი ჯერ ბრმავდება, შემდეგ ყრუვდება;
ბედნიერებისათვის მამაკაცს სჭირდება ქალი, სრული ბედნიერებისთვის - სრული ქალი!


 
მარიანათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 1:20 AM | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
სახალისო რჩევა დიასახლისებს

თუ გსურთ, რომ თვალები არ დაგეწვათ, ხახვი დედამთილს დააჭრევინეთ.
მეუღლის ტანსაცმლის ჯიბეები მისი ხელფასის დღეს გაწმინდეთ.
ფრჩხილებზე ლაქი დიდხანს შეგრჩებათ, თუ ქმარს ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვას მიაჩვევთ.
ყველაზე კარგი სიგარეტი ის არის, რომელსაც არ მოსწევთ.
ჭიპის გამოჩენას, თავის გამოჩენა სჯობს, კაბის დამოკლებას - ენის დამოკლება!


 
დარინათარიღი: ორშაბათი, 2011-01-10, 1:21 AM | შეტყობინება # 11
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 230
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 20
სტატუსი: Offline
* * *

ყველა ადამიანი თავისუფალი იბადება,
მაგრამ შემდეგ ზოგიერთს ცოლი მოჰყავს...

* * *
არასოდეს გაეკიდო კაცს და ტრანსპორტს,
მეორე აუცილებლად მოვა...


 
მარიანათარიღი: სამშაბათი, 2011-02-08, 10:45 PM | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *
მამაკაცს ცხოვრებაში სამი პერიოდი აქვს. ყველა პერიოდში მას ერთი და იგივე კითხვას უსვავენ.

20 წლამდე – როცა დედა ეკითხება: „სად მიდიხარ?“

40 წლის ასაკში – როცა ცოლი ეკითხება: „სად მიდიხარ?“

და გარდაცვალებისას – როცა ყველა დამტირებელი ეკითხება: „სად მიდიხარ?“

* * *

გასვენებაში თავწაკრული ქალი გამეტებით დაჰკივის მიცვალებულს:
– მამაჩემს უთხარი, კარგად არიან – თქვა!
ჩვენმა ძროხამ ხბო მეიგო, მარა არ იწველება – თქვა! ძალიან ენატრები – თქვა!
წელს ბოვშვი აბარებს და მაქედან დამილოცეთ–თქვააა!
– კაი, ქალო, კაი,– უჩურჩულა ჭირისუფალმა,
– ქაღალდზე მაინც დოუწერე, სკლეროზით მოკვდა ეგ უბედური...


 
მარიანათარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-24, 3:09 AM | შეტყობინება # 13
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
გეომეტრიული სიყვარული

მას შემდეგ რაც ჩემი გულის ფართობზე შენი სიყვარულის პერპენდიკულარი დაეშვა, დავკარგე მოცულობა.
ჩემს გულს არა აქვს ისეთი რადიუსი, რომელსაც შეეძლოს შენი გულის ფართობზე შემოხაზოს წრე - ხაზი.
შენ უნდა დაიხარო 30 გრადუსიანი კუთხით, რომ ჩემს ბაგეებთან შეადგინო ხედი.
გეფიცები პითაგორას თეორემას, რომ ფუნქციების დამოკიდებულებაში ვიქნები შენი ერთგული!


 
მარიანათარიღი: ხუთშაბათი, 2011-02-24, 3:11 AM | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline


 
რუპანარითარიღი: ორშაბათი, 2011-03-07, 3:50 AM | შეტყობინება # 15
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 191
ჯილდოები: 3
რეპუტაცია: 21
სტატუსი: Offline
12 მიზეზი, თუ რატომ სჯობია გუგლი შენს მეგობარ ბიჭს!

1. ის ყოველთვის შენს გვერდითაა, როცა გჭირდება.

2. ყველა კითხვაზე პასუხს გცემს. ყველაზე სულელურ კითხვებზეც კი!
მაშინაც კი, როდესაც პასუხი არ აქვს, თავაზიანად გეუბნება, რომ სხვანაირად დაუსვა შეკითხვა და იქნებ რამე მოიფიქროს.

3. მას არაფერი ავიწყდება.

4. არ გთხოვს საჭმლის გაკეთებას. თუ მაინცდამაინც მზარეულობის ხასიათზე ხარ, რეცეპტებით მოგამარაგებს.

5. გუგლი მდიდარია!

6. კარგი იუმორის გრძნობა აქვს.

7. მან თითქმის ყველა ენა იცის მსოფლიოში.

8. გეხმარება შენი საბუთების მოწესრიგებაში, დროის დაგეგმვაში, აგვარებს შენს მიმოწერას, გასწავლის, როგორ უნდა მიხვიდე ერთი უბნიდან მეორეში. გატყობინებს, თუ ვინმემ ახსენა შენი სახელი ინტერნეტში, აანალიზებს შენი დებილური ბლოგის სტატისტიკებს, საერთოდაც, ყოველ დღე კითხულობს შენს ბლოგს, ჩანაწერებს ფორუმზე.
ფეისბუქის სტატუსები არ უყვარს მხოლოდ.

9. ის სულში არ გიძვრება ყოველი შესაძლო მომენტისას. მარტო მაშინ, როდესაც შენ მიუშვებ.

10. მას სხვა ქალებზე თვალები არ რჩება. ყოველ შემთხვევაში, არ გაგრძნობინებს ამას.

11. გუგლი გიპოვის იმ გოგონას სურათებს, რომელიც შენს მეგობარ ბიჭს ხანდახან ურეკავს.

12. დაგეხმარება იპოვო პასუხი კითხვაზე: “როგორ დავადო ბოიფრენდს?”

გუგლი თორმეტი წლისაა!
გილოცავ!



 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:

Copyright MyCorp © 2025Make a free website with uCoz