!
შენ მზემ გიბოძა ბრინჯაოსფერი
და ვაჟკაცური მხრები,
შენ ცით მოსული მზეჭაბუკი ხარ,
ველად გაჭრილი შველი... მოხველ და მოგყვა მთათა სილაღე,
მოგინატრებენ ზღვები,
ერთად დავლაშქროთ კავკასიონი,
შემომაშველე ხელი!
გზას გვიკვალავდეს ოცნების რაში,
ტატოს მერანის ფერი,
ლურჯა ცხენებით ერთად მივგვაროთ
ჩვენს გალაკტიონს მერი.
სვეტიცხოველში სანთლად ავანთოთ
ეს გრძნობა ასე წრფელი,
შენ ცით მოსული მზეჭაბუკი ხარ,
არწივმა მოგცა ფრთები!
მე მენატრები... ცხოვრებით დაღლილს,
უხვად დამდინდა ცრემლი,
მოდი, გეძახი - შემომაშველე,
შემომაშველე ხელი!...