მ ა ნ დ ი ლ ი სამშაბათი, 2025-06-24, 3:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
სადაურსა სად წაიყვან ბედო
სინიორათარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 3:25 AM | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 53
სტატუსი: Offline


 
მარიანათარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 3:27 AM | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
უცხო ქალბატონო!

სულში სიამაყე მინდა ვაბატონო,
დავალ მოგონებით გართული,
როგორ მებრალებით უცხო ქალბატონო,
თქვენ რომ სულ არ გესმით ქართული.

იცით? ამ გალობას ჩემი წინაპრები,
უფალს შესწირავდნენ ალერსით,
როგორ საბრალო ხართ, უცხო ქალბატონო,
თქვენ რომ "იავნანა" არ გესმით.

თუ არ გიდარდია, თუ არ განგიცდია,
რას ნიშნავს, სამშობლო დატოვო,
ამას ვერასოდეს თქვენ ვერ მიმიხვდებით,
ჩემო უსამშობლო ბატონო.

ქართულ ვაჟკაცობას, ქართულ მოფერებას,
ქართულ მიწის სურნელს დაგიდებთ,
მაგრამ, მაპატიეთ, უცხო ქალბატონო,
თქვენ ამას ვერასდროს გაიგებთ!


 
სინიორათარიღი: პარასკევი, 2011-01-07, 3:30 AM | შეტყობინება # 3
პოლკოვნიკი
ჯგუფი: მოდერატორები
შეტყობინებები: 222
ჯილდოები: 1
რეპუტაცია: 53
სტატუსი: Offline
ივანე მაჩაბელი

იქნებ მტკვართან დასცდა ფეხი - ვინ იცის,
როცა მთვარე ქართლის მთა - ველს ქარგავდა,
რა ჯანდაბამ დააძინა თბილისი,
არ იცოდა რა დიდებას ჰკარგავდა?

თუ მთაწმინდამ დაიშურა ნიავი,
ვერ უკოცნა შუბლი დასადაფნავი,
რა ყოფილა ბედი, ოხერ -ტიალი,
არ აღირსა სამშობლოში საფლავი!

იქნებ ღამით ქართლის მთებიც კვნესოდნენ,
როცა თვალი გასაქცევად ეჭირა,
რად უყვარდა საქართველო ესოდენ,
გოჯ მიწაშიც ქართველს არ შეეცილა.

და მამულის შეკრთა მიწა - მტკივანი,
მისი ხვედრი მწარე სევდად დარჩა ერს,
საქართველო და მთაწმინდის ნიავი,
დღესაც ეძებს კვალდაკარგულ მაჩაბელს...


 
მარიანათარიღი: სამშაბათი, 2011-02-08, 10:36 PM | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ადმინისტრატორები
შეტყობინებები: 452
ჯილდოები: 5
რეპუტაცია: 32767
სტატუსი: Offline
* * *
გულდაწყვეტილნი, გახიზნულნი უცხო მხარეში,
ყველა ქართველი დამილოცეთ წმინდა ხატებო!
დადგება დღე და მონატრებულ საქართველოში
მხრებ გამართულნი დაბრუნდებით ემიგრანტებო!..


 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

Copyright MyCorp © 2025Make a free website with uCoz