! ნეტავ ეგ მაინც ვიცოდე,
გულმა რად აგიჩემა,
მიყვარხარ, შენმა სიცოცხლემ,
ჩემი ქალობის მზემა.
ისევ ჰყვავიან მინდორზე
ყოჩივარდა და ბალბა,
შენ მოსვლა აღარ ინდომე,
აღარ გახსოვარ ალბათ.
ჩემს წინ ლაღობენ ჩიტები,
აღარ იმჩნევენ დაღლას,
დავდივარ ჩუმად ფიჭვებში
ფრთამოტეხილი ღალღა.
შენს ხმას ვერც როდის მოვისმენ,
უშენოდ როგორ გავძლო,
ყოფილხარ, ჩიტო, ოდესმე,
დაწუნებული სარძლო?