|
ჩემში ბორგავს და იწვის ყოველი
გამოუცნობი ცეცხლი მაშინებს, ამ ქვეყნად აბა რისთვის მოვედი გემუდარები აღმომაჩინეთ აღმომაჩინეთ იქნებ ვინა ვარ, იქნებ წყარო ვარ უკვდავებისა იქნებ ვშრიალებ თქვენს წინ ჩინარად იქნებ ცრემლი ვარ ცრემლი შვებისა. იქნებ კვირტი ვარ, იქნებ ბალახი, ხელი შემახეთ არ შეგაშინებთ, ნუ გეყოლებით თუნდაც ნანახი გემუდარებით აღმომაჩინეთ. ჩემში ზღვა ბორგავს ღელავს ზვირთებად შმაგი ქარშავა ტალღებს აცილებს, მალე ჯებირებს გადმოვდინდები, გემუდარებით აღმომაჩინეთ. |
|
|
|
დეე გილოცავ დაბადების დღეს. მრავალს დაესწარი ჯანმრთელი და ბედნიერი. :*:*
დედას ნუ დამანახებ შენს თვალზე ცრემლებს. ნუ დაამძიმებ გულს მწველი სევდით. მოვალ, დავკოცნი შენს წმინდა ხელებს. სიხარულს მოგგვრი, მოგიტან პეშვით ქალი ხარ, ნაზი იების მსგავსი. ჩემთვის ხატებას რომ უტოლდები. დარდით ნუ მოსდე მაგ ჩვილ გულს ხავსი. არ მოამტვრიო სხეულს ტოტები. შენს სილამაზეს შევასხამ ფრთებს და მერე თუნდ გავქრე, სულ დავიფერფლო. შენი დალოცვა ყოველ წამს მსდევს და არ მსურს უშენოდ რომ გავიდეს დრო. უპატიებელს მპატიობ მუდამ. თვალებს ჩამორეცხს ცხელი ცრემლები. შენ გულს ხომ თბილი გრძნობები უნდა. მუხლდაჩოქილი მოვალ ვედრებით. ... კითხვის გაგრძელება » |
|
|
|
|