* * *
რატომ ვტირი? დღეს ხომ შენი ქორწილია,
როგორ მოხდა ზედმეტი ვარ მაშინ, როცა
მპირდებოდი დედოფლობას და სხვას შეხვდა,
ამიხსენი, მიპასუხე, რატომ მოხდა... რად გაფითრდი, ქორწილში რომ დამინახე,
მოგილოცე და მეტოქეს დავაკვირდი,
აი, თურმე როგორ კაბას მპირდებოდი,
აი, თურმე როგორ ბეჭედს მიყიდიდი...
ჰა, დაიძრა მაყრიონი ტაძრისაკენ,
რად გეშლება, ჯვარისწერას მე დამპირდი,
სულ სხვა გოგოს მიაქროლებ სალოცავში,
ხომ არ შეცდი, ერთხელ კიდევ დააკვირდი!
აგედევნე, როგორც მტვერი ფაიტონის,
იქნებ ღმერთმა გააჩინოს სამართალი,
ან ხატებმა ამიხდინონ ერთხელ ლოცვა,
და გამხადონ შენს ქორწილში პატარძალი!
ჩემი ცოდვით სავსე ღმერთო, გაახილე თვალი,
მე რას გთხოვდი, ან სანთლები რისთვის ავაცრემლე,
მე კუთხეში, ჩემს მაგივრად სულ სხვა პატარძალი,
რას შემპირდი, მიპასუხე, კარგად გაიხსენე...
ჯერ ნუ წახვალთ... დაიცადეთ... ნუ დამტოვებთ მარტო,
ამ ქორწილში დედოფლობას იცით, როგორ ვნატრობ?...
აი, მისი ნაფეხური, დამაყენეთ გვერდით, და
დამლოცეთ ნაფეხურთან, ღმერთმანი არ ვნაღვლობ!
ეჰ, ხატებო, რად მიცქერით აგრე გაოცებით...
ნაფეხურზე გადამხობილს ჩემი ცრემლიც მქურდავს,
თითქოს უნდათ მარტო დავრჩე და ნაფეხურს შლიან,
ამ წუთებში შენი ცოლის ბედი როგორ მშურდა!